შეწყვეტინება იმაზე საზიანოა, ვიდრე გგონიათ
ხშირად, როცა ვინმეს სიტყვას უაპელაციოდ ვართმევთ — შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, ვაწყვეტინებთ — ვიაზრებთ, რომ ეს, შესაძლოა, უტაქტო ჟესტად აღიქვეს, თუმცა იშვიათად თუ ვუფიქრდებით, რამდენად საზიანოა ასე მოქცევა ჩვენთვის.
უფრო კონკრეტულად რომ ჩამოვთვალოთ ამ მავნე ჩვევის ზიანი, სია ასე გამოიყურება:
- მოსმენისას მუდამ დაძაბული ხართ და ემზადებით, მანამდე ჩაეჭრათ სიტყვაში მოსაუბრეს, სანამ სათქმელს დაამთავრებს.
- არც საკუთარ თავს აცდით — მას ართმევთ იმ რამდენიმეწამიან პაუზას, რომელიც მოსაუბრის სიტყვის დასრულების შემდეგ რჩება და იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ყველაფერი გააანალიზოთ და აზრებს თავი მოუყაროთ.
- კარგავთ შესაძლებლობას, მოისმინოთ ის, რამაც, შესაძლოა, აზრი შეგაცვლევინოთ და თქვენი მომავალი სიტყვის შინაარსიც გარდაქმნას.
- უტაქტო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ; ნებსით თუ უნებლიეთ, ადამიანების უმეტესობა თავს უპატივცემულოდ მოპყრობილად გრძნობს, როცა სათქმელს აწყვეტინებენ.
- ნარცისის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თითქოს, თავს მოსაუბრეზე აღმატებულად მიიჩნევთ. ლოგიკურია — შეწყვეტინებისას გაუცნობიერებლად მაინც გგონიათ, რომ თქვენი სიტყვა სხვისაზე მნიშვნელოვანია.
- შესაძლოა, გაუწონასწორებელი, საკუთარი თავის უმართავი პიროვნების შთაბეჭდილებაც დატოვოთ; ადამიანები მიიჩნევენ, რომ იმდენად თვითდისციპლინირებულიც კი არ ხართ, რომ უტაქტოდ და ეგოისტურად არ მოიქცეთ.
- კარგავთ პოტენციურ ძალასაც. როცა ადამიანები საუბრობენ, ისინი ხშირად ღელავენ თქვენს აზრზე. თუკი საუბრის დასრულებას დააცდით და რამდენიმე წამით შეყოყმანდებით, მათი შფოთვა უფრო გამძაფრდება, რაც "საუბრის მინდორზე" მეტ ძალაუფლებას მოგანიჭებთ.
მსჯელობა
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე უარყოფითი მხარისა, შესაძლოა, მაინც გგონიათ, რომ შეწყვეტინება ბევრ სარგებელს მოგიტანთ.
"დამავიწყდება, რა უნდა მეთქვა"
ამის მარტივი გამოსავალი აზრის ჩანიშვნაა, რომელიც დღესდღეობით, როცა შეხვედრების უმეტესობა ონლაინ იმართება, რთული სულაც არაა. თუკი პირისპირ ხვდებით მოსაუბრეს და ეს შეუძლებელია, გონებაში რამდენჯერმე გაიმეორეთ საკვანძო სიტყვა, რომელიც სათქმელის იდეაზე მიგანიშნებთ.
"შეწყვეტინება მიანიშნებს, რომ მისი სათქმელი მესმის. რომანტიკულ ურთიერთობაში წყვილები ხშირად ამთავრებენ ერთმანეთის სიტყვას"
სიმართლე ითქვას, ერთობ საეჭვო ხერხია იმის გამოსახატავად, რომ თქვენი თანამოსაუბრის გესმით; ამისთვის უამრავი სხვა გზა არსებობს, მათგან ყველაზე უკეთესი კი დაცდაა — დაელოდეთ, სანამ საუბარს მორჩება და მხოლოდ ამის შემდგომ გაეცით ამომწურავი პასუხი, რაც, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, რომ მის სიტყვას გულისყურით მოუსმინეთ.
"ისე გამოვჩნდები, თითქოს მისი ნათქვამი არ მაინტერესებს"
იმის მისანიშნებლად, რომ საუბარში აქტიურად ხართ ჩართული, სხეულის ენის გამოყენებაც შეიძლება. თუნდაც, პერიოდული თავის დაკვრა და მისი სიტყვის დასრულების შემდეგ კომენტარის გაკეთება იმის გარანტია, რომ პასიურ მოსაუბრედ არ აღიქმებით".
"შეწყვეტინება საუბრის ეშხს ამძაფრებს"
ამ "სარგებელს" ზემოთ ჩამოთვლილი ზიანი აბათილებს. რასაკვირველია, იმ ადამიანებთან, ვისთანაც თავდაჯერებული ხართ, მუდმივი შეწყვეტინებით საუბრის ეშხი მძაფრდება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც თანამოსაუბრეები უფრო მეტად დააფასებენ, თუკი საუბარს დააცდით. ამასთან, საუბრის დროს უფრო თავისუფლად და, შესაძლოა, მეტად თავდაჯერებულადაც იგრძნოთ თავი, როცა დიალოგის მონაკვეთებს შორის მცირე პაუზა იქნება.
"ზოგიერთ ადამიანს სიამოვნებს, როცა აწყვეტინებენ, მაგალითად, მაშინ, როცა სათქმელს თავს ვერ აბამენ"
ეს პუნქტი მართალია, თუმცა იმდენად იშვიათი შემთხვევაა, რომ არ ღირს, მუდმივი შეწყვეტინება რაციონალურ ქმედებად აქციოთ.
"როგორ მოვიქცე, თუ მათ საუბარს ბოლო არ უჩანს და სიტყვის ჩაკვეხების შესაძლებლობაც არ მაქვს?"
ესეც კიდევ ერთი შემთხვევაა, რის გამოც შეწყვეტინებას ხშირად ამართლებენ. ამდენად, კონკრეტული სიტუაციის მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა საუბარში ჩაჩრა — უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ თუ სარგებელს.
როგორ მოვიქცეთ
კარგი ამბავი ისაა, რომ შეწყვეტინების ჩვევა "მკურნალობას" ექვემდებარება.
ყოველთვის გახსოვდეთ, განსაკუთრებით კი საუბრის დროს იფიქრეთ იმაზე, რამდენად სახეირო იქნება, თუ თანამოსაუბრეს სიტყვას არ შეაწყვეტინებთ.
როცა იგი სათქმელს დაასრულებს, უმჯობესია, წამით შეიცადოთ, ან გულში დაითვალოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თანამოსაუბრე სიტყვას აღარ აგრძელებს. ამასთან, ეს წამიერი დუმილი იმის მანიშნებელია, რომ მას უსმენდით და არა, უბრალოდ, ელოდებოდით, როდის მორჩებოდა სათქმელს. და, ცხადია, ტვინის ნეირონების ელვის სისწრაფით მოქმედების გამო ამ ერთ წამში ბევრი აზრი შეიძლება შეგეცვალოთ.
საგულისხმო აზრი
გამონაკლისი შემთხვევების — ცალკეული სიტუაციებისა თუ სამუშაო სივრცეების (მაგალითად, სასამართლოში, სადაც მოდავე მხარეები ხშირად აწყვეტინებენ ერთმანეთს) — შეწყვეტინებას სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს. საბედნიეროდ, აუცილებელი არაა, საუბრის სრულყოფას ეცადოთ — ამან, შესაძლოა, მეტად დაგძაბოთ კიდეც. თანაც, მოკლეფრაზიანი შეწყვეტინება — როგორიცაა "კარგი", "გასაგებია" და სხვა — რომელსაც მოსაუბრისგან სიტყვის მოულოდნელი დამთავრება არ მოჰყვება — სრულიად ნორმალურია. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი აკონტროლოთ, თუ როგორ და რამდენად ხშირად აწყვეტინებთ სხვებს.
შეწყვეტინება რიგ შემთხვევებში ირაციონალური ქმედებაა და ჩვევებისკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს. Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები