გორში, შინდისის გმირების გამზირის აბრები რუსულმა კომპანიამ დაამზადა — ნებართვა მერიამ მისცა
გორში, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გმირების გამზირზე ქუჩის ნომრის აღმნიშვნელი აბრები რუსულმა კომპანია მაქსიმმა დაამზადა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია თრიალეთმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ მაქსიმმა აბრას საკუთარი ტაქსის რეკლამაც დაურთო. გარდა ამისა, რუსულმა კომპანიამ "შინდისის გმირების გამზირის" ნაცვლად, აბრაზე "შინდისის გმირების გზატკეცილი" დააწერა.
On.ge დაუკავშირდა გორის მერიას, სადაც აცხადებენ, რომ რუსულმა კომპანიამ აბრის დამზადებისთვის უწყებას თავად მიმართა.
"კონკურსი არ ჩატარებულა, რადგან არ სჭირდებოდა ამას კონკურსი. ბიუჯეტის ფულიც არ დახარჯულა, უფასოდ გაკეთდა", — გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
მერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი კი, ტელეკომპანია თრიალეთთან ამბობს, რომ შინდისის გმირების გამზირის გარდა, მაქსიმმა მათ სხვა ქუჩების აბრების დამზადებაზეც მიმართა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კონკურენციისა და კანონმდებლობის შესაბამისად არის გაკეთებული.
"კომპანიამ მოგვმართა, ჩვენთვის არ არის ცნობილი რუსულია თუ სადაურია. შემოგვთავაზა, რომ განათავსებდა აბრებს და მათი სარეკლამო პატარა ბროშურაც იქნებოდა განთავსებული. მერიამ განიხილა, კანონმდებლობაში ჯდებოდა და გასცა თანხმობაც. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მსგავსი რაღაცის გაკეთება, ქართული იქნება თუ უცხოური", — განაცხადა თრიალეთთან მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე თარხნიშვილმა.
მერიაში On.ge-ს, ასევე, უთხრეს, რომ დამისამართების დროს დაშვებული ხარვეზი გამოსწორდება, თუმცა, ვინ გამოასწორებს რუსული მაქსიმის მიერ დაშვებულ შეცდომას, ჯერჯერობით, არ იციან.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები