ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი უნგრეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა. მანამდე ის 2022 წლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.
მანამდე ის იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში. ამას გარდა, ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია "იმედის" დირექტორის თანამდებობაზე 2020 წლის ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც რადიო თავისუფლება წერს, ამ პოსტზე ყოფნის დროს ყოფილმა თანამშრომელმა იგი ტელევიზიაში ხელისუფლების გავლენების გატარებაში დაადანაშაულა.
ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს იტალიაშიც.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ქალაქ რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.
თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
თამარ ლილუაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და "არ ემ ჯი" ჯგუფის დირექტორის მოადგილე.
საგარეო უწყების ცნობით, თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1 ივლისიდან დაიწყებენ.
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
კომენტარები