ვინც სერიალ The Big Bang Theory-ს უყურებს, იმას შელდონ კუპერის ცნობილი ინტერნეტ შოუ "Fun with Flags" კარგად ემახსოვრება.

როგორც აღმოჩნდა, ასეთი შოუ მართლაც არსებობს და მას ვებშოუ Geography Now-ს შემქმნელები აკეთებენ. მათ სხვა გადაცემაში საქართველოს შესახებ ისაუბრეს, ახლა კი ჯერი ჩვენს დროშაზე მიდგა.

ვიდეოს დასაწყისში წამყვანი კიდევ ერთხელ და რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ საუბარი საქართველოზეა და არა შტატ ჯორჯიაზე.

"Sakartvelo, Sakartvelo,

What a nice and pleasant fellow"

"საქართველო, საქართველო,

რა კარგი და სასიამოვნო ტიპია" - ამ ლექსით, რომელიც ქართულად არ ირითმება, იწყება გადაცემა.

წამყვანი ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელმაც თავისი ისტორია მთლიანად გამოიყენა ეროვნულ სიმბოლიკაში.

შემდეგ ის დროშის ისტორიისა და მასში ასახული სიმბოლიზმისა და ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ის ახსენებს საბჭოთა საქართველოს და პირველი რესპუბლიკის დროშებს.

Geography Now-ს არც საქართველოს გერბი დავიწყებია.