5 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც ეკომეგობრული ალტერნატივით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ
ფოტო: Henrique Campeã
თითოეულ ჩვენგანს დიდი ხანია გვესმის კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შესახებ. შეიძლება, გრეტა თუნბერგის გამოსვლებსა და ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულის დნობის პროცესსაც ვადევნებთ თვალყურს. თუმცა, ალბათ ეს ყველაფერი ჩვენთვის არც ისე ხელშესახები და თვალსაჩინოა, რადგან საქართველოში სულ რამდენიმეა წელია, დავიწყეთ ზრუნვა ნარჩენების გადამუშავებასა და ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მიყენებაზე. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ფოტო: Giphy
მართალია, საქართველო ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც თითოეული პლასტმასის ბოთლისა თუ ქილის გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობისგან სულაც არ გვათავისუფლებს. თითოეულმა ჩვენგანმა გარემოს დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის გაღება თუნდაც დღეიდან შეგვიძლია დავიწყოთ.
ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ წარმოქმნილი ნარჩენები მარტივი გზით მკვეთრად შევამციროთ. ამისათვის საჭიროა, რომ ყოველდღიური გამოყენების ნივთები მათი ალტერნატიული ვარიანტებით ჩავანაცვლოთ.
არ გეგონოთ, რომ ეკომეგობრული ალტერნატივა რაიმეთი ჩამოუვარდება ჩვენს ცხოვრებაში უკვე მყარად ფესვგადგმულ ნივთებს, რომელთა უმეტესობაც ბიოდეგრადირებადი არაა და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. არც იმის შეგეშინდეთ, რომ ამ ნივთების ყიდვა საქართველოში შეუძლებელია ან ძვირადღირებულია — ამავე სტატიაში გაგიზიარებთ იმას, თუ სად და როგორ შეგიძლიათ მათი შეძენა.
1. კბილის ჯაგრისი
ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის რჩევით, კბილის ჯაგრისი ყოველ 3-4 თვეში ერთხელ უნდა შევცვალოთ, რათა მასზე ბაქტერიები არ გამრავლდეს და ამით ჩვენი პირის ღრუს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
ფოტო: Giph
ამ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 300 კბილის ჯაგრისს იყენებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც პლასტმასისგან ან სხვა რთულად გადასამუშავებელი ნივთიერებისგანაა დამზადებული. პლასტმასის კბილის ჯაგრისის ბუნებაში გახრწნას კი მინიმუმ 500 წელი სჭირდება.
ამ სტატისტიკური მონაცემების წყალობით ალბათ უკვე შეგექმნათ წარმოდგენა, თუ რამხელა ზიანს ვაყენებთ პლანეტას ისეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ყოველდღიური მოხმარების ნივთით, როგორიც კბილის ჯაგრისია. თუმცა, გამოსავალი არსებობს: პლასტმასის ჯაგრისი შეგიძლიათ ხისგან, კერძოდ კი, ბამბუკისგან დამზადებულით ჩაანაცვლოთ და ასე შეამციროთ ბუნებისადმი პირადად თქვენგან მიყენებული ზიანი.
ბამბუკის კბილის ჯაგრისების შეძენა როგორც ამაზონსა თუ სხვა უცხოურ ონლაინ მაღაზიებში, ასევე საქართველოში, ეკომეგობრულ მაღაზია ზერო ეფექტში, მეტალის ენის საწმენდსა და ნატურალურ კბილის პასტასთან ერთად შეგიძლიათ — ასე მეტად გაუფრთხილდებით როგორც თქვენს, ისე პლანეტის ჯანმრთელობას.
2. საწრუპი
მსოფლიო ოკეანეში ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პლასტმასა ხვდება, რომლის 0.025 პროცენტსაც საწრუპები შეადგენს.
ფოტო: Gip
ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პროცენტია, თუმცა ერთი ბეწო ნივთი, რომელსაც საქართველოში ნებისმიერ სწრაფი კვების ობიექტში შეხვდებით, რეალურად იმაზე გაცილებით დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მხოლოდ ამერიკაში ყოველდღიურად 500 მილიონ საწრუპს მოიხმარენ, რომელთა უმეტესობაც ბიოდეგრადირებადი არ არის (სამწუხაროდ, საქართველოში ამ საკითხზე კვლევები ჯერ არ ჩატარებულა).
საწრუპის ბუნებაში გახრწნას 100-500 წელი სჭირდება. იქამდე კი უამრავი ცხოველი თუ ფრინველი იმის გამო იღუპება, რომ მათ სანაპიროზე გამორიყული საწრუპები საკვებში ერევათ, ხშირად ეჩხირებათ ყელში და იხრჩობიან.
რა თქმა უნდა, პლასტმასის საწრუპის ალტერნატივაც არსებობს. უჟანგავი მეტალის ან ბამბუკის საწრუპები საწმენდთან ერთად როგორც იმავე ზერო ეფექტის მაღაზიაში, ასევე მოწრუპეშიც ხელმისაწვდომია.
ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოში მრავალი რესტორანი თუ კაფე აღარ იყენებს ერთჯერად საწრუპებს და მათ ეკომეგობრული ალტერნატივით ანაცვლებს.
3. წყლის ბოთლი
გავრცელებული რეკომენდაციით, ადამიანმა ყოველდღიურად დაახლოებით 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. ამას თუ დავუმატებთ შხაპის მიღებას, ჭურჭლისა და ტანსაცმლის რეცხვას და ყველა იმ საქმიანობას, რისთვისაც წყალი აუცილებელია, აღმოვაჩენთ, რომ თითოეული ჩვენგანი წლიურად ძალიან დიდი რაოდენობით — დაახლოებით, 54,750 ლიტრი წყლის რესურს მოიხმარს. ამასთან, მრავალი ადამიანი მას არასაჭიროებისამებრ ფლანგავს.
თუმცა, რესურსების უპასუხისმგებლოდ ხარჯვასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის პლასტმასის ბოთლებით მიყენებული ზიანი, რაც ხშირად იმითაა გამოწვეული, რომ ასეთი ბოთლები გადაუმუშავებელი მასალისგან მზადდება. მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 2016 წელს 480 მილიარდი პლასტმასის წყლის ბოთლი გაიყიდა. ევრომონიტორის თანახმად კი, 2021 წლისთვის გაყიდული პლასტმასის ბოთლების რაოდენობა 583 მილიარდს მიაღწევს.
ფოტო: Ditch Disposable
ჰოდა, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ წყალი არა პლასტმასის ბოთლიდან, არამედ მისი ეკომეგობრული ალტერნატივიდან — შუშის ან კერამიკული ბოთლიდან დავლიოთ? ასე ხომ ფულსაც დავზოგავთ და ბუნებასაც გავუფრთხილდებით. ამასთან, შეგიძლიათ, წყლის ისეთი სპეციალური დიდი ბოთლები შეიძინოთ, რომელზეც მითითებულია, თუ რა რაოდენობის სითხე უნდა დალიოთ ყოველდღიურად, რათა ჯანსაღად იცხოვროთ.
ონლაინ მაღაზიებში მრავალჯერადი წყლის ბოთლების დიდი არჩევანია: თითქმის ყველგან შევხდებით განსხვავებული ფერის, ფორმის, სტილის ბოთლებს. შეგიძლიათ, მათგან ნებისმიერი ამოირჩიოთ და თან იქონიოთ როგორც სახლში, ისე სამსახურში. ფერადი, სხვადასხვა მულტფილმის გმირებით გაფორმებული ბოთლები კი შეგიძლიათ, შვილებს ან ახლობელთა ბავშვებს აჩუქოთ და პატარა ასაკიდანვე მიაჩვიოთ ისინი პლანეტის სიჯანსაღეზე ზრუნვას.
თუკი უკვე გსურთ პლასტმასის ბოთლის ალტერნატივით ჩანაცვლება, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: ასეთი ბოთლები თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო მაღაზიაშია ხელმისაწვდომი და მათი ფასიც სრულიად ადეკვატურია.
4. ყავის ჭიქა
კაპუჩინო, ლატე, ესპრესო, ამერიკანო... — თუკი ყავის ჭეშმარიტი მოყვარული ხართ, მაშინ ალბათ ყავის ამ სახეობათაგან რომელიმეს დღეში რამდენჯერმე მაინც მიირთმევთ. ახლა კი გაიხსენეთ, კვირის განმავლობაში რამდენჯერ სტუმრობთ თქვენი სამსახურისა თუ სახლის მახლობლად მდებარე კაფეს, რათა ერთჯერადი ჭიქით ყავა შეუკვეთოთ და იქვე მიირთვათ ან ნაცნობ ქუჩებში თბილი, გემრიელი სასმლით ხელში გაისეირნოთ?
ფოტო: Shane Beam / Giphy
ყავის ერთჯერადი ჭიქა ბუნებაში 50-500 წლის განმავლობაში იხრწნება. მაგრამ ჩვენ ბუნებისთვის მიყენებული ამ ზიანის შემცირებაც მარტივად შეგვიძლია. ამისთვის ორი ალტერნატივა არსებობს:
1. თერმოსი — ყავის სახლში მომზადება არც ისე რთული და, ამავადროულად, ეკონომიურიცაა. თერმოსის საშუალებით შეგიძლიათ, თქვენ მიერ მომზადებული ცხელი ყავით მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნოთ;
2. კერამიკული ჭიქა მრავალჯერადი თავსახურით — ასეთი ჭიქით შეგიძლიათ, როგორც სახლში გაიკეთოთ ყავა, ასევე კაფეში პერსონალს სთხოვოთ, რომ თქვენივე ჭიქაში დაგისხან სასურველი სასმელი.
აქაც არ დაგვავიწყდეს, რომ ორივე ვარიანტი საქართველოს მასშტაბით ბევრ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.
5. საყიდლების ჩანთა
საქართველოში 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტმასის პარკების გავრცელება, ხოლო 2019 წლის აპრილიდან სრულიად აიკრძალა ნებისმიერი სისქის ასეთი პარკის წარმოება. ამ კანონით ქვეყანამ გარკვეული წვლილი შეიტანა ბუნებისადმი მიყენებული ზიანის შემცირებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა თითოეული ჩვენგანი ბიოდეგრადირებადი პარკებით სულ უფრო ხშირად სარგებლობს, შესაძლებელია, რომ მათი მოხმარებაც შევამციროთ. ამაში საყიდლების ჩანთა დაგვეხმარება.
ფოტო: Giphy
მაღაზიებში სხვადასხვა სახის საყიდლების ჩანთებს შევხვდებით: შეგვიძლია, ავირჩიოთ სასურველი ფერისა და მატერიის ჩანთა; ან თუნდაც ბადე-ჩანთა, რომელიც ხილ-ბოსტნეულისა და დიდი ზომის პროდუქტებისთვის გამოგვადგება. თუმცა ბოლო პერიოდში ამ უკანასკნელს მოდურ აქსესუარად უფრო იყენებენ.
საქართველოში საკვები პროდუქტების მაღაზიებში ჯერ კიდევ არაა ადაპტირებული მომსახურების სისტემა, რომლიდანაც აბსოლუტურად ამოღებული იქნება პოლიეთილენის პარკების მოხმარება. თუმცა ასეთ ობიექტებს მრავლად ვხვდებით ევროპასა და ამერიკაში, სადაც მომხმარებლებს ერთჯერადი შეფუთვების გარეშე შეუძლიათ საკვებისა და პროდუქციის შეძენა.
იქამდე, სანამ მსგავსი პრაქტიკა ჩვენთანაც დაინერგება, შეგიძლიათ ეწვიოთ არაკომერციული ეკო-საგანმანათლებლო პროექტის, პარკი არ მინდა, გვერდს, სადაც გაეცნობით საქართველოში მიმდინარე სიახლეებს გარემოს დაცვის მიმართულებით. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა რჩევა იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეთ უკეთესი მომხმარებელი და როგორ იზრუნოთ გარემოზე თქვენს ცხოვრებაში მინიმალური ცვლილებების შეტანით.
შეიძლება, იფიქროთ, რომ ეკომეგობრული ნივთების გამოყენებით ბევრს ვერაფერს შეცვლით, რადგან ეს ზღვაში წვეთია, თუმცა არ დაგავიწყდეთ — ზღვაც სწორედ ბევრი წვეთის ერთიანობაა.
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილებას გადახედავენ საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილებას გადახედავენ
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
-
მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
გადახედვა
-
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
-
ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს
გადახედვა
-
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
-
იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს
-
რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა
გადახედვა
კომენტარები