გაერთიანებულ სამეფოში მეტეორიტი ჩამოვარდა და ის იშვიათ ნივთიერებებს შეიცავს
28 თებერვალს ჩრდილო ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებლებმა ცაზე მეტეორი შენიშნეს ცეცხლოვანი ბურთის სახით, რომელიც დედამიწისკენ მოემართებოდა. ეს მოვლენა განსაკუთრებით ამაღელვებელია მეცნიერთა ნაწილისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის უიშვიათესი ნივთიერებები, რომლებიც მეტეორიტში აღმოაჩინეს, შესაძლოა, სამყაროს შესახებ ჩვენთვის უცნობ ინფორმაციას ინახავდნენ.
მეტეორიტის სიჩქარე ფრენისას 14 კმ/წმ იყო. ფრენისას მისი ნაწილები სხვადასხვა ადგილას მიმოიფანტა, მისი დიდი ნაწილი კი ქალაქ ვინჩკომბში, გზაზე დაეცა. ექსპერტებმა ამ იშვიათი ქვის 300 გრამი შეაგროვეს და დაადგინეს, რომ იგი შედგება ნივთიერებისგან, რომელსაც კარბოტანული ქონდრიტი ეწოდება. CNN-ის მიხედვით "ეს ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული და ძველი ნივთიერებაა მზის სისტემაში. როგორც ცნობილია, იგი შეიცავს ორგანულ ნივთიერებესა და ამინომჟავებს — სიცოცხლის ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტებს".
ლონდონის ბუნებრივი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა განცხადებაში დაადასტურეს, რომ მეტეორიტის ნაწილები ძალიან მალევე შეგროვდა და ისინი იმდენად კარგ მდგომარეობაში იყო, რომ მათი ღირებულება ისეთივეა, როგორიც პირდაპირ კოსმოსიდან ჩამოტანილი მეტეორიტისა იქნებოდა.
"მუზეუმში ამბობენ, რომ მეტეორიტი იმ ნიმუშის მსგავსია, რომელიც ცოტა ხნის წინ იაპონიის Hayabusa2 მისიის ფარგლებში ჩამოიტანეს კოსმოსიდან. იაპონიის აეროკოსმოსური აღმოჩენების სააგენტოს მიხედვით, აღნიშნული ნიმუში წარმოადგენს ასტეროიდ რიუგუს ფრაგმენტებს, რომელიც 5.4 გრამს იწონის", — წერს CNN.
რიჩარდ გრინვუდი, ღია უნივერსიტეტის მცენარეული მეცნიერებების მკვლევარი, პირველია, რომელმაც ამ ქვის შემადგენლობა დაადგინა. "გაოცებული ვიყავი, როდესაც იგი დავინახე. მაშინვე მივხვდი, რომ ეს იშვიათი მოვლენა იყო, მოვლენა კი სრუალიად უნიკალური. ძალიან მაგარია, როდესაც პირველი ადამიანი ხარ, რომელიც ხალხს უდასტურებს, რომ ის ყრუ ხმა, რომელიც საღამოს გაიგონეს, არ მოსჩვენებიათ", — ამბობს იგი.
მუზეუმში განაცხადეს, რომ დედამიწაზე დაახლოებით 65 000 მეტეორიტია, რომელთა შესახებაც ადამიანებმა იციან. მათგან მხოლოდ 1 206-ს ჩამოვარდნა არის დაფიქსირებული და სულ რაღაც 51 მათგანი შედგება კარბოტანული ქონდრიტისგან.
მუზეუმის წარმომადგენლების მიხედვით, მოქალაქეების მიერ გადაღებული კადრები და UK Fireball Alliance-ს ვიდეო მეცნიერებს დაეხმარა იმის გარკვევაში, თუ სად შეიძლება ეპოვათ მეტეორიტის ნაწილები და შეეგროვებინათ ისინი შემდგომი კვლევებისთვის. აღნიშნულმა ვიდეოებმა მეცნიერებს იმის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, თუ გარემოსამყაროს რომელი მხრიდან ჩამოვარდა ციური სხეული.
მათ ისიც აღნიშნეს, რომ მეტეორიტის ნაწილების პოვნა კიდევ შეიძლება შავი ქვებისა და მტვრის სახით. კოსმოსური ქვა ქალაქ ვინჩკომბში 28 თებერვალს ჩამოვარდა, მისი დამატებითი ნაწილები კი ქალაქის შემოგარენში იპოვეს.
"დედამიწაზე მეტეორიტების უდიდესი ნაწილი ხვდება ასტეროიდებიდან, მზის სისტემის დარაჩენილი საშენი მასალებიდან, რომლებიც იმის შესახებ ინახავენ ინფორმაციას, თუ როგორ ყალიბდებოდნენ სისტემის პლანეტები, მათ შორის დედამიწა. იმის შესაძლებლობა, რომ იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც ნახავს და შეისწავლის მეტეორიტს, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდნიდან ძალიან მალევე აღადგინეს, ნადვდილად ახდენილი ოცნებაა", — ამბობს ეშლი კინგი, მუზეუმის დედამიწის მეცნიერებების დეპარტამენტის მკვლევარი.
კომენტარები