პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ადა მარშანიამ დატოვა. მიზეზად ის პოზიციათა სულ უფრო მზარდ განსხვავებას ასახელებს.

"პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავების გამო, გადავწყვიტე დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ", — წერს ის წერილში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

როგორც მისი წერილიდან ირკვევა, მან პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარეს, დავით თარხან მოურავს პარტიიდან წასვლის შესახებ წერილობით 16 თებერვალს მიმართა.