გზის გაწმენდის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით სრული დატვირთვით მიმდინარეობს — თბილისის მერია
თბილისის მერიის ცნობით, გზის გაწმენდის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მათივე თქმით, სრულადაა მობილიზებული ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
"ჯერ კიდევ ღამით დაიწყო თბილისს შემოერთებული ტერიტორიებზე გზების გაწმენდა, მათ შორის გაიწმინდა კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, სამადლო, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ბაგების დასახლება და დიდგორი, დიდი დიღომი. 300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა და იყრება დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე, ასევე, მაღლობზე განსახლებულ უბნებში. მათ შორის, ნუცუბიძის პლატოზე, ელიას მთაზე, ნაძალადევში, ნახალოვკის დასახლებაში, მთაწმინდაზე", — ირწმუნებიან მერიაში.
მათივე განცხადებით, გაწმენდილია ვაზისუბანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, დიღომი და დიდუბე.
"სამწუხაროდ, დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები თბილისის სხვადასხვა რაიონში და შედეგების აღმოფხვრისთვის სრული დატვირთვით მუშაობს ეკოსერვის ჯგუფი. ასევე, მობილიზებულია თბილისის ყველა გამგეობა და ხორციელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდა. ზოგიერთ რაიონში და ქუჩაზე შეიქმნა საცობები. შექმნილ უამინდობას ემატება ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი კერძო ავტომობილი გადაადგილდება ზამთრის საბურავების გარეშე, რაც დამატებით პრობლემას ქმნის. მოვუწოდებთ მძღოლებს, ასეთ შემთხვევაში თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან ან აღჭურვონ ავტომანქანა ზამთრის საბურავებით", — აცხადებენ მერიაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა გზებზე. უამინდობის გამო, ქვეყნის საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივ მაგისტრალებსა და გზების გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება დილიდან შეზღუდულია.
თოვამ პრობლემები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დიდთოვლობის გამო დახმარებისთვის 140 შეტყობინება მიიღეს. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხესა და თოვლში ჩარჩენილ მანქანას ეხება. წყნეთის გზაზე კი ავტობუსის გაჩერება წაიქცა, რის შედეგადაც მოზარდი დაშავდა. პოლიკლინიკაში პირველადი დათვალიერების შედეგად მას არ აღენიშნებოდა დაზიანებები და ექიმის ინფორმაციით, არ საჭიროებდა დამატებით ჩარევას, ამიტომ მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, გაწერეს.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები