საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში დღემდე დიდ დროს კარგავს. ზურაბიშვილის თქმით, წინსვლის გზა მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია.

"დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში. წინსვლის გზა მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია... შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ კონსტიტუციის ბოლო რედაქციით, ეს ახალი რედაქცია ეფუძნება ადამიანის ღირსების, როგორც უზენაესი ღირებულების იდეას. იგი აწესებს დახვეწილ, ახალი ტიპის ევროპულ საპარლამენტო მმართველობას ძლიერი პარლამენტით, ძლიერი ბერკეტებით ოპოზიციის ხელში, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

გაიგეთ მეტი: