რა მეთოდებს იყენებენ კიბერთაღლითები და როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან
დღეს ინტერნეტის და ციფრული სერვისების გარეშე ცხოვრება ბევრი ჩვენთაგანისთვის წარმოუდგენელია. ამ ევოლუციამ ყოველდღიურობა ძალიან გაამარტივა — ონლაინშოპინგიდან დაწყებული, საბანკო მომსახურებით დამთავრებული — ყველაფერს უფრო სწრაფად და მარტივად ვაკეთებთ. ამ დიდ კომფორტს თავისი საფრთხეებიც ახლავს თან, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
ალბათ, გსმენიათ, რომ ინტერნეტსამყაროში არსებობენ "მოხერხებული" თაღლითები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ ჩვენს მოტყუებას და ჩვენი საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვას. ასეთი ტიპის თაღლითობას "ფიშინგი" ჰქვია. ეს სიტყვა კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან მასთან გამკლავება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
ინტერნეტთაღლითების მთავარი იარაღი ჩვენ წინააღმდეგ სწორედ ჩვენი უყურადღებობაა. ისინი სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ ხშირად ინტერნეტში სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არ ვაკვირდებით დეტალებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ანგარიშებიდან თანხა ქრება, უფრო სწორად, მათ ანგარიშებზე ირიცხება.
ფიშინგისგან არაფერი დაგიცავთ უკეთ, ვიდრე საკუთარი თავი და პირადი პასუხისმგებლობა.
მოდით, დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება:
- ინტერნეტთაღლითები თქვენს ანგარიშზე წვდომის მისაღებად იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბ ბმულებს, რომელსაც მეილზე, მესინჯერში ან სხვა მსგავს აპლიკაციებში გიგზავნიან. ამ დროს, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ვებგვერდის მისამართის მაგალითად, ჩვენივე უყურადღებობის გამო, შესაძლოა აღმოვჩნდეთ ვებგვერდზე, რომელიც Amazon.com გვგონია, სინამდვილეში კი ვიყოთ ხაფანგში სახელად Amzon.com; შენიშნეთ? — დიახ, სწორედ აქ ვუშვებთ პირველ შეცდომას; თუკი მისამართი არ ემთხვევა ორგანიზაციის რეალურ მისამართს, ესე იგი, თქვენ საფრთხის ქვეშ ხართ;
- ინტერნეტთაღლითები თქვენი ყურადღების მისაქცევად იყენებენ ემოციური მანიპულაციის ტექნიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ მესიჯები, რომელსაც გიგზავნიან, აუცილებლად საგანგაშო იქნება. ეს შეიძლება იყოს, როგორც შეტყობინება, რომ თქვენ მოიგეთ iPhone 12, ასევე ის, რომ თქვენს ანგარიშზე ხორციელდება შეტევა და, ამის გამო, საჭიროა იდენტიფიკაციის გავლა. თუკი ასეთ მესიჯს მიიღებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ იმ კომპანიასთან, რომლის სახელითაც მოგდით შეტყობინება. მაგ: თუკი ბანკისგან მეილზე მიიღეთ შეტყობინება, დარეკეთ ქოლცენტრში და გადაამოწმეთ. კომპანიების უმრავლესობა თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინების გამოსაგზავნად ოფიციალურ არხებს, ინტერნეტბანკს ან პირად ზარს იყენებს;
- ერთ-ერთი მარტივი გზა საფრთხის აღმოსაჩენად თქვენი ბრაუზერის ფუნქციონალია. დააკვირდით ბრაუზერის მარცხენა კუთხეში ბოქლომის ნიშანს, რომელიც გკარნახობთ, რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის ვებგვერდი. თუკი ბოქლომი გადახაზულია, ესე იგი, თქვენ სახიფათო ზონაში ხართ და დროა დატოვოთ იქაურობა. გარდა ამისა, ბრაუზერების უმრავლესობას აქვს ფიშინგის დეტექტორი დამატებები, რომელთა დაყენებაც უფასოდ და მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის კი საჭიროა უბრალოდ დაგუგლოთ anti phishing add on chrome / mozilla / opera და სხვა.
თუ, კიბერთაღლითების მახეში მაინც გაებით:
- თუ ყალბ საიტზე აღმოჩნდით და ტრანზაქციის შესრულებას გთხოვთ, დარწმუნდით, რამდენად უსაფრთხო გადახდის მეთოდს იყენებს ესა თუ ის საიტი. თუკი გადახდის მეთოდი არ არის სანდო, სასწრაფოდ დატოვეთ ის;
- თუკი თქვენ უკვე დაუშვით შეცდომა, აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიმართეთ კომპანიას დროულად. ისინი დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში, გირჩევენ საუკეთესო გზას და შეეცდებიან თავიდან აგარიდონ ზიანი;
- ყოველი შემთხვევისთვის, დააზღვიეთ თქვენი საბანკო ანგარიში, რომ ზიანის ასანაზღაურებლად ლეგიტიმური გზა გქონდეთ.
გახსოვდეთ, რომ ფიშინგთან გამკლავება მარტივია, თუკი შესაბამის ინფორმაციას ფლობთ და ყურადღებით ხართ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები