21 სერიალი, რომელსაც 2021 წელს ყველაზე მეტად ველოდებით
ფოტო: Apple / Hulu / HBO
2020 წელი სატელევიზიო სამყაროსთვის განსაკუთრებულად წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა: ვიხილეთ ერთმანეთზე უფრო საინტერესო კომედიური, ისტორიული, დრამატული, კრიმინალური, დოკუმენტური თუ სხვა ჟანრული სერიალები, რომლებმაც თვითიზოლაციასა და კარანტინში გატარებული დღეები შეგვიმსუბუქა.
გასული წელი როგორც ადამიანთა უმრავლესობისთვის, ისე თითქმის ბიზნესის ყველა სფეროსთვის წარმოუდგენელი ზიანის მომტანი აღმოჩნდა, თუმცა სატელევიზიო ინდუსტრიაში პირიქით მოხდა: სტრიმინგ სერვისებსა თუ ტელეარხებს უჩვეულოდ ბევრი მაყურებელი ჰყავდა, რის გამოც ისინი ეცდებიან, რომ ეს ტემპი არ შენელდეს და 2021 წელსაც მსგავსი ან კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი არჩევანი შემოგვთავაზონ.
ამ სტატიაში გთავაზობთ იმ 21 სატელევიზიო შოუს ჩამონათვალს, რომელთა ხილვასაც უახლოესი თორმეტი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად ველოდებით:
21. Dexter / დექსტერი
ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ისტორია 2013 წელს დასრულდა, თუმცა მისმა შემქმნელებმა რამდენიმე თვის წინ დააანონსეს, რომ დექსტერი ეკრანებზე მეცხრე სეზონით დაბრუნდება.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
20. American Horror Story / ამერიკული საშინელებათა ისტორია
მართალია, ბოლო სეზონებს თუ გავიხსენებთ, ეს შოუ მეტწილად ერთგულ ფანებსაც უცრუებს უკვე გულს, თუმცა, წელს ზუსტად ათი წელი სრულდება, რაც პირველად გამოჩნდა ამერიკული საშინელებათა ისტორია ეკრანებზე და შოუს შემქმნელებიც მეათე სეზონში განსაკუთრებულ სიურპრიზებს გვპირდებიან: მათ შორის, ფილმის მარტო სახლში ვარსკვლავ მაკოლეი კალკინსაც ვიხილავთ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელსვე გამოვა ამ შოუს სპინოფი, რომელშიც კარგად ნაცნობი სახეები იღებენ მონაწილეობას.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
19. Atlanta / ატლანტა
დონალდ გლოვერის (Childish Gambino) ამ უზომოდ საინტერესო სატელევიზიო პროექტს, სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს, თუმცა ისინი, ვინც იცნობენ ამ სერიალს, მოუთმენლად ელიან მისი მესამე და შესაძლოა, ერთდროულად მეოთხე სეზონის პრემიერასაც.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
18. The Witcher / მხედვარი
ნეტფლიქსის ამ რეკორდსმენი სერიალის გაგრძელება ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა გადაღებებს პანდემიამ შეუშალა ხელი. შესაბამისად, ერთგული მაყურებლები წელს კიდევ უფრო მეტად ელიან მის ხილვას, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მეორე სეზონში ახალი პერსონაჟებიც გამოჩნდებიან.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
17. Gossip Girl / ჭორიკანა
გასული წლის დასაწყისში დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თინეიჯერული სერიალი ახალი ისტორიითა და განახლებული სამსახიობო გუნდით ეკრანზე ბრუნდება და მათ, ვისაც მზესუმზირასავით საკნატუნო სანახაობა იზიდავს, წინ სიურპრიზები ელოდება.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
16. The Underground Railroad / მიწისქვეშა რკინიგზა
მიწისქვეშა რკინიგზა ამერიკელი მწერლის კოლსონ უაითჰედის გამორჩეული თანამედროვე რომანია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში აფროამერიკელების მონობისგან თავის დაღწევის სულის შემძვრელ მცდელობებზე მოგვითხრობს. წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების სერიალი ოსკაროსანი ფილმის მთვარის შუქი (Moonlight) რეჟისორმა, ბარი ჯენკინსმა გადაიღო.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
15. The Falcon and the Winter Soldier / ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცი
კომიქსის სამყაროს მოყვარულები სულ მალე არა მხოლოდ სუპერგმირებზე გადაღებული ფილმებით, არამედ სერიალებითაც განებივრებულები იქნებიან: ეს მომავალი შოუ 2019 წელს გამოსული Avengers: Endgame-ის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს და მასში მთავარ როლებს ენტონი მაკი და სებასტიან სტენი შეასრულებენ.
პრემიერის თარიღი: 19 მარტი
14. Succession / მემკვიდრეობა
თუ აქამდე ამ სერიალს არ უყურებდით, გეტყვით, რომ ის მეორე სეზონით გასული წლის ემის დაჯილდოებაზე საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა და ისეთ ცნობილ შოუებს აჯობა, როგორებიცაა გვირგვინი, მხევლის წიგნი თუ ევას მკვლელობა. შესაბამისად, შეგიძლიათ ახლავე გამოასწოროთ ეს ამბავი, ნახოთ უკვე გამოსული ეპიზოდები და მესამე სეზონის პრემიერას სხვა ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად დაელოდოთ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
13. Better Call Saul / უმჯობესია, სოლს დაურეკოთ
ეს ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია, რაც კი ოდესმე შექმნილა და მასთან დამშვიდობება სწორედ წელს მოგვიწევს მეექვსე სეზონით.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
12. Ozark / ოზარკი
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი ხარისხის შოუ, რომელსაც წელს დავემშვიდობებით, ოზარკია: ნეტფლიქსმა გასულ ზაფხულს დააანონსა, რომ სერიალი მეოთხე სეზონით დასრულდება.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
11. Loki / ლოკი
მრავალი მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ანტიგმირის შესახებ სულ მალე დამოუკიდებელ სერიალს ვიხილავთ.
პრემიერის თარიღი: მაისი
10. Stranger Things / უცნაური ამბები
სულ ცოტაც და გავიგებთ, თუ როგორ გაგრძელდა ჩვენი პატარა მეგობრების ისტორია: უცნაური ამბები მეოთხე სეზონით ბრუნდება და თანაც ვიცით, რომ შოუ ამით არ სრულდება.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
9. Nine Perfect Strangers / ცხრა სრულყოფილი უცნობი
ნიკოლ კიდმანის შესრულება ყველას კარგად ახსოვს სერიალში დიდი პატარა ტყუილები, რომელიც ავსტრალიელი მწერლის ლიან მორიარტის რომანის მიხედვითაა გადაღებული. წელს ამავე ავტორის სხვა წიგნის სატელევიზიო ეკრანიზაცია გამოვა, რომელშიც კვლავ კიდმანი ითამაშებს ლუკ ევანსთან და მელისა მაკკარტისთან ერთად.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
8. Impeachment: American Crime Story / იმპიჩმენტი: ამერიკული კრიმინალური ისტორია
მას შემდეგ, რაც რაიან მერფიმ თავის კიდევ ერთ ცნობილ სერიალში უკვე მოგვითხრო ო. ჯეი. სიმპსონის საქმისა და ჯანი ვერსაჩეს მკვლელობაზე, მესამე სეზონში თეთრი სახლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიან ფაქტს გამოამზეურებს: აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის, ბილ კლინტონის სკანდალი და მისი იმპიჩმენტის პროცედურა. ცნობილია ისიც, თუ ვის ვიხილავთ მთავარ როლებში.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
7. Wandavision / ვანდავიჟენი
დისნეი მარველთან თანამშრომლობით წელს სუპერგმირებზე გადაღებულ ერთმანეთზე უფრო საინტერესო პროექტებს გვთავაზობს, მათ შორის კი ყველაზე დამაინტრიგებლად ვანდასა და ვიჟენის ისტორია გამოიყურება.
ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
პრემიერის თარიღი: 15 იანვარი
6. Friends / მეგობრები
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ საკულტო პერსონაჟები 16 წლის შემდეგ ეკრანზე კვლავ ბრუნდებოდნენ, ერთგული ფანები ლამის ყოველდღე მოუთმენლად ელოდებიან, სავარაუდოდ, უსცენარო სპეციალური ეპიზოდის პრემიერას, რაც მრავალჯერ გადაიდო და იმედია, წელს მაინც ნამდვილად შევძლებთ მონატრებულ მეგობრებთან შეხვედრას.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
5. Euphoria / ეიფორია
უკვე ვიხილეთ HBO-ს ამ გამორჩეული სერიალის სპეციალური საშობაო ეპიზოდი და 24 იანვარს მეორე ნაწილიც გამოვა, თუმცა ამ წლის განმავლობაში მაყურებლები სრული მეორე სეზონის პრემიერასაც გაფაციცებით ელიან.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
4. The Morning Show / დილის გადაცემა
2019 წელს ჯენიფერ ენისტონის, რიზ უიზერსპუნისა და სტივ კარელის მონაწილეობით ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიალი ვნახეთ, წელს კი ამ საოცრად დაძაბული ისტორიის გაგრძელება გამოვა.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
3. Foundation / დასაბამი
აიზეკ აზიმოვის ამავე სახელწოდების მქონე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლეგენდარული ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ეს სერიალი ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და მაღალი მოლოდინების მქონე პროექტია და გული გვიგრძნობს, მისი შემოქმედები იმედებს არ გაგვიცრუებენ.
ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
2. The Handmaid’s Tale / მხევლის წიგნი
მხევლის წიგნი თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური, მწვავე და მნიშვნელოვანი თემებით დატვირთული სერიალია, რომლის მესამე სეზონი ისე დაძაბულად დასრულდა, რომ ერთი სული გვაქვს გავიგოთ, თუ რა ბედი ეწია მთავარ გმირს, ჯუნ ოსბორნს.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
1. Lord of the Rings / ბეჭდების მბრძანებელი
ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია როგორც ლიტერატურის, ისე კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ნამუშევრებს აერთიანებს და მალე, ამ სახელწოდებით ახალ სერიალსაც ვიხილავთ, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობ მოვლენებამდე გაცილებით ადრე განვითარებულ ამბებზე მოგვითხრობს.
სამსახიობო გუნდის ძირითადი შემადგენლობა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
"მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა





















კომენტარები