10 საუკეთესო ბიოგრაფია, რომელიც დიდი მოაზროვნეების შესახებ გვიყვება
იქნება ეს კანტის ყოველდღიური რუტინები, ფრანც ფანონის ომისდროინდელი ნაყოფიერი მოღვაწეობა თუ სიმონ დე ბოვუარის გავლენა ისტორიაზე — ეს წიგნები დიად იდეებზე მათი დამბადებელი მოაზროვნეების ბიოგრაფიებთან ტანდემში მოგვითხრობენ.
რა კავშირია მოაზროვნესა და აზრს შორის? ეს ის შეკითხვაა, რომელთან შეჭიდება ინტელექტუალთა ბიოგრაფიების ყველა მწერალს უწევს. მათ ადამიანის ცხოვრება აზრს ისე უნდა დაუკავშირონ, რომ ეს ორი ერთმანეთში არ აიზილოს და ყველა მოვლენა თუ დისკუსია იდეის დამბადებელ მიზეზად არ წარმოჩნდეს. როგორც ჟაკ დერიდას უთქვამს, "თქვენ ჩემგან ისეთი გაცვეთილი ფრაზების თქმას ითხოვთ, როგორიცაა, მე დავიბადე ელ-ბიარში, ალჟირის გარეუბანში, წვრილბურჟუაზიულ ებრაულ ოჯახში, მაგრამ... ეს მართლა აუცილებელია? მე არ შემიძლია ამის გაკეთება".
თუმცა, დერიდა იმასაც ამტკიცებდა, რომ ფილოსოფიური მწერლობის უდიდესი შეუმჩნეველი ასპექტი მისი ავტობიოგრაფიული ხასიათია. შეძლებდა სოკრატე დისკუსიის უნარის იმავე დონეზე განვითარებას, ასეთი შეუხედავი რომ არ ყოფილიყო? ჩამოაყალიბებდა იულია კრისტევა იდეებს სიმბოლურის შესახებ, თუ ის თავის მეორე სამშობლოში, საფრანგეთში ცხოვრებისას თავს მარგინალიზებულად არ იგრძნობდა? გააცნობდა ფართო საზოგადოებას ნიცშე ზეკაცის იდეას, თუ ის წვეულებებზე მეტად მორცხვი იქნებოდა?
საუკეთესო ინტელექტუალური ბიოგრაფიები ჩვენს ცოდნას დიდი მოაზროვნეების შესახებ იმ გზით ამდიდრებს, რომ სიტუაციურად წარმოგვიდგენს მათ სხვადასხვა დროსა და ადგილას და გვანახებს, როგორ უმკლავდებოდნენ ცხოვრების გამოწვევებს თავიანთი ბრწყინვალე გონების დახმარებით.
გთავაზობთ 10 შესანიშნავ წიგნს, რომლებში აღწერილი მოაზროვნეთა ცხოვრება და იდეები მათ შესახებ ცოდნას გაგიფართოებთ.
1. ნეტარი ავგუსტინე — რებეკა უესტი
"მე ვწერ წიგნებს, რათა რაღაცები გავარკვიო", — აღნიშნავს რებეკა უესტი. ამ წიგნში კი მწერლის სკეპტიკური გონება და მახვილი ინტელექტი ქრისტიანობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელისკენაა მიმართული. ის განსაკუთრებული ემოციურობით აფასებს ავგუსტინეს და დედამისის, მონიკას უკანასკნელი შეხვედრის ამბავს. "ეს, შესაძლოა, ყველაზე მძაფრი მოგონებაა, რომელიც ოდესმე აღწერილა", — წერს უესტი.
ის ზუსტად ისე თამამად და საზრიანად გვიყვება წმინდანის ისტორიას, როგორიც ამ სიტყვების ავტორი ქალისგანაა მოსალოდნელი: "მე თვითონ ვერასდროს გავარკვიე, რა არის ფემინიზმი; მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ხალხი ფემინისტს მეძახის ყოველთვის, როცა ისეთ სენტიმენტებს გამოვხატავ, როგორებიც ფეხსაწმენდისგან ან მეძავისგან განმასხვავებენ".
2. ლუდვიგ ვიტგენშტაინი: გენიოსის მოვალეობა — რეი მონკი
ფილოსოფიით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის ვიტგენშტაინის წაკითხვა ცივი წყლის გადასხმას ჰგავს. მოულოდნელად, ყველაზე ღრმა პრობლემები საოცრად მარტივი გეჩვენება. მაგრამ შემდეგ, როცა უფრო ჩაუღრმავდები ტექსტს, ყველაფერი თავდაყირა დგება, პრობლემები ჩახლართული ხდება, ყველა შეკითხვა ღრმავდება.
რეი მონკის ბიოგრაფია ჟანრის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. ის აღწერს კაცს, რომლის ცხოვრება ისეთივე მარტივი და რთული იყო, როგორც მისი შემოქმედება.
3. შინ ანდრე და სიმონა ვეილებთან — სილვი ვეილი
ნებისმიერი მოაზროვნესთვის, რომელსაც თავი რამედ მიაჩნია, აუცილებელია, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სიმონა ვეილით იყოს შეპყრობილი. მე-20 საუკუნის არცერთი ინტელექტუალი არ აღმოჩნდა მზად, მისი აზროვნება ლოგიკურ დასკვნებთან დაეკავშირებინა, რამაც ბევრისთვის ის ერთგვარ საერო წმინდანად აქცია. და მაინც, წმინდანობა შორი დისტანციიდან უკეთ აღიქმება, როგორც ამას მისი დისშვილი, სილვი ააშკარავებს.
თავისი ძმის, გამოჩენილი მათემატიკოსის ანდრე ვეილის სახლში სიყვარულით გამზადებული საწოლის გვერდით, იატაკზე წოლის ისტორია მოსაყოლად კი შთამბეჭდავია, თუმცა რეალობაში ნამდვილად გამაღიზიანებელი იქნებოდა. თავად ავტორი, სილვი ვეილი წარმოგვიდგენს ბიოგრაფიას სამი გონების შესახებ, რომლებიც ერთმანეთისთვის და ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებენ.
4. კანტი: ბიოგრაფია — მანფრედ ქუნი
სიამოვნების მისაღებად კანტს ძალიან ცოტა თუ კითხულობს. თუ ასეთ ადამიანს იცნობთ, მასთან გასაუბრება საინტერესო იქნებოდა. ქუნის ბიოგრაფია ერთგვარი მამხილებლის როლს ასრულებს იმდენად, რამდენადაც გვამცნობს, რომ ზოგჯერ კანტი საუზმეზე 5 წუთით იგვიანებდა ან ხანდახან ფეხსაცმელს არასწორი მონაცვლეობით იცვამდა.
რეალურად, ეს ბიოგრაფია ზუსტად ისეთია, როგორიც კანტი იყო — საფუძვლიანი, გონებამახვილი (იმდენად, რამდენადაც ფილოსოფიის ლექტორები არიან გონებამახვილები: ანუ, არც ისე) და ცოტა დიდხანს გრძელდება. მისი სათაურიც კი შესაფერისად მოსაწყენია. მაგრამ, წმინდა გონების კრიტიკის მსგავსად, ეს ბიოგრაფიაც საუცხოოა და მისი წაკითხვა ერთ-ერთ ყველაზე დიად გონებასთან დიალოგის გაბმის ტოლფასია.
5. სიმონ დე ბოვუარი: ინტელექტუალი ქალის შექმნა — ტორილ მოი
"იმის თქმა, რომ არსებობა ორაზროვანია, ნიშნავს ვამტკიცოთ, რომ მისი მნიშვნელობის ამოხსნა შეუძლებელია და რომ ის მუდამ გამარჯვებული იქნება". დეირდე ბეირის დე ბოვუარის ბიოგრაფიის კვალდაკვალ სიარული რთულია, თუმცა ტორილ მოისეული თხრობაც არანაკლებ ბრწყინვალე და შთამბეჭდავია. მოის მიერ დე ბოვუარის ნააზრევის მძლავრი, კრიტიკული ანალიზი ამ უკანასკნელს მოაზროვნე ქალების ისტორიაში აკუთვნებს ადგილს.
ბიოგრაფია ასევე გვანახებს, როგორ იყო ქალთა აზრები მარგინალიზებული და დაკნინებული, რადგან ეს იდეები მთლიანად მათი ცხოვრებითა და განცდილი სიყვარულით იხსნებოდა. ამ წიგნის კითხვა ერთგვარი გამოწვევაა, რადგან მოი გაიძულებთ, მასთან კამათში ჩაებათ და თან ისე, რომ თქვენს პოზიციაში სრულად იყოთ დარწმუნებული.
6. ფრანც ფანონი: ბიოგრაფია — დევიდ მეისი
როგორც დერიდამ თავადაც აღნიშნა, ალჟირში გატარებულმა ბავშვობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი აზროვნების ჩამოყალიბებაში. და შეუძლებელია, ალჟირის შესახებ დაწერო ისე, რომ ფანონის პოლიტიკურ ნამუშევრებს არ გაეცნო. მეისი ბრწყინვალედ იკვლევს მათ, თუმცა ბიოგრაფიის მთავარი ღირებულება მაინც ფანონის ფსიქიატრიული მოღვაწეობის ანალიზშია.
დამოუკიდებლობისთვის ომის პერიოდში ფანონი ხშირად მუშაობდა ისეთ პაციენტებთან, რომლებიც მენტალური ტრავმებით იტანჯებოდნენ — მათ შორის იყვნენ წამების შედეგად დაზარალებულებიც და თავად მწამებლებიც. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ფანონი ორივე კატეგორიის ადამიანთა მიმართ თანაბარ მზრუნველობას იჩენდა და ამ ყველაფერს იმ ტრაქტატების წერის პარალელურად აკეთებდა, რომლებმაც მას კიდევ უფრო დიდი აღიარება მოუტანა. მეისი ამ ამბის მნიშვნელობას დაუკნინებლად წარმოაჩენს, რაც ნამდვილად ბევრის მთქმელია.
7. ჟორჟ პერეკი: ცხოვრება სიტყვებით — დევიდ ბელოსი
ერთ-ერთი საუკეთესო ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რაც კი შეგიძლიათ მიიღოთ, დევიდ ბელოსის მიერ დაწერილი ყველა სიტყვის წაკითხვაა (თარგმანების ჩათვლით). ჟაკ ტატის ცხოვრების მისეული აღწერა დიდებულია, მაგრამ მისი სამწერლობო ნიჭი ყველაზე კარგად მაინც მოუხელთებელი მოაზროვნის, პერეკის ბიოგრაფიაში ვლინდება.
პერეკი ყველა იმ თვისების ერთობლიობაა, რომელთა ქონაც მწერლების უმრავლესობას სურს: ის ბრწყინვალეა, შემოქმედებითი, ნაყოფიერი და დიდებული ერუდიციის ქონის მიუხედავად ახერხებს ჩამთრევი, ზღაპრის მსგავსი ისტორიების მოყოლას. მაგალითად, მას შეუძლია, თანამედროვე კორპუსში მხედრის ფიგურისეული მოგზაურობა აღწეროს და ერთი ამბიდან მეორეზე მუდმივი ხტომის მიუხედავად, ცხოვრების ყველა ასპექტი მოიცვას.
ჩვენ ყველა მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ პერეკის ისტორიის მთხრობელად ბელოსი მოგვევლინა — მის გარდა სხვა ვერავინ შეძლებდა ამის ასე სწორად გაკეთებას.
8. ეგზისტენციალისტის კაფეში — სარა ბეიქველი
ეს წიგნი ჯგუფური ბიოგრაფიის სანიმუშო მაგალითია. ამას თავის მიზეზი აქვს. ბეიქველის უნარი, დააკავშიროს მოაზროვნის იდეა მის ცხოვრებასთან და პიროვნებასთან, შთამბეჭდავია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ჰაიდეგერის პიროვნების შეუბრალებელი მხილება ნელი, არგუმენტირებული მსჯელობით. როგორც ის წერს, პაულ ცელანის წიგნების თავისი ადგილობრივი წიგნის მაღაზიის ვიტრინაში გამოდება "ჩემ მიერ ნაპოვნი იმის ერთადერთი დოკუმენტირებული მტკიცებულებაა, რომ ჰაიდეგერს კეთილი საქმე ჩაუდენია".
9. ანჯელა დევისი: ავტობიოგრაფია — ანჯელა დევისი
დევისის ეს ავტობიოგრაფია მისი ცხოვრების მხოლოდ ერთ ასპექტს ააშკარავებს: ის გამუდმებით აქტივიზმშია ჩართული და ეს მისი პოლიტიკური და ინტელექტუალური გზის ერთი მონაკვეთია. ამ წიგნზე მუშაობისას ის ჯერ 30 წლისაც არ იყო. ამ დროისთვის მას უკვე მოესწრო ციხეში სასჯელის მოხდა და მნიშვნელოვანი როლის შესრულება სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში. შედეგად, ჩვენ ვკითხულობთ ჩამთრევ მოგზაურობაზე მწვავე პოლიტიკური კლიმატისა და ინტელექტუალური წვის ერაში.
თუმცა დევისის მოღვაწეობა ამით არ დასრულებულა. მისი ბოლომდე შენარჩუნებული ბრძოლისუნარიანობა და მიზნისთვის სხეულისა და გონების სრულად მიძღვნა ნამდვილად მომაჯადოებელია — ასე რომ, მისი მეორე ავტობიოგრაფიაც არანაკლებ აღმაფრთოვანებელი იქნებოდა.
10. ომის დღიურები — ჟან პოლ სარტრი
სარტრი ცუდი ბიოგრაფია. ფლობერისა და ჟენეს ეგზისტენციალიზმის ხორცსაკეპ მანქანაში გატარებით ის თქვენ ამ ტექსტების არწაკითხვის საოცარ სურვილს გაგიჩენთ. ის, როგორც ადამიანი, ფილოსოფოსი და ნოველისტიც, ასევე რთულად შესაყვარებელია. თუმცა ეს დღიურის ჩანაწერები ნამდვილად შეიძლება გახდეს მისი შეყვარების მიზეზი.
ესაა ამბავი გონებისა, რომელიც საკუთარი თავის შემეცნებას ცდილობს. გზად ის იმ თეორიულ ხარაჩოებს ეყრდნობა, რომელთა დახმარებითაც თავის ნააზრევს აშენებს. ეს ჩანაწერები ასევე გონის დეპრესიისგან განკურნების ქრონიკებია; გონის, რომელიც უაზრო ქაოსის სამყაროში სუფევდა იქამდე, სანამ სარტრმა აბსურდის თეორია არ ჩამოაყალიბა. ის წერს: "უცბად გავაანალიზე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი რამ გახდეს". ის, რაც სარტრი გახდა, ნამდვილად გაოცების ღირსია.
თუ მსგავსი ლიტერატურული სიახლეები არასდროს გყოფნის და თან ყოველთვის ეძებ ახალ საკითხავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა წავიკითხო?
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები