ყველაზე ცუდი პაემანი — 12 ძალიან უიღბლო და კომიკური ისტორია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
როგორც წესი, პირველ პაემანზე ყველა ვნერვიულობთ, რადგან გვინდა, ყველაფერი სრულყოფილად წარიმართოს: აი, ისე, წლების შემდეგ ამ დღეს სიამაყით რომ გავიხსენებთ.
თუმცა ხშირ შემთხვევაში სულ პირიქით ხდება ხოლმე და ყველაფერი დაგეგმილის საწინააღმდეგოდ ვითარდება. სწორედ მსგავსი გამოცდილებების გასაზიარებლად ცნობილმა კომიკოსმა ჯიმი ფელონმა ტვიტერზე ყველას მოუწოდა, რომ ერთი ჰეშთეგის ფარგლებში #WorstFirstDate (საშინელი პირველი პაემანი) პირადი ისტორიები მოეყოლათ.
ახლა სწორედ ამ გამოწვევის ყველაზე უცნაურ, სასაცილო, უიღბლო და დაუვიწყარ შემთხვევებს გაგიზიარებთ:
1. "ინტერნეტში გაცნობის შემდეგ მშვენიერ პაემანზე ვიყავი და დროს შესანიშნავად ვატარებდით, როცა მან მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მობილურზე 15 გამოტოვებული ზარი ჰქონდა შემოსული: დედამისს გუგლის საშუალებით ჩემზე პატარა გამოძიება ჩაუტარებია და გაურკვევია, რომ ის, ვისაც პაემანზე შევხვდი, ბიძაშვილად მერგებოდა"
2. "მანქანაში ველოდებოდი მომავალ პარტნიორს პაემანზე, როცა მოხუცმა წყვილმა მთხოვა, რომ სახლამდე მისვლაში დავხმარებოდი. ამ დროს ისიც მოვიდა და მათ უთხრა, რომ "რა თქმა უნდა", დავეხმარებოდით. ასე მივიყვანეთ წყვილი სასურველ ადგილას და გვთხოვეს, რომ მათთან სახლში შევსულიყავით. იმან ამაზეც თანხმობა განაცხადა: "რა თქმა უნდა!". ამ დროს მივუბრუნდი და ვკითხე, თუ რატომ უნდოდა უცხოებთან დროის გატარება და უფრო გაოცებულმა მიპასუხა: "ჯანდაბა! შენ რა, მათ არ იცნობ?"
3. "პაემანზე მხოლოდ ერთ რამეზე საუბრობდა: ომზე — როგორი ამაყია, რომ მისმა ქვეყანამ ერთი კონკრეტული ქვეყანა დაიპყრო და ა.შ. გამოიცანით, ვისი ქვეყნის დაპყრობაზე იყო საუბარი? ჩემი"
4. "პაემნის დღეს სტომატოლოგთან ვიყავი კბილების დასაბჟენად. ექიმი დამპირდა, რომ ანესთეზია მალევე გაივლიდა, თუმცა ასე არ მოხდა. პაემნის გაუქმება კიდევ ასეთი უცნაური მიზეზის გამო არ მინდოდა, ზედმეტად დაუჯერებლად ჟღერდა. ჰოდა, შევხვდი და ვიჯექი მის პირისპირ ისე, რომ პირის ერთი ნაწილი ჩამოვარდნილი მქონდა. ახლა ჩვენ დაქორწინებულები ვართ!"
5. "მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ბრმა პაემანი მჭირდებოდა. ასე აღმოვჩნდი ჩემი ბინის მეპატრონესთან, რომლისთვისაც ერთი თვის ქირის გადახდა დაგვიანებული მქონდა"
6. "სანამ თავის მანქანაში ჩაჯდომის უფლებას მომცემდა, მანამდე მაისურსა და შარვალზე ბეწვის საწმენდი ჩამომატარა"
7. "პაემანზე მომხიბვლელმა კაცმა მითხრა, რომ ოთხ ენაზე საუბრობს: აქედან ერთ-ერთი "მათემატიკა" იყო... შემდეგ კითხვების დასმა დამიწყო ჩემს გერმანულ წარმოშობასთან დაკავშირებით, რადგან უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ქერათმიანი და ცისფერთვალება არიული რასის შვილები ეყოლებოდა..."
8. "პაემანზე კინოში წავიყვანე და როცა სასმლისა და ხემსის თანხა გადავიხადე, უკან დასაბრუნებელი ხურდის ასაღებად ხელი თვითონ გაიწოდა და ფულიც ჯიბეში ჩაიდო. მეორე პაემანზე კაფეში ჩაის თანხა დავტოვე, მან კი ესეც აიღო და ჩანთაში გადაუძახა. მესამე პაემანი აღარ ყოფილა"
9. "პირველ პაემანზე მკითხა, თუ როგორ მინდოდა, რომ მოვმკვდარიყავი. ვუთხარი, რომ ვისურვებდი, ეს ძილში მომხდარიყო, რაზეც მიპასუხა, რომ ეს საკმარისად საშინელი არ არის"
10. "კინოში გვქონდა პაემანი დაგეგმილი. ფილმის დაწყებიდან ხუთი წუთით გვიან მივედი და აღმოჩნდა, რომ ვერ მოითმინა, ბილეთი იყიდა და უჩემოდ შევიდა კინოთეატრში. ასე ვიყავით ერთ კინოსეანსზე, ოღონდ სხვადასხვა ადგილებზე ვისხედით და როცა ფილმი დასრულდა, ხელის ჩამორთმევით დავემშვიდობეთ უბრალოდ ერთმანეთს"
11. "თავის ძაღლთან ერთად გადაღებულ ფოტოს მაჩვენებდა, როცა ვკითხე, თუ რატომ ეცვა ასეთი ზედმეტად დახვეწილი კოსტიუმი ფოტოში და დავცინე. აღმოჩნდა, რომ ეს ფოტო დედამისის გასვენების დღეს გადაიღო"
12. "ერთი ტიპი თვეების განმავლობაში მთხოვდა, რომ პაემანი გვქონოდა და როცა საბოლოოდ დავთანხმდი, დედასთან ერთად მოვიდა"
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
კომენტარები