რა უნდა ვიცოდეთ კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისა და მკურნალობისთვის
4 თებერვალს მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სიმსივნესთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და მკურნალობა ასრულებს.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, სიმსივნის შემთხვევების 30-50%-ის პრევენცია მათი გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირებითა და დროული დეტექციითაა შესაძლებელი.
უმეტესწილად, დროული ვიზიტი ექიმთან, სკრინინგ პროცედურები და ექიმის მიერ დანიშნული ანალიზები პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების საშუალებას იძლევა.
ამ სტატიაში ჩვენ ორ საპრევენციო კვლევაზე გესაუბრებით:
პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტი
40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის აუცილებელი საპროფილაქტიკო კვლევა PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის) ტესტია, რომელსაც უროლოგი ნიშნავს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ექიმი პროსტატის კიბოს განვითარების რისკს აფასებს, ადგენს ბიოფსიის აუცილებლობას და ა.შ. სიმსივნის არსებობის შემთხვევაში, ამ კვლევის საფუძველზე, უკვე დაწყებული მკურნალობის ეფექტიანობაც შეიძლება განისაზღვროს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია, ანალიზი დანიშნოს და მისი პასუხი გაშიფროს კვალიფიციურმა ექიმმა, რადგან ხშირად, წინამდებარე ჯირკვლის ანთება, პროსტატის ნებისმიერი დაავადება, სექსუალური და ყოველდღიური ცხოვრებისას დატვირთვა და სხვა ფაქტორები სისხლში PSA-ს დონის მომატებას იწვევენ, ამიტომ პაციენტმა, შესაძლოა, შედეგებს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთოს.
საკვლევ მასალას ვენური სისხლი წარმოადგენს. ანალიზამდე კი შესაბამისი მომზადებაა აუცილებელი. ტესტის გაკეთებამდე 48 საათით ადრე სასურველია, თავი შეიკავოთ სქესობრივი ურთიერთობისგან, არ დაიტვირთოთ ფიზიკურად და, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიოთერაპიულ ან მსგავს კურსს გადიხართ, ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ექიმს.
პაპილომა ვირუსის გენოტიპური კვლევა
ქალებისთვის მნიშვნელოვანი სკრინინგ პროცედურაა პაპილომა ვირუსის გენოტიპური კვლევა, რომელსაც გინეკოლოგი ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ვირუსული აგენტის აღმოჩენისთვის, ოქროს სტანდარტს წარმოადგენს PCR (პჯრ) კვლევა.
HPV-DNA სინჯის მეშვეობით შესაძლებელია ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დადგენა. შესაბამისად, კვლევის მიზანს მხოლოდ სიმსივნის აღმოჩენა არ წარმოადგენს, არამედ მისი რისკ-ჯგუფების განსაზღვრაც არის შესაძლებელი ადრეულ სტადიაში იქამდე, სანამ ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს.
პაპილომავირუსის 100-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაბალი რისკის გენოტიპი აღმოაჩნდა, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი ძალიან მცირეა ან, კვლევიდან უახლოესი 5 წლის განმავლობაში — საერთოდ არ არის.
მაღალი რისკის პაციენტებს კი მკურნალი ექიმი მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და შესაძლოა დამატებითი კვლევები და მკურნალობა დანიშნოს.
ნებისმიერი ლაბორატორიული ანალიზი უნდა დაინიშნოს უშუალოდ ექიმის მითითებით. თვითნებურად რაიმეს გადამოწმებისას, ხშირად ხდება გაუგებრობა და პაციენტს არასწორი წარმოდგენა ექმნება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს სამომავლო კვლევების ჩასატარებლად.
სამედიცინო ცენტრი ციტო უერთდება კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს და 4 თებერვალს გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად და საჭირო ონკომარკერების კვლევის პაკეტებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით!
კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი და ინიშნება სიმსივნის მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად ან უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგისთვის.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
შეთავაზების სანახავად ესტუმრეთ ბმულს.
კომენტარები