Reuters-ის ცნობით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია მადრიდის სასწრაფო დახმარების სამსახურები, სამაშველო ჯგუფები, მეხანძრეები და პოლიცია. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველებმა აფეთქებას "უკიდურესად ძლიერი" უწოდეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებსა და სურათებზე ჩანს, რომ კვამლის კოშკი შენობიდან და ნანგრევებიდან გამოდის, რომლებიც მადრიდის ცენტრალურ ქუჩაზეა მიმოფანტული. ესპანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა TVE- მ განაცხადა, რომ აფეთქება მოხუცთა თავშესაფრის მახლობლად მდებარე შენობაში მოხდა.

აფეთქების მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.