2000 წლიდან მოყოლებული, ვაქცინებმა 37 მილიონი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა
ვაქცინა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი გამოგონებაა, რომელმაც უკვე მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაც გამოიწვია. 21-ე საუკუნეში იმუნიზაციის პროგრამის ეფექტიანობაში ეჭვი ცოტას ეპარება.
ახალი მოდელირება გვაჩვენებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში (LMIC), 10 სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ შემუშავებულმა სხვადასხვა ვაქცინამ, 37 მილიონამდე სიცოცხლე გადაარჩინა. 2030 წლისთვის ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაორმაგდება.
ისეთ LMC ქვეყნებში, სადაც როტავირუსის, HPV-ის და B ჰეპატიტების ვაქცინები ხელმისაწვდომი არაა, 2019 წელს დაბადებულ ბავშვებში 5 წლამდე სიკვდილის რისკი 45%-ით მაღალია. ახალი მოდელი ასევე აჩვენებს, რომ მას შემდეგაც, რაც ასეთ ქვეყნებში, 2019 წელს დაბადებული ბავშვები სრულწლოვნებას მიაღწევენ, მათი გადარჩენის შანსი, აცრილ ბავშვებთან შედარებით, დაბალი იქნება.
ვაქცინაციით გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის გამოთვლა რთულია და ყველა მეთოდს თავისი შეზღუდვა აქვს. თუმცა, მიახლოებების ცოდნაც მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია.
დათვლის ახალ მოდელს თავისი შეზღუდვები აქვს, მაგალითად განვითარებად სახელმწიფოებში სიკვდილიანობა ხშირად არასრულყოფილადაა დათვლილი. მიუხედავად ამისა, არსებული მოდელირება ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს.
ახალი კვლევის მიხედვით, 2030 წლამდე ვაქცინაცია 120 მილიონი სიკვდილის პრევენციის საშუალებას მოგვცემს. სიკვდილიანობას ყველაზე მეტად წითელას და ჰეპატიტის ვაქცინები ამცირებენ. ამ დაავადებებზე იმუნიზაცია დაახლოებით 96 მილიონ სიცოცხლეს გადაარჩენს. ამ დროისთვის წითელას ვაქცინამ მსოფლიოს 73 ყველაზე გაჭირვებულ ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი ბავშვი გადაარჩინა.
იმუნიზაციით სხვა დაავადებების პრევენციაც ხდება. მაგალითად HPV ვაქცინაციის პროგრამით, LMIC-ებში, საუკუნის ბოლოს საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.
აშკარაა, რომ იმუნიზაციის პროგრამები მუშაობს. ახლა მთავარია, რომ ვაქცინებზე ხელი ყველას მიუწვდებოდეს.
კვლევა The Lancet-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები