ილიაუნის რექტორმა უნივერსიტეტის 3 პროფესორი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში მოხვდა, ილიას მედლით დააჯილდოვა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ და რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძემ ილიაუნის პროფესორები — ოზგურ ქიში, რაინერ ვ. ბუსმანი და მერაბ სვანაძე — რომლებიც სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2 პროცენტში დასახელდნენ, ილიას მედლით დააჯილდოვეს.
სტენფორდის უნივერსიტეტმა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა პროცენტის რანჟირებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც ხუთი მეცნიერი დასახელდა საქართველოდან, მათგან სამი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.
"დღეს ჩვენ დავაჯილდოვეთ ჩვენს უნივერსიტეტთან აფილირებული სამი მეცნიერი, პროფესორი და მკვლევარი, რომელიც მოხვდა სტენფორდის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის მიხედვით ყველაზე ინოვაციურ მეცნიერებს შორის", — აცხადებს ილიაუნის რექტორი, გიგა ზედანია, — "ასევე მნიშვნელოვანი მგონია ის ფაქტიც, რომ დაჯილდოების პროცესში რაც გამოიკვეთა, ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერული პროცესის ინტერნაციონალიზაცია. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აღიარების კრიტერიუმი, ის, თუ სამეცნიერო ცენტრებში რამდენად აფასებენ იმ კვლევებს, რომელთაც ჩვენ აქ ვატარებთ, ასევე, რამდენად არიან საერთაშორისო მეცნიერები დაინტერესებულები, რომ მოღვაწეობა, საკუთარი კვლევა დაუკავშირონ საქართველოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ილიას მედალი გადაეცათ ამ მეცნიერებს და დარწმუნებულები ვართ, როგორც ისინი, ისე მათი კოლეგები, განაგრძობენ ქვეყნისა და მსოფლიოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას".
ილიას ჯილდო ილია ჭავჭავაძის ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით 2017 წელს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესდა. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
"ყოველ წელს გვაქვს განსხვავებული ფოკუსი. შარშან, მაგალითად, პრიორიტეტი მივანიჭეთ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი HEDC ჰქონდათ, წელს კი კვლევითი ჯგუფის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ილიას მედლით დაჯილდოვდნენ ის მეცნიერები, რომლებიც სტენფორდის რეიტინგული კვლევის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერების 2 პროცენტში მოხვდნენ, მეცნიერები, რომელთაც თავიანთ დარგში ყველაზე მეტად შეუწყეს ხელი პროგრესის მიღწევას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს მეცნიერები ქმნიან აქ თანამედროვე კვლევით, გამორჩეულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენნაირი, განვითარებადი, პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სტუდენტებმა უშუალოდ იმ ადამიანებისგან ისწავლონ, რომლებიც მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილებზე არიან და ამ მეცნიერებმა დაამკვიდრონ საქართველოში მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტი", — აღნიშნა ილიაუნის რექტორის მოადგილემ, ნინო დობორჯგინიძემ.
ოზგურ ქიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი, მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა გარემოს დაცვის ინჟინერიაში; რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებელი, გამომცემლობა Springer-ის კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი და გამომცემელი, მსოფლიო რეიტინგში 518-ე ადგილზეა სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულებაში; მერაბ სვანაძე, ილიაუნის მათემატიკის მიმართულების პროფესორი, მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის დარგში მსოფლიოს მასშტაბით 1631-ე ადგილს იკავებს.
"ეს ჯილდო საუკეთესო სტიმულია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო როგორც პედაგოგიურ, ასევე სამეცნიერო მუშაობაში. 15 წელია ვმუშაობ აქ და ყველაზე დიდი წარმატებები ამ პერიოდში გამოჩნდა საერთაშორისო მასშტაბით. გასულ წელს შფრინგერში დავბეჭდე წიგნი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს დარგში გამოცემულ წიგნებს შორის, იმედი მაქვს, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ არა მარტო მე, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი", — განაცხადა ილიას ჯილდოს მფლობელმა, პროფესორმა მერაბ სვანიძემ.
სტენფორდის რეიტინგის მეთოდოლოგიის შესახებ ექსპერტთა მიერ მომზადებულ სიაში წარმოდგენილია 22 სამეცნიერო დარგსა და 176 ქვედარგში მომუშავე 100 000-ზე მეტი მეცნიერი, რომელთა კვლევებმა ხელი შეუწყეს შესაბამისი სფეროს წინსვლასა და სხვა მკვლევრების პროდუქტიულობის ამაღლებას. სტენფორდის რეიტინგი ეყრდნობა Scopus-ის მონაცემებს და აკადემიური საქმიანობის შეფასებისას იყენებს ციტირების შემდეგ კრიტერიუმებს: ჰირშის h-ინდექსი; თანაავტორობის Schreiber hm-ინდექსი; დამოუკიდებლად გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირება და ციტირების ერთიანი ინდექსი.
-
-
-
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
კომენტარები