დღესდღეობით, ვამპირი კალმარი ოკეანის სიღრმეებში, ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში ცხოვრობს, მაშინ როცა სხვა კალმარები, ძირითადად, ზედაპირთან ახლოს ბინადრობენ.

ვამპირი კალმარების უნარზე, იარსებონ ჟანგბადის ნაკლებებოს პირობებში, ისევე როგორც ამ ადადაპტაციასა და ევოლუციაზე ბევრი რამ არ ვიცით. ამ მოუხელთებელი ცეფალოპოდების ნამარხები იშვიათია.

თუმცა, ახალი ანალიზი ვამპირი კალმარების ევოლუციის 120 მილიონწლიანი პერიოდის შესახებ უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის.

პალეონტოლოგი და კვლევის ავტორი — მარტინ კოსტაკი მიიჩნევს, რომ ამ კალმარმა ოკეანის სიღრმეში ცხოვრებისთვის საჭირო ადაპტაცია იურიული პერიოდის დროს გამოიმუშავა.

კოსტაკმა და მისმა გუნდმა უნგრეთის ბუნებრივი სამყაროს მუზეუმში შენახულ ნამარხს, რომელიც 1942 წელს აღმოაჩინეს, 2019 წელს შემთხვევით მიაგნო. 1956 წელს უნგრეთში ეს მუზეუმი რევოლუციის დროს დაიწვა და მიიჩნეოდა, რომ აღნიშნული ნამარხი განადგურდა. ამიტომ, მისი ხელახალი აღმოჩენა ყველასთვის გასაკვირი იყო.

კოსტაკმა და მისმა გუნდმა ნამარხი ელექტრონული მიკროსკოპით და გეოქიმიური ანალიზით შეისწავლეს, რამაც დაადასტურა რომ ეს ცხოველი ოკეანის სიღრმეებში ცხოვრობდა და არა წყალმარჩხობ გარემოში.

ვამპირმა კალმარმა ოკეანის სიღრმეში იურიული პერიოდში გადაინაცვლა და შესაბამისი შეგუებულობა გამოიმუშავა — ასკვნიან მეცნიერები კვლევაში, რომელიც Communications Biology-ში გამოქვეყნდა.