მეცნიერებს სურთ ყინულისგან დამზადებული რობოტი სხვა პლანეტაზე გაგზავნონ
პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი ცდილობს გაარკვიოს, შეგვიძლია თუ არა ყინულისგან დამზადებული რობოტების სხვა პლანეტაზე გაგზავნა, იუწყება IEEE Spectrum.
იდეა მოიცავს რობოტის დიზაინის შექმნას, რომელსაც შეუძლია ადგილობრივი რესურსები გამოიყენოს თავის შესაკეთებლად, თუ რობოტი ოდესმე დაზიანდა.
იდეა აღწერილია IEEE / RSJ საერთაშორისო კონფერენციაზე ინტელექტუალური რობოტებისა და სისტემების შესახებ წარმოდგენილ ახალ ნაშრომში. მკვლევარებმა შეისწავლეს ყინულისგან რობოტების შექმნის სხვადასხვა მეთოდი, სუბსტრაქტიული წარმოების პროცესების გამოყენებით.
იდეის მიზანი არის ყინულის რობოტის შექმნა, რომელსაც შეეძლება "თვითრეგულირება, თვითგამრავლება და თვითშეკეთება".
მკვლევრებმა ტესტირებისას გამოიყენეს რეგულარული მამოძრავებლები და ელემენტები, ხოლო ყინული, ძირითადი სტრუქტურული ელემენტების დამზადებისთვის იქნა გამოყენებული.
თავდაპირველმა საცდელმა რობოტმა, რომლის წონა 6,3 კილოგრამს აღწევდა და ხელით იყო შემუშავებული, შეძლო 2,5 გრადუსით გადახრა, მარცხნივ და მარჯვნივ ტარება, როგორც ეს ზემოთ მოყვანილ ვიდეოში ჩანს.
გუნდი არ მუშაობს მხოლოდ სხვა პლანეტებზე რობოტების გაგზავნის იდეაზე, რადგან მსგავსი რობოტები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტარქტიდაში კვლევების ჩასატარებლად.
"კლიმატის ცვლილებების გამო ბევრ ადამიანს აინტერესებს ანტარქტიდის ყინულის ფენების მდგომარეობა, ხოლო NASA და სხვა კოსმოსური ჯგუფები ეძებენ პლანეტებს, რომელთა დიდი ნაწილი ყინულოვანია", — განუცხადა UPenn რობოტიკის მკვლევარმა და წამყვანმა ავტორმა დევინ კეროლმა IEEE Spectrum-ს.
კეროლი ამტკიცებს, რომ "თუ სტრუქტურულად ყინულისგან შემდგარი რობოტი დავამაზადეთ, ის შეიძლება გამოყენებული იქნას ყინულოვანი პლანეტების შესწავლასა და მონაცემთა შეგროვებაში".
კომენტარები