სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა სპორტის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებზეც გავრცელდება
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის პროგრამა, რომელიც საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას გულისხმობს, კერძო საბავშვო ბაღებსა და სპორტულ ობიექტებსაც შეეხება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც რამდენიმე შეზღუდვის მოხსნის შესახებ გახდა ცნობილი.
"მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა და ეს ის ორგანიზაციებია, ეს ის ბიზნესებია, რომელიც, ასევე, პანდემიის შედეგად დაზარლდა", — თქვა მან.
ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ ამ პროგრამით სარგებლობის სურვილი 2 000-მა რესტორანმა გამოთქვა, თუმცა "ტექნიკური მიზეზების გამო" მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. მისი თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე ამ ტექნიკური მოთხოვნის შემსუბუქების შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რათა იმ რესტორნებმა, რომლებმაც სუბსიდირებისთვის მთავრობას მიმართეს, ამ დახმარებით სარგებლობა შეძლონ.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა, რესტორნებისთვის განაცხადების მიღებას 8 თებერვლიდან დაიწყებენ და 5 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, თურნავამ განმარტა, რომ დამატებით მიკროსაფინანსო სესხის მქონე რესტორნები და კვების ობიექტები შეძლებენ, მიიღონ მონაწილეობა სესხის სუბსიდირებაში.
ამასთან, თუ სუბსიდირება აქამდე 2020 წლის პირველ მარტამდე გაცემულ სესხებს ეხებოდა, ახლა ეს 2020 წლის პირველ დეკემბრამდე აღებულ სესხებზეც გავრცელდება. გადაიხედება თანაფარდობა ძირითადი საშუალებებისთვის აღებულ სესხსა და საბრუნავი საშუალებებისთვის აღებულ სესხს შორის.
"80/20-ზე იყო და ძირითადი საშუალებები იყო უპირატესი და ჩვენ ვიცით, რომ ეს თანაფარდობა ირღვევა და უფრო მეტად საბრუნავი საშუალებები უჭირს ბიზნეს, ამიტომ 50/50-ზე იქნება. გარკვეული კატეგორიებისთვის, განსაკუთრებით ბოლო დროს აღებული სესხებისთვის საერთოდ უქმდება", — განმარტა თურნავამ.
როგორც თურნავამ თქვა, ექვსი თვის განმავლობაში დარიცხული პროცენტი იმ სესხებისთვის, რომელიც 2020 პირველ დეკემბრამდეა აღებული, 80 პროცენტით იქნება სუბსიდირებული.
რაც შეეხება კერძო საბავშვო ბაღებსა და სპორტულ ობიექტებს, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სესხის სუბსიდირება შეეხება როგორც ბანკიდან, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებულ სესხსა და ლიზინგის პროცენტს.
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
კომენტარები