საფრანგეთში ჯიმ მორისონის დიდი ხნის დაკარგული ბიუსტი იპოვეს
ქანდაკებას, რომელიც 1988 წლამდე ამშვენებდა The Doors-ის მომღერლის საფლავს, პარიზის პოლიცია მოულოდნელად გადააწყდა.
ფოტო: Getty Images
თეთრი მარმარილოდან გამოკვეთილი და გრაფიტით დაფარული ბიუსტი 1988 წელს გაუჩინარდა. 37 წლის შემდეგ, ქანდაკება, რომელიც ამერიკელი მომღერლის, ჯიმ მორისონის საფლავს ამშვენებდა, ისევ გამოჩნდა — რაც პარიზის პროკურატურამ "შემთხვევით აღმოჩენად" შეაფასა.
საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ისინი სხვა საქმეს იძიებდნენ, როცა შემთხვევით გადააწყდნენ The Doors-ის ფრონტმენის ქანდაკებას. განცხადებას, რომელიც ორშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, თან ახლდა ფოტოც — ქანდაკება კვლავ გრაფიტითაა დაფარული და ცხვირის დიდი ნაწილი ისევ აკლია.
ჯიმ მორისონის ბიუსტი ახლა
ფოტო: Getty Images
ქანდაკება მორისონს ხორვატმა მხატვარმა, მლადენ მიკულინმა მიუძღვნა. ბიუსტი 1981 წელს, მომღერლის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე, პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, მის საფლავზე დადგეს. ჯიმ მორისონი საფრანგეთის დედაქალაქში, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მორისონის საფლავზე მდგარი ძეგლი მრავალი წლის განმავლობაში იღებდა მნახველებს, რომლებიც ფოტოებს იღებდნენ, ყვავილებს ტოვებდნენ და — სანამ საფლავზე დარაჯს დაიქირავებდნენ — ბალახს ეწეოდნენ და ერთობოდნენ.
მორისონის ბიუსტი მომღერლის სასაფლაოზე
ფოტო: Postimg
ბიუსტის დადგმიდან შვიდი წლის შემდეგ ის უკვალოდ გაქრა. სხვადასხვა ჭორების მიხედვით, 128 კილოგრამიანი ქანდაკება შუაღამისას მოიპარა ორმა ფანმა და მოპედით წაიღო, ან თითქოს სკულპტურა მისი დაცვის მიზნით ხელისუფლებამ გადამალა.
1994 წელს, პერ ლაშეზის სასაფლაოზე ორი ამერიკელი დააკავეს — ისინი მორისონის საფლავზე საკუთარი ბრინჯაოს ბიუსტის დამაგრებას ცდილობდნენ.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი ამბობდა, რომ საკუთარი საპენსიო დანაზოგიდან ათასობით დოლარი დახარჯა ბიუსტის "აღსადგენად", 1994 წელს მედიასთან იხსენებდა, რომ სასაფლაოს უსაფრთხოების თანამშრომელი დაბნეული იყო, როდესაც ის და მისი ძმისშვილი ღამით მორისონის საფლავზე ბიუსტის დადგმას ცდილობდნენ — "უბრალოდ დაბნეული სახე ჰქონდა... ამ სასაფლაოზე ხალხი ნივთებს ძირითადად ანადგურებს".
მორისონის ფანები პოლიციის მიერ "არაჩვეულებრივ აღმოჩენად" შერაცხულ ამბავს ზეიმობენ, თუმცა ჯერ უცნობია, დაბრუნდება თუ არა ბიუსტი მომღერლის საფლავზე.
პერ-ლაშეზის სასაფლაოს კურატორმა ბენუა გალომ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს განუცხადა, რომ პოლიცია ჯერ არ დაკავშირებიათ და არ იციან, დაუბრუნდება თუ არა ქანდაკება თავის ადგილს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები