ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, "ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არეულობის გამო" 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ნდობა მნიშვნელოვნად გაუარესდა
ფოტო: ევროკომისია
ევროკომისიამ "ევროპის ეკონომიკური პროგნოზის" შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი თავი საქართველოს ეთმობა.
2025-2026 წლის ეკონომიკურ პროგნოზში ევროკომისია წერს, რომ "კიდევ ერთი წლის ძალიან ძლიერი ზრდის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური აქტივობა, სავარაუდოდ, შენელდება, მაგრამ 2025 და 2026 წლებში 5-6%-იან ნიშნულზე
დარჩება, რაც ნაწილობრივ ასახავს რუსეთის მიერ უკრაინაზე აგრესიის დადებით გავლენას. მოსალოდნელია, რომ ზრდა კვლავაც განპირობებული იქნება შიდა მოთხოვნით, განსაკუთრებით კერძო და სამთავრობო მოხმარებით. ინფლაცია, სავარაუდოდ, დროებით გაიზრდება ხელფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო, სანამ ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს არ მიუახლოვდება".
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მაღალი (9.4%) ეკონომიკური ზრდის ფაქტორები კერძო და სამთავრობო მოხმარება იყო. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მათი პროგნოზით, ზრდა შენელდება 2025 და 2026 წლებში, მაგრამ დარჩება სტაბილური 5-6%-ის ფარგლებში.
ამავე ანგარიშში და ნათქვამია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ნდობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ამის მიზეზი "ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არეულობაა".
"ბიზნესის ნდობა მნიშვნელოვნად გაუარესდა 2025 წლის პირველ კვარტალში, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არეულობას. წმინდა ექსპორტის წვლილი ზრდაში უარყოფითი დარჩება, თუმცა 2024 წელთან შედარებით უფრო დაბალი, რადგან მოსალოდნელია, რომ მაღალი მოხმარებისა და ინვესტიციების შედეგად გამოწვეული საქონლის იმპორტის მოთხოვნა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მზარდი ტურიზმისა და სხვა მომსახურების ექსპორტის დადებითი წვლილი. პროგნოზი უჩვეულოდ მაღალი ხარისხის გაურკვევლობას ექვემდებარება შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან და რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესისა და მომხმარებელთა განწყობაზე" — ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა ქვეყანაში შრომის ბაზრის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას.
"ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა 2023 წლის 16.4%-დან 2024 წელს 13.9%-მდე და, სავარაუდოდ, 2025 და 2026 წლებშიც გაგრძელდება კლება, თუმცა უფრო ნელი ტემპით. დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, თუმცა ის შედარებით დაბალ დონეზე, 47.1%-ზე დარჩა. წინასწარი მონაცემები მიუთითებს ხელფასების ძალიან ძლიერ ზრდაზე, რეალურ პირობებში 15%-ით 2024 წელს, რაც ასახავს რამდენიმე ფაქტორს: რუსეთიდან მაღალკვალიფიციური მიგრანტების ხელფასების გავრცელებას, განსაკუთრებით IT სექტორში, ქართული კომპანიების მზაობას, კომპენსირება გაუწიონ ცხოვრების ხარჯების ზრდას, განსაკუთრებით ძირითად ქალაქებში საცხოვრებლის ქირის საკითხს, შრომის დეფიციტს ზოგიერთ საწარმოო სექტორში და ინფლაციის სწრაფ შემცირებას 2024 წელს. ხელფასების ზრდა, სავარაუდოდ, შემცირდება მომდევნო წლებში, მაგრამ ის პროდუქტიულობის ზრდაზე მაღალი დარჩება", — ნათქვამია ანგარიშში.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები