რა ხდება ვაშინგტონში — განახლებადი
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი. რამდენიმესაათიანი არეულობის შემდეგ კონგრესში სხდომა განახლდა.
ეს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულია — ტრამპი
კონგრესის მიერ არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. იმის გამო, რომ ყველა სოციალურ პლატფორმაზე ტრამპის ანგარიში დაბლოკილია, მიმართვა მისი თანაშემწის ტვიტერის ანგარიშით გავრცელდა.
ამჯერადაც დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამის და მიუხედავად აღნიშნავს, ხელისუფლების გადაცემის კანონიერ პროცესს უზრუნველყოფს. ამასთან, მან დასძინა, რომ საპრეზიდენტო ისტორიაში "ყველაზე დიდებული პირველი ვადა სრულდება".
"მიუხედავად იმისა, რომ სრულებით არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, და ფაქტებიც ჩემს სიტყვებს ადასტურებს, 20 იანვარს განხორციელდება ხელისუფლების კანონიერი გადაცემა. ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მხოლოდ კანონიერი ხმები ჩაითვალოს. თუმცაღა ეს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს წარმოადგენს, ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი ბრძოლისთვის, რომ ამერიკა ისევ დიდებული გავხადოთ", — ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
კონგრესმა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა
აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.
სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უარყვეს მოთხოვნები ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ასევე აპროტესტებდნენ არიზონას, ნევადისა და მიჩიგანის შედეგებსაც.
საბოლოოდ კონგრესმა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დაამტკიცა, რომელიც ასე გადანაწილდა:
- ჯო ბაიდენი — 306;
- დონალდ ტრამპი — 232.
არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგებიან. მანამდე კი ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება.
როგორ გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს
არაერთი მსოფლიო ლიდერმა გააკრიტიკა კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენები. მათი დიდი ნაწილი დემონსტრანტებს მშვიდობისკენ მოუწოდებს და ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე საუბრობს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა არეულობას "სამარცხვინო სცენები" უწოდა. შოტლანდიის პირველმა მინისტრის, ნიკოლა სტარჯონის თქმით, კაპიტოლიუმიდან გავრცელებული კადრები "საშინლად შემზარავი" იყო.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესი: "მე მჯერა აშშ-ს დემოკრატიის სიძლიერის. ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გადალახავს ამ დაძაბულ მომენტს და გააერთიანებს ამერიკელ ხალხს".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, მას სჯერა, რომ აშშ უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ჯო ბაიდენისთვის.
კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ისინი შეშფოთებული და დაღონებული არიან დემოკრატიაზე ასეთი შეტევით.
"ძალადობა ვერასდროს ჩაახშობს ხალხის ნებას. აშშ-ში დემოკრატია მხარდაჭერილი უნდა იყოს და ასეც იქნება", — განაცხადა ტრუდომ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა მხარეს მოუწოდა, თავშეკავება და ჯანსაღი აზრი გამოიჩინოს. ვენესუელის ხელისუფლების განცხადებით, კაპიტოლიუმში არეულობით აშშ ზარალდება იმავე ქმედებით, რასაც სხვა ქვეყნებში თავისი აგრესიული პოლიტიკით ახალისებს.
ისტორია გაიხსენებს დღევანდელ ძალადობას, როგორც სირცხვილის მომენტს ჩვენი ქვეყნისთვის — ობამა
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამამ კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენები ქვეყნისთვის შეურაცხყოფისა და სირცხვილის მომენტად მოიხსენია. არეულობაში მან პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.
"ისტორია სამართლიანად გაიხსენებს კაპიტოლიუმში დღევანდელ ძალადობას, როგორც დიდი შეურაცხყოფისა და სირცხვილის მომენტს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის მიერ არის პროვოცირებული. ის აგრძელებდა უსაფუძვლო ტყუილს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. თავებს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ ეს სრული მოულოდნელობა იყო", — განაცხადა ობამამ თავის მიმართვაში.
ერთ-ერთი კაბინეტი სენატში არეულობის შემდეგ
ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა
ვაშინგტონის მერმა მიურიელ ბაიზერმა საგანგებო მდგომარეობა 15 დღით, საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე გაახანგრძლივა. ქალაქში უკვე მოქმედებს კომენდანტის საათი.
"ბევრი ადამიანი ოლქში იარაღით ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ ძალადობასა და არეულობაში მიიღებდა მონაწილეობას და მიიღეს კიდეს. ისინი ქიმიურ საშუალებებს, აგურებს, ბოთლებსა და ცეცხლსასროლ იარაღებს იყენებდნენ", — განაცხადა მერმა.
ვაშინგტონში არეულობის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონის მერმა, მიურელ ბაუზერმა და კოლუმბიის ოლქის პოლიციის უფროსმა, რობერტ კონტიმ განაცხადეს.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ქალი, რომელიც კაპიტოლიუმში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სხვა მომხრეებთან ერთად შეიჭრა. მოგვიანებით, მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი აშშ-ს საჰაერო ძალების ვეტერანი იყო.
პოლიციის უფროსმა ქალის გარდაცვალების დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, იგი სხვა მომიტინგეებთან ერთად სხდომათა დარბაზში შეიჭრა, სადაც მათ პოლიციის თანამშრომლები შეეწინააღმდეგნენ, ერთ-ერთმა კი იარაღიდან ისროლა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ხელისუფლების წარმომადგენლები არ ამბობენ, გარდაცვლილის ვინაობას, სანამ მის ახლობლებს ინფორმაციას არ მიაწვდიან.
გარდა ამისა, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე კიდევ სამი გარდაცვლილი იპოვეს — ერთი ქალი და ორი კაცი. ყველა სრულწლოვანია. როგორც განმარტავენ, გარდაცვალების მიზეზი გახდა მოვლენები, რაც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.
არეულობის შედეგად დაშავდა პოლიციის სულ მცირე 14 თანამშრომელი. ორი ჰოსპიტალიზირებულია. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 52 პირი: 4 ლიცენზიის გარეშე იარაღის ტარებისთვის, 1 აკრძალული იარაღის ტარებისთვის, 47 კი კომენდანტის საათის დარღვევისთვის.
სააკაშვილმა მოგვისმინა და მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება — შაჰინი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას საქართველო გაიხსენა
კაპიტოლიუმის შენობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრიდან რამდენიმე საათში კონგრესში განახლდა სხდომა, სადაც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობდნენ.
დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების გადაბარების პრობლემა არ არის მხოლოდ აშშ-ს პრობლემა და ეს ახალგაზრდა დემოკრატიებსაც ახასიათებთ. მან საქართველო და 2012 წელს ჩატარებული არჩევნები გაიხსენა.
"ამ შენობაში მყოფთაგან ბევრის მსგავსად, მე ვმოგზაურობდი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, მთელს მსოფლიოში — ავღანეთიდან და ერაყიდან დაწყებული, დასავლეთ ბალკანეთის და აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული, და საქართველოშიც. 2012 წელს, საქართველოში ჩემს კოლეგასთან, სენატორ რიშთან ერთად ჩავედი, რათა ოფიციალურად, სენატის ეგიდით, დავკვირვებოდით არჩევნებს. არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მოწინააღმდეგე ქართულ ოცნებას შორის, რომელიც მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი და დაფუძნებული პარტია იყო, და ეს იყო ბრძოლა არა მხოლოდ პარლამენტზე, არამედ მთავრობაზე კონტროლის მოსაპოვებლადაც.
სენატორი რიში და მე, არჩევნების დღეს, უშუალოდ ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნება იყო. მაგრამ, არსებობდა რეალური შეშფოთება ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ გეგმავდა. ეს შესაძლოა ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს დაასრულებდა ახალგაზრდა, ახლადჩასახულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა.
არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა მისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე", — აღნიშნა სენატორმა შაჰინმა.
სენატის სხდომა განახლდა
სენატის სხდომა, რომელიც კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისა და ევაკუაციის გამო შეჩერდა, განახლდა.
Twitter-მა ტრამპს ანგარიში 12 საათით დაუბლოკა
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში 12 საათით დაიბლოკა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მიზეზი სამომხმარებლო წესების დარღვევა და ძალადობის წამახალისებელი ტვიტებია. მათივე თქმით, თუ ტრამპი აღნიშნულ პოსტებს არ წაშლის, ანგარიშს განმეორებით დაბლოკავენ.
სხდომა დღეს განახლდება — ნენსი პელოსი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, კაპიტოლიუმში სხდომა დღეს განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კაპიტოლიუმზე შტურმი მიუღებელია — მაიკ პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი მიუღებელია.
"დღეს აშშ-ს კაპიტოლიუმის შტურმი იყო, რაც მიუღებელია. უკანონობა და აჯანყება დაუშვებელია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. მე ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყოველთვის მხარს ვუჭერ ყველა ადამიანის უფლებას, მშვიდობიანი პროტესტი გამოთქვას თავისი რწმენისა და მათი მიზეზების გამო", — წერს პომპეო.
კაპიტოლიუმის შენობა ახლა უსაფრთხოა — კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტი
კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტის განცხადებით აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა ამ დროისთვის უსაფრთხოა. ამის შესახებ CNN წერს.
უცხოური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა რომ ვაშინგტონში 18:00 საათიდან კომენდანტის საათია გამოცხადებული მხოლოდ ერთი დღით, მომიტინგეები კონგრესის შენობის გარეთ მაინც რჩებიან.
კაპიტოლიუმში დაპირისპირების დროს დაჭრილი ქალი გარდაიცვალა
აშშ-ის კაპიტოლიუმში დაპირისპირების დროს დაჭრილი ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC news სამართალდამცველები უდასტურებენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ტრამპის ახალი პოსტი ამჯერად ორივე პლატფორმიდან გაქრა
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგი პოსტი ფეისბუქისა და ტვიტერის პლატფორმებიდან გაქრა. Twitter-ზე წერია, რომ პოსტები წესების დარღვევის გამო წაიშალა, ფეისბუქზე კი მსგავსი მონიშვნა არ არის. არსებობს შანსი იმისა, რომ პრეზიდენტმა ამ პლატფორმაზე პოსტი თავადვე წაშალა, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომ ის FB-ს "სანქციებს" ემსხვერპლა.
ახალ პოსტში, რომელიც ტრამპმა ტვიტერსა და ფეისბუქზე გამოაქვეყნა, მხარდამჭერების საქციელს ამართლებდა. ტრამპი მათ ქცევას "წმინდა გამარჯვების" უცერემონიოდ წართმევით ხსნიდა.
ასე ვითარდება მოვლენები, როცა... — ახალ პოსტში ტრამპი მხარდამჭერების საქციელს ამართლებს
ახალ პოსტში, რომელიც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერსა და ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ის მხარდამჭერების საქციელს ამართლებს. ტრამპი მათ ქცევას "წმინდა გამარჯვების" უცერემონიოდ წართმევით ხსნის.
"ასე ვითარდება მოვლენები, როცა არჩევნების წმინდა გამარჯვებას უცერემონიოდ და სასტიკად წაართმევ პატრიოტებს, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ცუდად და უსამართლოდ ექცეოდნენ. წადით სახლში სიყვარულით და მშვიდობით. ამ დღეს სამუდამოდ დავიმახსოვრებ", — წერს ის.
ტრამპის ეს პოსტიც ტვიტერმა რისკისშემცველად მონიშნა და ინტერაქციის ფუნქცია ისევ შეუზღუდა.
ტრამპის ვიდეომიმართვა ფეისბუქიდან გაქრა
Facebook-ზე აღარ იძებნება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიდეომიმართვა, რომელიც მან დაახლოებით 2 საათის წინ გაავრცელა. შესაძლოა, ტრამპმა ვიდეო თავად წაშალა, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ შინაარსის გამო ის ფეისბუქმა წაშალა.
ვიდეომიმართვაში დემონსტრანტებს, რომელთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა, ტრამპმა "განსაკუთრებულები" უწოდა და უთხრა, რომ ისინი უყვარს, რაც ძალადობის წახალისებად შეფასდა. ტვიტერმა ამ ვიდეომიმართვაზე ინტერაქციის ფუნქცია შეზღუდა და ის ძალადობის რისკის შემცველად მონიშნა.
კამალა ჰარისის გამოხმაურება
"მე ვუერთდები არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კაპიტოლიუმსა და ჩვენს საჯარო მოსამსახურეებზე თავდასხმის დასრულების მოთხოვნით", — წერს აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ტვიტერზე.
დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ — სტოლტენბერგი
"შოკისმომგვრელი სცენებია ვაშინგტონიდან. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ", — ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი, იან სტოლტენბერგი აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს.
ბორის ჯონსონი აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონის აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ხელისუფლების გადაბარება მოხდეს მშვიდობიანად.
"სამარცხვინო სცენები აშშ-ის კონგრესში. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად მოხდეს", — წერს ჯონსონი.
ტრამპის პოსტი ტვიტერმა ისევ მონიშნა, ამჯერად ძალადობის რისკის შემცველად
ტვიტერმა ტრამპის ვიდეომიმართვაზე ინტერაქციის ფუნქცია შეზღუდა და ის ძალადობის რისკის შემცველად მონიშნა.
ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა
"მე მესმის თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს", — ამ სიტყვებით დაიწყო ტრამპმა მხარდამჭერების ვიდეომიმართვა. დემონსტრანტებს, რომელთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა, ტრამპმა "განსაკუთრებულები" უწოდა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანას მშვიდობა სჭირდება და უნდა იყოს სიმშვიდე და კანონიერება.
ჩვენი დემოკრატია უპრეცენდენტო თავდასხმის ქვეშაა — ბაიდენი
არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ახლა აშშ-ის დემოკრატია უპრეცენდენტო თავდასხმის ქვეშაა.
"ეს არის თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე და კაპიტოლიუმის პოლიციაზე, რომელიც მათ იცავდა. ეს არის თავდასხმა საჯარო მოხელეებზე. ეს არის თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. უნდა განვაცხადო, რომ ქაოსი კაპიტოლიუმთან უნდა შეწყდეს, დაუყოვნებლივ. რასაც ხედავთ კაპიტოლიუმთან, ეს არ გამოხატავს იმას, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ. ესენი არიან ექსტრემისტების მცირე ჯგუფი. კაპოტოლიუმის შტურმით აღება, ფანჯრების მსხვრევა, ოფისების დაკავება, სენატში და წარმომადგენელთა პალატაში შეჭრა, არჩეული ოფიციალურ პირების მუქარა, არ არის პროტესტი. ეს არის აჯანყება. ამას მსოფლიო უყურებს, ისევე როგორც ამერიკელები. ნამდვილად შოკირებული და დამწუხრებული ვარ. შემდეგი ოთხი წელი ვიმუშავებთ დემოკრატიის აღსადგენად", — ამბობს ბაიდენი.
მან მოუწოდა პრეზიდენტ ტრამპს, რომ ტელევიზიით გამოვიდეს, შეასრულოს თავისი ფიცი, დაიცვას კონსტიტუცია და მოუწოდოს მხარდამჭერებს, რომ შეწყვიტონ უკანონო ქმედებები. მისი თქმით, ეს არა პროტესტი, არამედ აჯანყებაა და ამას მსოფლიო ხედავს.
ჯო ბაიდენი მოსახლეობას მიმართავს
არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას მიმართავს. თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერს:
დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. CNN-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამასთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
ვაშინგტონის მერმა ერთი დღით კომენდანტის საათი გამოაცხადა
ვაშინგტონის მერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების გამო ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. CNN-ის ინფორმაციით, კომენდანტის საათი ერთი დღით, 18:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი კაპიტოლიუმის შენობიდან გაიყვანეს.
ტრამპი მხარდამჭერებს სიმშვიდისა და სამართალდამცველების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს სიმშვიდისა და სამართალდამცველების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტრამპი Twitter-ზე წერს.
"გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენი კაპიტოლიუმის პოლიციას და სამართალდამცველებს. ისინი ჩვენი ქვეყნის მხარეს არიან. დარჩით მშვიდობიანები", — წერს ტრამპი.
რა ხდება კაპიტოლიუმში ახლა: ფოტო-ვიდეო
აქციის მონაწილე წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ოთახში.
კაპიტოლიუმში შეჭრილი ტრამპის მხარდამჭერი სენატის დარბაზში.
პოლიციელი ცდილობს დემონსტრანტების შეჩერებას.
დემონსტრანტები პოლიციას არ ემორჩილებიან.
ევაკუაცია კაპიტოლიუმში
დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ კაპიტოლიუმში ევაკუაცია გამოცხადდა — კონგრესმენებს, სენატორებსა და ჟურნალისტებს შენობა დაატოვებინეს.
კონგრესმენების ნაწილი ავრცელებს ვიდეოებს, რომლებშიც აცხადებენ, რომ უსაფრთხოდ არიან და ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდებენ.
ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ
ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. გამოცხადებულია ევაკუაცია.
СNN-ის ინფორმაციით, შენობაში გადაადგილება შეზღუდულია და სენატორები, თანამშრომლები და ჟურნალისტები მიწისქვეშა გვირაბებს იყენებენ.
დაპირისპირება კაპიტოლიუმთან — ტრამპის მხარდამჭერებმა შენობაში შეჭრა სცადეს
დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა.
NBC News-ის ინფორმაციით, ასობით დემონსტრანტი კონგრესში შეჭრას კაპიტოლიუმის გარშემო არსებული ბარიკადების დარღვევით ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, აქციის დაწყებამდე მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა და ერთი ადამიანი დააკავეს.
აქციის პარალელურად კონგრესში სხდომა მიმდინარეობდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაამტკიცონ, თუმცა სხდომა ამ ეტაპზე შეჩერებულია.
-
გადახედვა"ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს "ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს
-
გადახედვაპინა პიჩერნო: ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის ჩვენი ბრძოლაა პინა პიჩერნო: ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის ჩვენი ბრძოლაა
-
გადახედვაოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს
-
გადახედვასახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
-
გადახედვაკომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა კომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა
-
გადახედვაკიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს კიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს
-
გადახედვარობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას რობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას
-
გადახედვააფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი აფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი
-
გადახედვამიხაილ როთი: EU-ში უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების გარდა მოკავშირეები აღარ ჰყავთ! სირცხვილი ირაკლი კობახიძეს! მიხაილ როთი: EU-ში უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების გარდა მოკავშირეები აღარ ჰყავთ! სირცხვილი ირაკლი კობახიძეს!
-
გადახედვაარასამთავროები: ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ პირად ნივთებს, აიძულებდნენ ექოთ "ხარება" არასამთავროები: ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ პირად ნივთებს, აიძულებდნენ ექოთ "ხარება"
-
გადახედვაევროპული საბჭოს მდივანი, ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდება ევროპული საბჭოს მდივანი, ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
-
გადახედვა20 დეკემბერს ენერგეტიკოსების მსვლელობა გაიმართება 20 დეკემბერს ენერგეტიკოსების მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვაპრეზიდენტის ადმინისტრაცია: [საზმაუ] ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული, ობიექტური მედია და პირდაპირ ეთერში არ აშუქებს ევროპარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია: [საზმაუ] ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული, ობიექტური მედია და პირდაპირ ეთერში არ აშუქებს ევროპარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას
-
გადახედვა18 დეკემბერს, 19:00 საათზე მრავალფეროვნების მარში გაიმართება 18 დეკემბერს, 19:00 საათზე მრავალფეროვნების მარში გაიმართება
-
გადახედვაილჰამ ალიევი: კარგია, რომ ვითარება საქართველოში უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის ილჰამ ალიევი: კარგია, რომ ვითარება საქართველოში უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის
-
გადახედვანახეთ: თეატრალური პრემია თავისუფალი 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ: თეატრალური პრემია თავისუფალი 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება სალომე ზურაბიშვილი: ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება
-
გადახედვადააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? — პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? — პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: "პრევენციული დაკავების" შესახებ კოდექსში ცვლილება, ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს ნონა ქურდოვანიძე: "პრევენციული დაკავების" შესახებ კოდექსში ცვლილება, ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს
-
გადახედვაშალვა თადუმაძე გეგმავს, დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს შალვა თადუმაძე გეგმავს, დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს
-
გადახედვასაინიციატივო ჯგუფი "მაღაროელი": შეთანხმების მიხედვით, "GM"-ს ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა დაერიცხა ხელფასი, თუმცა დღეს 18-ია და ჯერ თანხა არ დარიცხულა საინიციატივო ჯგუფი "მაღაროელი": შეთანხმების მიხედვით, "GM"-ს ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა დაერიცხა ხელფასი, თუმცა დღეს 18-ია და ჯერ თანხა არ დარიცხულა
კომენტარები