EMC პარლამენტს მოუწოდებს, გააფართოვოს ამნისტიის პროექტის ფარგლები ნარკოტიკულ დანაშაულებზე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქათველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გააფართოვოს ამნისტიის პროექტის ფარგლები ნარკოტიკულ დანაშაულებზე, კანონის შემუშავების პროცესი წარმართოს მაქსიმალურად ღიად და უზრუნველყოს პროცესში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა.
EMC-ის განცხადებით, გამომდინარე იქედან, პროექტი ძირითად აქცენტს სწორედ ნარკოტიკულ დანაშაულზე აკეთებს, ამით კიდე ერთხელ იკვეთება ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმე და აშკარა ხდება მისი ძირეული ცვლილების აუცილებლობა.
კერძოდ, EMC-ის პოზიციით, მნიშვნელოვანია კანონპროექტისთვის საბოლოო ფორმის მიცემის პროცესში, გათვალისწინებული იყოს შემდეგი გარემოებები:
- ორგანიზაციის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა ნარკოტიკულ დანაშაულთა უმეტესობაზე არ განსაზღვრავს საწყის ოდენობებს. ამგვარ ნივთიერებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, იქნება ეს შენახვა, შეძენა თუ გადაცემა, ისჯება არაპროპორციულად მაღალი სანქციებით. აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობის პირობებში, შესაძლებელია განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვალოს ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რასაც პირადი მოხმარების მიზნით ფლობდა მსჯავრდებული. EMC-ის განცხადებით, აქედან გამომდინარე, მათ შორის, ერთი შეხედვით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც საჭიროებს ამნისტირებასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის შეფარდებული სანქციების თუნდაც ნაწილობრივ შემცირებას;
- მართალია, პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების გადაგზავნა/გადაზიდვისთვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, თუმცა აბსოლუტურად გამორიცხავს ამნისტიის გავრცელებას ნარკოტიკული საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოტანა/გატანის მუხლზე. ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული ქმედებაც აგრეთვე შესაძლოა გულისხმობდეს ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით ფლობას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ფორმით მასზეც გავრცელდეს ამნისტია;
- EMC აღნიშნავს, რომ კანონპროექტში მთლიანად "იგნორირებულია" ნარკოტიკის შემცველი მცენარის მოყვანის, დათესვის, კულტივაციის მუხლი. ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ისეთ ქმედებებზე, სადაც არ იკვეთება გასაღების მიზანი, აგრეთვე უნდა გავრცელდეს ამნისტია;
- ამასთან, არასამთავრობო აცხადებს იმასაც, რომ კანონპროექტით, სამოქალაქო უფლებები უნდა აღუდგეს ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ იმ პირებს, ვისაც ამნისტია შეეხება. მათივე თქმით, აუცილებელია სამოქალაქო უფლებები აღუდგეს ასევე იმ პირებს, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის უკვე გათავისუფლდნენ სასჯელისგან, თუმცა მათ მიმართ სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა ჯერ კიდევ მოქმედებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს, ამასთან ნარკოდანაშაულთან მიმართებით გაითვალისწინოს კანონმდებლობაში ოდენობის განსაზღვრის პრობლემა და მის საფუძველზე განსაზღვროს იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია.
ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საპატიმროდან გამოსული პირებისთვის ადეკვატური სოციალური, ჯანდაცვისა და სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა და ბოლოს, ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ დაიწყოს აქტიური მუშაობა ზოგადად არსებული სისხლის სამართლისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმებზე;
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები