მხატვრულია, მაგრამ რეალობას ეფუძნება — პრინცი ჰარი The Crown-ზე
როცა საქმე დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს ეხება, პრინცი ჰარი ხშირად ხდება გამონაკლისი. ამჯერადაც, ის იმ ერთ-ერთ იშვიათთაგანია, რომელმაც ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის, The Crown-ის შესახებ გულწრფელად ისაუბრა.
ჰარი, რომელიც ცოლთან, მეგანთან და შვილთან, არჩისთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ჯეიმს კორდენის გადაცემის სტუმარი იყო. CBS-ის შოუს, The Late Late Show-ს მონაწილემ წამყვანთან ერთად სამხრეთ კალიფორნია ტურისტული ავტობუსით მოიარა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
ჰარის თქმით, The Crown მაყურებელს უჩვენებს, როგორია ბრიტანეთში სამეფო ოჯახის წევრის ცხოვრება:
"მათ [სერიალის შემქმნელებს] არ აქვთ პრეტენზია, რომ ზუსტ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. ეს მედია არაა. მხატვრულია, თუმცა, შეძლებისდაგვარად სიმართლეზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, აკურატული არაა, მაგრამ მიახლოებით მაინც გაგებინებს, როგორია სამეფო ოჯახის ცხოვრების წესი. წნეხი, რომელიც ოჯახისგან, საზოგადოებისგან და სხვა ყველაფრისგან მოდის".
ჰარიმ დასძინა, რომ ბრიტანული პრესა და ტაბლოიდები მის მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდნენ:
"ჩემთვის სერიალი The Crown ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ამბები, რომლებიც ჩემს ოჯახზე, ჩემს ცოლზე ან ჩემზე იწერება. რადგან... სერიალი მხატვრულია და ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგებს. მაგრამ, როდესაც მედია ფაქტად გაწვდის [სიცრუეს], ამასთან ყოველთვის მექნება პრობლემა".
თებერვლის დასაწყისში მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდს პირადი წერილის გამოქვეყნებისთვის სასამართლო დავა მოუგო. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ მეგანი და ჰარი მეორე შვილს ელოდებიან. სასიხარულო სიახლის გაჟღერების დღეს, რამდენიმე საათით ადრე ერთ-ერთი ტაბლოიდი წყვილის დაშორებას ამტკიცებდა.
სერიალ გვირგვინის ბოლო სეზონში პრინცესა დაიანას ცხოვრებას და მის მიმართ წნეხს ვხედავთ. სერიალი პრინცი ჩარლზისა და მისი ამჟამინდელი ცოლის, კამილას შესახებაც გვიყვება. მისი გამოსვლის შემდეგ, მაყურებლები დიანასადმი დამოკიდებულების გამო ოჯახის წევრებს აკრიტიკებდნენ, რის შემდეგაც უელსის პრინცისა და კორნუოლის ჰერცოგინიას ტვიტერზე კომენტარის დატოვების ფუნქცია დროებით დამალეს. ბრიტანეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ნეტფლიქსს სერიალის დასაწყისში უნდა მიეთითებინა, რომ შოუ მხატვრულია. თუმცა, ეს ისედაც ცხადი იყო.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ უნდა რომ მისი როლი ითამაშოს, ჰარიმ განაცხადა, რომ საკუთარი თავის როლში სიამოვნებით იხილავდა Homeland-ის მსახიობს დემიენ ლუისს.
კარპულ კარაოკეში ჰარიმ ასევე აღნიშნა, რომ ის და მეგანი არჩისთან ერთად დედოფალს და პრინც ფილიპს Zoom-ის საშუალებით ესაუბრებიან. მან დასძინა, რომ ელისაბედ მეორემ შვილთაშვილს საშობაო საჩუქრად ბელგიური ვაფლის საცხობი გაუგზავნა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები