ბლოკი ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას წარმომადგენლის, კახა ოქრიაშვილის თქმით, მშიერი ხალხი პოლიტიკურ პარტიებს ხმას იმიტომ არ აძლევს, რომ პარლამენტში შევიდნენ, არამედ ის ამბობს, რომ გაყალბებული არჩევნების გამო პოლიტიკოსები ქუჩაში უნდა დადგნენ და თუნდაც ციხეშიც ჩასხნდნენ.

"ხალხი რომ მშიერია, ეგ არის პოლიტიკა. ვინ გვანიჭებს ჩვენ მანდატებსა და ხელისუფლებას, ხალხი და ხალხი დღეს არის მშიერი. გუშინწინ საცივზე იყო ლაპარაკი, ვის ჰქონდა საცივი. საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ინდაურის საცივი სიზმარშიც აღარ ესიზმრება უკვე რამდენიმე წელია. პოლიტიკა იწყება ოჯახებში და იმ ოჯახებში, რომლებიც მოდიან და ხმას გვაძლევენ. ხმას იმიტომ კი არ გვაძლევენ, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მოვკალათდეთ, არამედ იმიტომ, რომ შედეგი დავდოთ და გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩვენ არ უნდა შევიდეთ პარლამენტში. თუნდაც ქუჩაში დავდგეთ და თუნდაც ციხეში უნდა ჩავსხდეთ მაგის გულისთვის", — განაცხადა ოქრიაშვილმა TV პირველის ეთერში.