ტილდა სუინტონმა ბრიტანულ ვოგთან ქვიარ იდენტობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოლივუდის კარიერა "ქვიარ ფერადოვნების" აღმოჩენაში დაეხმარა.

"ჩემთვის ქვიარ იდენტობა მგრძნობიარე ბუნებას ნიშნავს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ქვიარი ვარ — უბრალოდ ჩემი ქვიარ ფერადოვნების ძიებაში ვიყავი და ვიპოვე, ახლა ეს ჩემი სამყაროა", — აღნიშნა 60 წლის მსახიობმა და დაამატა — "ახლა უეს ანდერსონის. ბონგ ჯუნ ჰოს, ჯიმ ჯარმუშის, ლუკა გუადანინოს, ლინ რემზის თუ ჯოანა ჰოგის ოჯახის ნაწილი ვარ".

მსახიობმა კარიერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებას ვერასოდეს წარმოიდგენდა.

"როგორც არტისტს ამბიცია არასოდეს მქონია. შეიძლება გიჟურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია. 10 ან 20 წლის ასაკში ოჯახური იდილია, მეგობრებთან ერთად სიცილი, მათთვის ხუმრობების გაზიარება, მთიან შოტლანდიაში ან ზღვის პირას, ძაღლებთან ერთად ცხოვრება და პატარა ბოსტანი მსურდა. ბედნიერი ვიქნებოდი ამ მიღწევებით. ცხოვრებაში ყველაფერი ბონუსია — მოტკბო კრემით, სანთლებით და ყვავილებით", — განაცხადა სუინტონმა.

სუინტონის პარტნიორი, 2004 წლიდან სანდრო კოფია. მსახიობს ყოფილ პარტნიორ, ჯონ ბერნთან ორი ტყუპი ჰყავს. ამჟამად, ვარსკვლავი Three Thousand Years of Longing-ზე მუშაობს. პარტნიორობას იდრის ელბა და დევიდ კოლინზი უწევენ. რომანტიკული ფენტეზის რეჟისორი ჯორჯ მილერია.