მიტროპოლიტმა იოანემ ქადაგების ანტისემიტური შინაარსის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს — TDI
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, მიტროპოლიტმა იოანემ ანტისემიტური შინაარსის ქადაგების გამო ბოდიში უნდა მოიხადეს. ამავე დროს, ორგანიზაცია მიესალმება მიტროპოლიტის რეაგირებას დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგებაზე, რომელიც ასევე ანტისემიტურად შეფასდა.
8 იანვარს ქუთაისი-გაენათის ეპარქიამ გამოაქვეყნა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადება ეკლესიის სასულიერო პირების ანტისემიტური ქადაგებების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეკანოზ ილია კარკაძის 4 იანვრის ქადაგება "სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით". მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ მან დეკანოზ ილია კარკაძეს შენიშვნა გამოუცხადა და რომ დეკანოზი წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.
რაც შეეხება მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, მიტროპოლიტი ამას "მის წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებულ კამპანიას" უწოდებს.
"მივესალმებით მიტროპოლიტის მიერ დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური განცხადებების კრიტიკულად შეფასებას და მივიჩნევთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმული პირველი სწორი ნაბიჯია. თუმცა, ამავდროულად, ვთვლით, რომ აღნიშნული რეაგირება არასაკმარისია ეკლესიაში არსებული ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემის დასაძლევად. სწორედ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ქადაგებამ დაუდო საფუძველი ანტისემიტიზმის ახალ ტალღას, რასაც შემდეგ დეკანოზ ილია კარკაძის განცხადებები მოჰყვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ შეაფასოს საკუთარი ქადაგების პრობლემურობაც და ბოდიში მოიხადოს ანტისემიტური შინაარსის განცხადებებისთვის", — აღნიშნავენ TDI-ში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საპატრიარქოს, რომ მიტროპოლიტი იოანესა და დეკანოზი ილიას განცხადებებტან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატონ და დაგმონ ანტისემიტიზმი.
ქუთაისი-გაენათის მიტროპოლიტი იოანეს 20 დეკემბრის ქადაგებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ანტისემიტურად შეაფასეს. თვითონ მიტროპოლიტის განმარტებით, "ურწმუნო მოდგმაში" მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი უფლებადამცველები იგულისხმებიან, ხოლო მის მიერ ქადაგებაში მოყვანილი რელიგიური ანტისემიტიზმის მაგალითები მხოლოდ "ისტორიული ფაქტებია".
4 იანვარს ისრაელის ელჩმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ მიტროპოლიტის ეპისკოპოსის ქადაგება "სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია".
მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის დასაცავად მის განცხადებაზე 4 იანვარს ქადაგებისას ისაუბრა ეპარქიის სხვა სასულიერო პირმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ. როგორც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადებაც ანტისემიტურ განცხადებებს შეიცავდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები