ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა კაპიტოლიუმში — ფოტოები
აშშ-ს კონგრესში არჩევნების შედეგების დამტკიცება საკმაოდ რთულად წარიმართა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა, რომლებიც კაპიტოლიუმის შენობის გარშემო იყვნენ შეკრებილნი ბარიერები გაარღვიეს და კონგრესის სხდომათა დარბაზებზე იერიში მიიტანეს.
სწორედ ამის გამო კონგრესში სხდომა შეჩერდა და ევაკუაცია გამოცხადდა. ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის დერეფნებში თარეშობდნენ, სხდებოდნენ სენატორებისა და კონგრესმენების სავარძლებში, გაჰქონდათ ნივთები და იღებდნენ ფოტოებს.
რამდენიმესაათიანი არეულობის შემდეგ კაპიტოლიუმის შენობა მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს და სხდომაც განახლდა, რომელზეც ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს.
ამავე თემაზე:
კომენტარები