ჩინეთის მოხეტიალემ მთვარის შორეულ მხარეს უცნაური რამ აღმოაჩინა
ჩინეთის მოხეტიალემ მთვარის ზედაპირზე უჩვეულო ფორმის ნატეხი აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, დედამიწის თანამგზავრზე ჩამოვარდნილი მეტეორის ფრაგმენტი უნდა იყოს.
Space.com-ის მიხედვით, ჩინეთის Yutu-2 მოხეტიალემ ეს ნატეხები მთვარის შორ მხარეს აღმოაჩინა. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA) სამეცნიერო არხმა Our Space იგი მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა, რადგან ფრაგმენტის აღმოჩენა წარმოადგენს იმის უახლეს მაგალითს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც მეცნიერები მთვარის ზედაპირს აკვირდებიან, თანამგზავრი გარკვეულ საიდუმლოებებს მაინც ინახავს შეუპოვარი მკვლევრებისთვის.
მეცნიერები ყველაზე მეტად აღმოჩენილი ობიექტების ფორმამ გააოცა, რომელიც მთვარეზე აღმოჩენილი ყველა სხვა ნიმუშისგან განსხვავდება.
"ნიმუშს ნატეხის ფორმა აქვს და მიწიდანაა ამოშვერილი. ეს მართლაც უჩვეულოა", — ამბობს Space.com-თან ინტერვიუში NASA-ს პოსტდოკ პროგრამის მონაწილე გოდარის კოსმოსური ფრენების ცენტრში, დენ მორიარტი.
მისი განცხადების მიხედვით, ტიპიური მთვარის ქვები მომრგვალებული ფორმით გამოირჩევიან, რასაც, სავარაუდოდ, "მთვარის ზედაპირზე არსებული ამინდი განაპირობებს".
CNSA-ის მკვლევრები აღმოჩენილის უკეთ შესწავლას ჩინეთის მოხეტიალის ხილული და ახლო ინფრაწითელი სპექტრომეტრის გამოყენებით გეგმავენ, რათა გამოიკვლიონ ფრაგმენტის შემადგენლობა.
მისი წარმომავლობის განსაზღვრისთვის მეტი კვლევების ჩატარებაა საჭირო. მორიარტიმ Space.com-თან ინტერვიუში უკვე გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ეს ქვა მეტეორის ფრაგმენტი უნდა იყოს. დარწმუნებით ჯერ ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ეს აღმოჩენა იმაზე ნამდვილად მიანიშნებს, რომ მთვარის შორეული ნაწილზე ცოცხალი გეოლოგიური გარემო მუდმივად ყალიბდება ასტეროიდების ბრუტალური ზემოქმედების შედეგად.
კომენტარები