საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას (GDI) უფლებადაცველი, ედუარდ მარიკაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შეხახებ GDI-ს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ Facebook პოსტში დაწერა.

"დღეს, ჩემი, როგორც GDI-ის თავმჯდომარის, ბოლო სამუშაო დღე იყო. მქონდა პატივი, 2 ვადით ვყოფილიყავი GDI-ის შესანიშნავი გუნდის ლიდერი. დამერწმუნეთ, ჩემი წვლილი ამ ორგანიზაციის განვითარებაში მოკრძალებულია და თითოეული გაკეთებული საქმის ან წამოწყებული ბრძოლის უკან ნიჭიერი, შემოქმედებითი, შრომისმოყვარე და პატრიოტი სხვა ადამიანების დიდი ძალისხმევა იდგა.

გამგეობის გადაწყვეტილებით ორგანიზაციას ხვალიდან ახალი, რიგით მესამე თავმჯდომარე — ედუარდ მარიკაშვილი ეყოლება, რომელიც წლებია საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად აქტიურად იბრძვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, მისი ლიდერობით ორგანიზაცია კიდევ უფრო წინ წაიწევს და მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს", — წერია მშვენიერაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.