განათლების სამინისტროსთან აქტივისტები სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემებს აპროტესტებენ
სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კოვიდპანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში სტუდენტებს უჭირთ სწავლის გადასახადის გადახდა, რის გამოც მათ სტუდენტის სტატუსს უჩერებენ.
"სანამ მივმართავდით განათლების სამინისტროს, მივმართე ჩემი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. ავუხსენი სიტუაცია, ავუხსენი ყველაფერი დეტალურად, რომ ის გადასახადი, რომელსაც ჩვენ ვიხდით არ არის მხოლოდ ლექტორების შრომის ასანაზღაურებელი თანხა და ეს არის ის ყველა სიკეთე, რომლითაც ჩვენ უნივერსიტეტს ვაფასებთ. სამწუხაროდ, ადმინისტრაციისგან პასუხი იყო, რომ ჩვენ, განათლების სამინისტროს გარეშე არაფერი არ შეგვიძლია", — განაცხადა გიორგი კაციაშვილმა მთავარი არხის ეთერში.
აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ:
- განათლების მინისტრი დაინტერესდეს სტუდენტების პრობლემებით;
- სასწრაფოდ განიხილონ სტუდნეტების პეტიცია;
- სტუდენტებს მიეცეთ ფინანსური შეღავათები, რათა არ შეიჩერონ სტატუსი.
სტუდენტურმა მოძრაობამ, ახალგაზრდულმა ძალამ შეიმუშავა პეტიცია, რომლითაც ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკების გზების შემუშავებას, რათა სტუდენტები, სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო, იძულებულები არ გახდნენ შეიჩერონ სტატუსი.
"სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე", — ვკითხულობთ პეტიციაში.
ახალგაზრდული ძალის ერთ-ერთი წევრის, დეა ბარაბაძის თქმით, პეტიციის მიზანია სახელმწიფო სტუდენტებს დაეხმაროს სწავლის გადასახადის გადახდაში, ან გადავადებაში.
"სახელმწიფომ პანდემიის დაწყების დროს გასცა რეკომენდაციების სახით წესები, რომლითაც მოუწოდებდა უნივერსიტეტებს, რომ დახმარებოდნენ სტუდენტებს გადახდაში. თუმცა, ამ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, კანონის ძალა არ ჰქონდა და ამიტომ, რეალურად შედეგი არც გამოუღია. ამ ჩვენი პეტიციით გვინდა, რომ სახელმწიფომ არა მოწოდებები და რეკომენდაციები გასცეს, არამედ შექმნას რაღაც კანონი, რის მიხედვითაც სტუდენტებს ხელს შეუწყობენ მაქსიმალურად, თუნდაც გადახდაში, ან გადავადებაში, ან რაღაც ელემენტარული პირობების შექმნაში", — განაცხადა დეა ბარაბაძემ მთავარი არხის ეთერში.
თითქმის ერთი წელია უმაღლესი სასწავლებლები დისტანციურად ფუნქციონირებენ. საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში აუდიტორიული სწავლება 1-ელ მარტამდე არ აღდგება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები