როგორ განმარტავენ ინჯია, მიქაძე და ზილფიმიანი პარლამენტში შესვლას
დღეს საქართველოს პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი ყოფილი წევრის, დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო მანდატები სცნო, ისინი პარლამენტში უკვე შევიდნენ. როგორც ფრიდონ ინჯია განმარტავს, პარლამენტში შესვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ "ოპონირება" გაეწიათ ქართული ოცნებისთვის.
"რა თქმა უნდა, იყო სერიოზული ხარვეზები გადაცდომები, მაგრამ როდესაც არჩევნების გაყალბების საფუძვლით არ შედიხარ პარლამენტში, ამას საფუძვლიანი მტკიცებულებები ესაჭიროება. ჩვენ კი ასეთი მტკიცებულებები ოპოზიციური პარტიებისგან ვერ ვიხილეთ", — განაცხადა ინჯიამ.
დეპუტატის განცხადებითვე, პარლამენტში შესვლასთან ერთად ისინი პატრიოტთა ალიანსს ტოვებენ და მომავალ შაბათს ახალ პოლიტიკურ პარტიას ევორპელ სოციალისტებს წარადგენენ.
"ჩვენი ამოცანაა, ჩვენმა ახალმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში ახალი საარჩევნო კოდექსის და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში", — აცახდებს ის.
გელა მიქაძეს განცხადებით კი, მისი პარლამენტში შესვლის მთავარი მიზანი ისაა, რომ ინდუსტრიული ზონების მშენებლობა დაასრულოს და ქვეყანაში კიდევ, დაახლოებით, 30 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას.
"ქვეყნის გადარჩენა არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მშენებლობა ყველა რეგიონში. მე ეს პროექტი დაწყებული მქონდა, პირველი იყო ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, მაგრამ, დღესდღეობით, ყველა ეს ზონა გადაქცეულია ბოსლებად. ჩემი შემოსვლის მთავარი მიზანია, რომ მთავარი ინდუსტრიული ზონები, რომლებიც მე დავიწყე 2008 წელს, დავასრულო და ქვეყანაში შევქმნა კიდევ, დაახლოებით, 30 ათასი სამუშაო ადგილი", — განაცხადა მიქაძემ.
რაც შეეხება დავით ზილფიმიანს, იგი აცხადებს, რომ მას მართლმსაჯულება არ მოსწონს და სამართლიანობის აღდგენისთვის აპირებს ბრძოლას.
"პირველი — არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას. მეორე — არ მომწონს კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას. მესამე — აუცილებლად გადასახედია მთელი ის დასტა კანონებისა, რომლებიც ჩადებული ნაღმებია სხვადასხვა ხელისუფლების მიერ და რომლის წაკითხვა ორჯერ და სამჯერ სხვადასხვანაირად შეიძლება", — განაცხადა მან.
4 იანვარს პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს — პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. რაც შეეხება სიის მეოთხე ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს მან მანდატზე უარი არ თქვა და პარლამენტში შევიდა. პატრიოტთა ალიანსის ის დეპუტატები კი, რომელთაც უარი თქვეს მანდატებზე, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ჩაანაცვლეს.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები