პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დაიწყო დისკუსიების ციკლი — "საუბრები ორბელიანების სასახლეში". მათი განცხადებით, დისკუსიები ხელმისაწვდომი იქნება ორბელიანების სასახლის ოფიციალურ youtube არხზე.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დისკუსიების ციკლი შეეხება ეროვნული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თემებს. მათივე თქმით, პირველი შეხვედრა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ბახტაძემ, გია მურღულიამ, ლევან გიგინეიშვილმა, ნუკრი შოშიაშვილმა, ბაჩო შურღაიამ და სანდრო ცაგარელმა.