5 წიგნი, რომელიც რასიზმის საშინელებას შეულამაზებლად აღწერს
ფოტო: Hanna Barczyk
25 მაისს შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ამერიკის ყველა შტატი მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა და მათ მხარდამჭერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაც შეუერთდნენ: დემონსტრანტები სისტემურ რასიზმს უპირისპირდებიან.
ამ მოვლენების ირგვლივ ბოლო პერიოდში არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ თუ წავიკითხეთ, აზრთა მრავალფეროვნება შეინიშნება საქართველოშიც და ადამიანების არც ისე მცირე ჯგუფი სხვადასხვა მიზეზითა და "ობიექტური" მოცემულობით ცდილობს აშშ-ში არათეთრკანიანი მოსახლეობის საუკუნოვანი პრობლემების ახსნას.
რაც არ უნდა ვცდილობდეთ, რომ სხვადასხვა მხარის პოზიციების ანალიზითა და "ემპირიული დაკვირვებებით" ვიპოვოთ ჭეშმარიტება, ეს მაინც აცდენილი იქნება იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ ამ ადამიანების ტყავში არ გამოგვიცდია.
შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ თავად შავკანიანების მიერ მოთხრობილ ისტორიებს უნდა მოვუსმინოთ, თუ რა გადახდათ მათ წინაპრებს თავს და რისი გამოვლა უწევთ დღემდე. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი ლიტერატურაა და ახლა სწორედ ასეთ რამდენიმე გამორჩეულ წიგნზე მოგითხრობთ, რომლებიც ჩაგრული ჯგუფების ხმის გაგონებაში დაგვეხმარება.
1. იისფერი — ელის უოკერი
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
ელის უოკერის ეს რომანი ყველაზე ხშირად აკრძალულ წიგნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია: ავტორს ძალადობრივი სცენების გადამეტებული აღწერიდან დაწყებული, აფროამერიკელების შესახებ სტერეოტიპების გამყარებით დამთავრებული უამრავ რამეს ედავებიან. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ეს წიგნი შიშველი სიმართლის წიგნია, რომელიც პრიალა ჰოლივუდური ისტორიების მიღმა გადამალული სასტიკი სამყაროს შესახებ მოგვითხრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს უჩვეულოდ გულწრფელი წიგნი გაჟღენთილია ძალადობით, სისხლითა და ცრემლებით, ის ამავდროულად საოცარი სიყვარულისა და შვების წიგნია, რომლის ბოლომდე შეგრძნება, ალბათ, მხოლოდ იმათ თუ შეუძლიათ, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუთელავთ ისე, რომ საკუთარი არსებობის უმცირეს მნიშვნელობაშიც კი დაეჭვებულა, შემდეგ კი წართმეული შესაძლებლობების მიუხედავად, თავისი სიცოცხლის უნიკალურობა თავიდან აღმოუჩენია.
2. თეთრი კბილები — ზეიდი სმითი
ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში
იისფერთან შედარებით ეს სქელტანიანი რომანი გაცილებით ლაღი ენით მოგვითხრობს სრულიად აბსურდულ და კომიკურ ისტორიებს, რომლებშიც, ერთი შეხედვით, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, თუმცა ზეიდი სმითი თავისი ზღვარგადასული ოსტატობით ახერხებს, რომ კითხვისას ატეხილ ხარხართან ერთად უზომო მწუხარებაც განგაცდევინოს იმ უსამართლობის ჩვენებით, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში თავიანთი კანის ფერისა თუ წარმომავლობის გამო აწყდებიან.
რასიზმზე საუბრისას ხშირად მხოლოდ შავკანიანი ადამიანების პრობლემები გვახსენდება, არადა თანამედროვე სამყაროშიც კი არ არის რთული შესამჩნევი ინსტაგრამის ფილტრების მიღმა უთანასწორობის ის უძირო უფსკრული, რომლის მსხვრეპლებიც მრავალი ერისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან.
ეს წიგნი საუკეთესოდ გვაჩვენებს, თუ როგორ ცდილობს დომინანტური დასავლური კულტურა "სხვების" გარიყვას, ან უკეთეს შემთხვევაში — მათ ჩაყლაპვას და განმასხვავებელი ნიშან-თვისებების ძალადობრივად წართმევას.
3. საყვარელი — ტონი მორისონი
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
ტონი მორისონმა გასულ საუკუნეში ამერიკულთან ერთად მსოფლიო ლიტერატურაც სამუდამოდ შეცვალა: მისი ბაგეებიდან თუ წიგნის ფურცლებიდან ამოხეთქილმა მწუხარებამ, სევდავ, ტრაგედიამ და ამავდროულად უზომო სიამაყემ თითქოს სხვა ყველა მანამდე მოთხრობილი ამბები გააუფერულა და მნიშვნელობა დაუკარგა.
მისი შემოქმედებიდან სხვა კიდევ არაერთი ნაწარმოების მსგავსად ასეთივე დიდებული რომანია საყვარელიც, რომელმაც დედისა და შვილის ცუნამის ტალღებივით ძლიერი და დამანგრეველი ემოციებით სავსე ურთიერთობასთან ერთად, იმ წარუშლელ დაღზეც მოგვითხრო, რომელსაც მონობა — ადამიანების უფლებების ბოლომდე გათელვა იწვევს.
4. ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი — მაია ენჯელოუ
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
ეს წიგნი პანდორას ყუთს ჰგავს: როცა მკითხველი მას გადაშლის, მისი ფურცლებიდან ყველა ის საშინელება შეისხამს ხორცს, რომელთა მსხვერპლებიც ადამიანები სხვადასხვა ნიშნის გამო საუკუნეების განმავლობაში იყვნენ და მათი დაუსრულებელი კოშმარულობით დღემდე იტანჯებიან.
თუმცა ეს ფაქტი ნუ შეგაშინებთ: მაია ენჯოლოუ სულაც არ მოგვითხრობს გამოგონილ ურჩხულებსა და საშიშ არსებებზე, რომლებისაც, როგორც წესი, ეშინიათ ხოლმე. ის იმ უსამართლობასა და უთანასწორობას გვაჩვენებს დაუფარავად, რომელთაც ყოველდღიურად ვაწყდებით ან ამის შესახებ სხვებისგან ვიგებთ, თუმცა უმეტესად მათ ნამდვილობაში ეჭვი გვეპარება, თვალს ვარიდებთ ან მალევე ვივიწყებთ.
მაია ენჯელოუმ კი თავისი საოცრად პოეტური ენით სწორედ თავისი ცხოვრების ნამდვილი გამოცდილების შესახებ ისე დამაჯერებლად და გულის შავ-ბნელი კუნჭულებიდან ამოსული სიტყვებით მოგვითხრო, რომ ცრემლების გამო გაბუნდოვანებული მზერის მიუხედავად, მის ისტორიას თვალს მაინც ვერ მოაშორებთ.
5. მიწისქვეშა რკინიგზა — კოლსონ უაითჰედი
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
კოლსონ უაითჰედი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით აფროამერიკელების გამოცდილებას ალტერნატიული ისტორიის ელემენტებით ისე დეტალურად აღწერს, რომ მისი კითხვისას შეიძლება ისიც გაივლოს ვინმემ გონებაში, საშინელებათა ჟანრის რომანს ვკითხულობ, რომლის მიზანიც მკითხველის დაზაფვრა და შეშინებააო.
იმის მიუხედავად, რომ ავტორი წარმოუდგენლად ტრაგიკულ ისტორიებს მოგვითხრობს, ის არ კარგავს ირონიულობასაც, რომელსაც სასოწარკვეთილების სევდაც შეჰპარვია: შავკანიანებთან ერთად ბევრს სჯეროდა და სჯერა, რომ მონობისგან გათავისუფლების შემდეგ ამ ადამიანებმა სრული თავისუფლება მოიპოვეს, თუმცა რეალურად ისინი ახალი ბორკილების ტყვეები გახდნენ, რასაც მავანნი ხან მეცნიერული, ხანაც კიდევ სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თავისებურებების "ბუნებრივი კანონზომიერებით" ამართლებენ და რასებს შორის უთანასწორობის უცვლელად შენარჩუნებას ცდილობენ.
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
-
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ
გადახედვა
-
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს? კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება 7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა

კომენტარები