ასტრაზენეკას ვაქცინის თრომბებთან კავშირზე არაფერი მიუთითებს — ევროპის სამედიცინო უწყება
"არ არსებობს ნიშნები, რომ კორონავირუსის აცრა თრომბის განვითარების რისკს ზრდის", — აცხადებს ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორი, ევროპის სამედიცინო უწყება (EMA). დასკვნაში ნათქვამია, რომ აცრილ პოპულაციაში თრომბების განვითარების შემთხვევები იმაზე მაღალი არაა, ვიდრე — ზოგად მოსახლეობაში.
რამდენიმე დასავლეთევროპულმა ქვეყანამ 11 მარტს განაცხადა, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესი შეწყვიტა, რადგან ზოგიერთ ადამიანს თრომბი განუვითარდა.
"არაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ ვაქცინამ შეიძლება რაიმე ისეთი მდგომარეობა გამოიწვიოს, რომელიც გვერდით ეფექტად არაა მითითებული", — ასეთია ევროპის სამედიცინო უწყების პოზიცია.
ტექსტში აღნიშნულია, რომ 5 მილიონ ევროპელს შორის, რომელიც ასტრაზენეკათი აცრეს, 30 თრომბოემბოლიური შემთხვევა დაფიქსირდა.
"ვაქცინის სიკეთეები კვლავაც წონის მის რისკებს და ვაქცინაციის პროცესის განახლება თრომბოემბოლიური შემთხვევების შესწავლის პარალელურად შესაძლებელია", — განმარტავენ ისინი.
ამასთან დაკავშირებით, ასტრაზენეკამ განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთხოება კლინიკური ცდების დროს დეტალურად შემოწმდა.
"რეგულატორებს კონკრეტული სტანდარტები აქვთ, რომელსაც ნებისმიერი ახალი წამალი უნდა აკმაყოფილებდეს", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
გაერთიანებულ სამეფოში მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულატორი უწყების (MHRA) თქმით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ვაქცინებმა გართულება გამოიწვია.
"თრომბები ბუნებრივად ჩნდება და არც ისეთი იშვიათია. გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ასტრაზენეკას 11 მილიონზე მეტი ვაქცინა არის გამოყენებული", — განაცხადა MHRA-ს წარმომადგენელმა, ფილ ბრაიანმა.
რომელმა ქვეყნებმა დააფიქსირეს პოზიცია ასტრაზენეკასთან დაკავშირებით?
დანიამ, ნორვეგიან და ისლანდიამ ასტრაზენეკას ვაქცინების გამოყენება დროებით შეწყვიტეს. იტალიამ და ავსტრიამ პრევენციის მიზნით ვაქცინის კონკრეტული სერიის გამოყენება შეაჩერეს.
ასტრაზენეკას გამოყენება დროებით შეჩერებულია ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ლუქსემბურგში. EMA-ს ძველ განცხადებაში ეწერა, რომ დანიის გადაწყვეტილება დროებითი ზომა იყო, სანამ მოკვლევა ჩატარდებოდა.
იტალიის სამედიცინო უწყებამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნითაა მიღებული და ვაქცინასა და მწვავე გვერდით ეფექტებს შორის კავშირი არ არსებობს.
იძლევა თუ არა სიტუაცია შეშფოთების მიზეზს? — BBC-ის ჯანმრთელობის განყოფილების რედაქტორის ანალიზი
"როგორც ოფიციალური წყაროებიდან ვიცით, ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილი ადამიანების მცირე რიცხვს სიცოცხლისთვის საშიში თრომბები განუვითარდა. ეს წინადადება შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამ ვაქცინასა და გართულებებს შორის კავშირი არ არსებობს.
ამჟამად ვაქცინის კონკრეტული სერიის შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ რაიმე დეფექტის ალბათობა საკმაოდ მცირეა. მთლიანობაში, 5 მილიონიდან 30 შემთხვევაზეა საუბარი.
ნებისმიერი დადასტურებული მკურნალობა, მათ შორის ვაქცინებიც გარკვეული გვერდითი ეფექტების რისკს მოიცავს, მაგრამ უმეტესობა მათგანი უმნიშვნელოა და გართულებები ძალიან იშვიათია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თრომბები ხშირად ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჩნდება", — წერს მიშელ რობერტსი, BBC-ის ჯანმრთელობის განყოფილების რედაქტორი.
ესა კითხი განხილვის საგანი გახდა საქართველოშიც, რადგან დღეს, 13 მარტს ქვეყანაში სწორედ AsrtraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდა. NCDC-ის ხელმძღვანელებმა და ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ მათქ ჰქონდათ კომუნიკაცია WHO-სთან და გაარკვიეს, რომ საქართველოში არ არის შემოსული იმ სერიული ნომრის ვაქცინები, რომელზეც კითხვები არსებობს. მინისტრის თქმით, თუ WHO გადაწყვეტს ამ ვაქცინით აცრის პროცესის შეჩერებას, საქართველოც ასე მოიქცევა, თუმცა ამ ეტაპზე სანდოობასა და ზიანზე კითხვები არ არსებობს.
ამ საკითხზე ისაუბრა პაატა იმნაძემაც და განაცხადა, რომ "ვაქცინის შემდეგ რაღაცის მოხდენა" არ ნიშნავს, რომ ვაქცინის გამო მოხდა.
"როდესაც ვლაპრაკობთ იმაზე, რომ რამდენიმე ქვეყანამ იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანში ვაქცინაციის შემდგომ, რაც არ ნიშნავს ვაქცინაციის გამო... სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში, არაფრით არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების სიხშირისაგან, ამაზე უკვე დასვკნა გამოაქვეყნა როგორც ევროპის წამლის სააგენტომ, ასევე, WHO-მ. არ შეუწყვეტია ვაქცინაცია ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც AstraZeneca-ს იყენებს.
აქედან გამომდინარე, ასეთი რაღაცეები მოხდება, რომ ვიღაცა რაღაცას დაუკავშირებს. გახსოვთ, ხომ რა ამბაცი იყო ატეხილი, როცა Pfizer-ის ინექციის შემდეგ 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში. ასეთი რაღაცეები იქნება ხოლმე, რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამო შეიძლება ვიღაცამ შეაჩეროს. მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ გამოყენებულია ათეულობით მილიონი დოზა და არ არის აღწერილი ისეთი, რაც გამოარჩევდა ამის რისკებს", — განაცხადა იმნაძემ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები