ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის თანამედროვე გამოწვევები
ავტორი: კოკა კიღურაძე
შესავალი და ძირითადი გამოწვევები
თანამედროვე საჯარო მმართველობა წარმოუდგენელია მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე. ამ აუცილებლობას განაპირობებს ის ამოცანები, რომლებსაც თანამედროვე განვითარება მმართველობით სისტემებს აკისრებს. შეიმჩნევა ტენდენცია, რომ პოლიტიკაც და მმართველობაც თანდათან განიცდის მოქალაქეებისგან გაუცხოებას. პოლიტიკოსები და ადმინისტრატორები ყალიბდებიან როგორც ცალკე ჯგუფი, რომელიც ხალხმა აირჩია და რომელსაც დროის კონკრეტულ პერიოდში საჯარო საკითხების გადაწყვეტა მიანდო. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ნაცნობი და პრობლემურია ქართული საზოგადოებისთვის. ამის საილუსტრაციო მაგალითად გამოდგება ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური კვლევა "საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების კვლევა", რომელიც ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ - ეისითიმ (ACT) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით ჩაატარა. კვლევაში შეჯამებულია საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ. მასში მკაფიოდ იკვეთება საგულისხმო ტენდენციები, რომელთა გაანალიზება უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
მოქალაქეებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო მმართველობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ამ ორგანოებისადმი მოქალაქეთა მიმარ- თვიანობა მცირდება (2013 - 20%, 2015 - 18%, 2017 - 16%). ამავე დროს, გამოკითხულთა 90%-ს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა რაიმე სახის სამოქალაქო აქტივობაში. მსგავსი შედეგები ნაჩვენებია ასევე ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და მასშტაბურ კვლევაში თვითმმართველობის ინდექსი, რომელიც შემუშავდა პროექტის: ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება ფარგლებში და რომელსაც ახორციელებენ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიხედვით, "საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მუნიციპალიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა არ ითვალისწინებს მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდამჭერ პროგრამებს“. თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების საერთო მაჩვენებელი 2019 წელს, 2017 წლის შედეგებთან შედარებით, მაქსიმუმ 5%-ით გაიზარდა, რაც ზრდის საკმაოდ დაბალ დინამიკას წარმოადგენს.
მარტივად თუ ვიტყვით, ეს შედეგები იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული სახელმ- წიფო ვერ უზრუნველყოფს ისეთ საჯარო მმართველობას, როცა:
- საზოგადოება კონსოლიდირებული და თვითორგანიზებულია;
- მიიღება უკეთესი და მოსახლეობის ინტერესებს მორგებული გადაწყვეტილებები;
- რესურსები სამართლიანად არის განაწილებული;
- პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემო სტაბილურია;
- მოქალაქეებს აქვთ ძლიერი თვითიდენტიფიკაციის განცდა, ზრუნავენ და ერთიანდებიან თავიანთი დასახლებების (ამხანაგობა, სამეზობლო, უბანი, სოფელი, დაბა, ქალაქი) საჭიროებებისთვის;
- შემცირებულია კორუფციულ, ეთნიკურ და სხვა ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტების რისკი...
ჩამონათვალი, ცხადია, სრული არ არის.
თანამედროვე საჯარო მმართველობაში კარგი მმართველობის პრინციპების დამკვიდრების მთავარი წინაპირობაა მოქალაქეთა მონაწილეობის ძლიერი ინსტრუმენტების ამოქმედება და დანერგვა.
მთელი მსოფლიო, და მათ შორის საქართველო, პანდემიის პირობების შესაბამისად აგრძელებს ცხოვრებას. ასეთ დროს საჯარო მმართველობას მნიშვნელოვან გამოწვევებთან უხდება გამკლავება. ცნობილია, რომ თანა- მედროვე კარგი მმართველობის პრინციპების არქიტექტურა ძირითადად მოქალაქეთა მონაწილეობაზეა აგებული, პანდემიის პირობებში კი ეს ვერ ხერხდება - ადამიანებს შორის სოციალიზაცია მინიმუმამდეა შემცირებული; რისკის ფაქტორს წარმოადგენს მოქალაქეებსა და ადმინისტრაციულ ორგა- ნოებს შორის კომუნიკაციაც. პანდემიის ფაქტორი კიდევ უფრო ასუსტებს პოლიტიკურ ნებას და ამცირებს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მოქალაქეთა მონაწილეობის იდეა საფუძვლად დაედოს საჯარო მმართველობის პროცესში კარგი მმართველობის პრინციპის დამკვიდრებას.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 12 მარტს მიიღო განკარგულება #529 ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ, რასაც მოჰყვა მუნიციპალიტეტების მერებისა თუ საკრებულოს თავმჯდომარეთა შესატყვისი სამართლებრივი აქტები. შესაბამისად, 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, შემოდგომის მეორე ნახევარსა და ზამთრის დასაწყისში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ძირითადად ერთნაირი მდგომარეობაა:
- მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ეს გადა- წყვეტილება მიღებულია იმ პირობებში, როცა მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის დისტანციური და ელექტრონული არხები საკმარისად არ არის განვითარებული - ქვეყანაში ინტერნეტით ტერიტორიის დაფარვისა და მისით სარგებლობის მაჩვენებლები არცთუ სახარბიელოა;
- კანონით განსაზღვრული მოქალაქეთა მონაწილეობის თითქმის ყველა ფორმა (დასახლების საერთო კრება, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერის/საკრებულოს წევრთა ანგარიშების საჯარო მოსმენა, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომებზე დასწრება) საჭიროებს სოციალიზაციის მაღალ ხარისხს, რისი მიღწევაც პანდემიის პირობებში შეუძლებელია;
- ნოემბრის თვეში, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოს ეკისრება ვალდებულება, მოაწყოს ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა, რაც ასევე პანდემიის რისკების გათვალისწინებით შეუძლებელია;
- მუნიციპალიტეტი მთლიანად გადართულია მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერაზე და კიდევ უფრო შემცირებულია მოქალაქეთა მონაწი- ლეობასა თუ გამჭვირვალე მმართველობაზე ორიენტირებული ისედაც სუსტი პოლიტიკური ნება.
2019 წლის შემოდგომიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაწყებულია ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა. სისტემაში უკვე ორ ათეულზე მეტი მუნიციპალიტეტია ჩართული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ:
- სისტემა ორიენტირებულია მუნიციპალური სერვისების მიწოდების გამარტივებაზე და არ ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართვე- ლობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის საჭიროებებს;
- ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაცია უკავშირდება გარკვეულ სიძ- ნელეებს, კერძოდ, აპლიკაციაში სრულ ფუნქციონალზე წვდომისთვის აუცილებელი პირობაა ID ვერიფიკაცია;
- სისტემაში ჩართულია 21 მუნიციპალიტეტი. ჯერჯერობით ეს სისტემა არ ფუნქციონირებს გამართულად - ტესტირების რეჟიმშია, რაც შეუძ- ლებელს ხდის მის შეფასებას.
ხშირად მოქალაქეთა მონაწილეობას მუნიციპალიტეტებში აღიქვამენ როგორც მოქალაქეთა შესაძლებლობას, აირჩიონ ან არჩეული იყვნენ ხელისუფლების პოლიტიკურ ორგანოებში. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე ასეთი მიდგომა უკვე მოძველებულია. აღნიშნული გარემოებები უფრო მეტი სიმწვავით იჩენს თავს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რადგან ეს არის ხელისუფლების ის რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოს უნდა იყოს მოქალაქეებთან. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტებით განხორციელება გულისხმობს მოქალაქეებთან თითქმის ყოველდღიურ კონტაქტს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სიტუაცია მთლად პესიმისტურიც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ:
- მსოფლიო ციფრულ და ინტერნეტის ეპოქაშია, ძალიან დიდი სისწრა- ფით იხვეწება ტექნოლოგიები, მათ შორის პანდემიით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ ვითარდება 5G ინტერნეტ-ტექნოლოგია;
- თანამედროვე ბაზარი ავითარებს ინტერნეტზე დაფუძნებულ დის- ტანციურ არხებს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის.
- კერძო სექტორში იქმნება ახალი შესაძლებლობები, ხოლო საჯარო სექტორი „იძულებულია“, შეეგუოს ახალ რეალობას და ამ რეალობაში გააგრძელოს ოპერირება.
ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ვთქვათ: როგორც უნდა განვითარდეს თანამედროვე საჯარო მმართველობა, ის აუცილებლად ციფრული ფორმატის იქნება.
უკვე საკმაო დრო გავიდა იმის შესაფასებლად, თუ როგორ უპასუხეს განვი- თარებული დემოკრატიის ქვეყნების მუნიციპალიტეტებმა პანდემიას - თითოეულ ასეთ ქვეყანაში მთავარი პასუხი ამ გამოწვევაზე არის მონაწილეობის ელექტ- რონული ფორმა, საჯარო მმართველობის პროცესის გადატანა ციფრულ განზომილებაში და მეტი დეცენტრალიზაცია.
პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის მიზნები და ამოცანები
დოკუმენტის შექმნის მიზანია:
- პოლიტიკოსები, ადმინისტრატორები, მოქალაქეები, მმართველობის ყველა პოტენციური მონაწილე დააფიქროს იმ გამოწვევებზე, რომლებიც საჯარო მმართველობის პროცესში პანდემიამ შექმნა ან გაამწვავა;
- განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე, ხელი შეუწყოს და განავითაროს საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირების პროცესში მოქალაქეთა როლისა და პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაფუძნებულ ხედვას.
არსებული გარემოებების შეფასება და გამოსავლის ძიება
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქეებს ადგილობრივ დონეზე მონაწილეობის შემდეგი ინსტრუმენტები გააჩნიათ:
- დასახლების საერთო კრება;
- მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
- პეტიცია;
- საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია სხდომები;
- მერის/საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენა;
ასევე არსებობს კარგი გამოცდილების არაერთი მაგალითი:
- მონაწილეობითი (სამოქალაქო) ბიუჯეტი;
- მოსახლეობის გამოკითხვები პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში;
- LAG/ამაგები, ინტერსექტორული დაგეგმვისა და განვითარების ჯგუფები;
- საინიციატივო და სათემო გაერთიანებები და კავშირები;
- ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები.
კანონმდებლობით რეგულირებული და კარგი გამოცდილების მაგალითებთან ერთად შესაძლებელია მუნიციპალურ დონეზე შემოღებული იყოს მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი ფორმები და პრაქტიკები. ამ შესაძლებლობას იძლევა საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ რომლის 85-ე მუხლის პირველივე პუნქტში ვკითხულობთ: "მუნიციპალიტეტის ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელე- ბაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანი- ზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმია- ნობაში, მათ შორის, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის".
იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით: "მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ამ კანონით განსაზღვრული ფორმების გარდა, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას".
მოყვანილი მუხლები, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს აკისრებს ვალდებულებას, მონაწილეობისთვის შექმნას შესაბამისი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები, ხოლო, მეორე მხრივ, იძლევა შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს ისეთი ფორმით, რომელიც კანონით არ არის განსაზღვრული, მაგრამ არც ეწინააღმდეგება მას.
მას შემდეგ, რაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ვალდებულებაც და შესაძლებლობაც, მნიშვნელოვანია გამოვყოთ მიმართულებები, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესი იყოს სრულყოფილი და თან უპასუხოს პანდემიით გამოწვეულ საფრთხეებს. ეს მიმართულებებია:
- გამჭვირვალობა;
- ანგარიშვალდებულება;
- მოქალაქეთა პასუხისმგებლობა.
გამჭვირვალობა - მონაწილეობა ვერ იქნება წარმატებული, თუ მთელი პო- ლიტიკის დაგეგმვისა და მმართველობის პროცესი არ არის გამჭვირვალე. მთავარი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც იგეგმება პოლიტიკა და რომლებიც წარმართავს მის ადმინისტრირების პროცესსაც, ეს არის: გრძელვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტი (სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დარგობრივი განვითარების გეგმები), საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტი (პრიორიტეტების დოკუმენტი) და მოკლევადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტი (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი). უპირველესი ამოცანაა, შეიქმნას ამ დოკუმენტების ე.წ. User friendly ვერსიები, განთავსდეს ონლაინ-სივრცეში და ამ დოკუმენტებში ნებისმიერი ცვლილება ან მათი მიღების სრული ციკლი მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ, ითვალისწინებდეს მოქალაქეთა კომპიუ- ტერული ტექნოლოგიების ფლობისა და პოლიტიკური დოკუმენტების წაკითხვის უნარებს, აგრეთვე ინტერნეტით სარგებლობის დაფარვის ზონებს.
ნებისმიერი ადმინისტრაციული პროცესი, გარდა პირადი, კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, უნდა გახდეს მაქსიმალურად საჯარო. იგულისხმება:
- მუნიციპალური შესყიდვები;
- ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯები;
- ნებართვების გაცემა;
- საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და სხვ.
პროცესების გამჭვირვალობა და მათი ხელმისაწვდომობა მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის წარმოშობს ნდობას, რომელიც მონაწილეობის ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ანგარიშვალდებულება - ნდობის ჩამოყალიბებას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობასთან ერთად, აძლიერებს ანგარიშვალდებულება. მუნი- ციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრი პოლიტიკის დაგეგმვასა და მის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი და, ამავდროულად, მოქალაქეებთან ანგარიშვალდებული პირები არიან. მათთან კომუნიკაცია პანდემიამდე და პანდემიის პირობებშიც საკმაოდ რთული პროცესია. არავისთვის არის უცხო, რომ საქართველოში მუნიციპალური ერთეულები მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რგოლებია. ერთ მერს შესაძლოა მოუწიოს საშუალოდ 55 000 მოსახლის მომსახურება, ხოლო ერთ საკრებულოს წევრს, მაგალითად, 2000 მოსახლის ინტერესებზე ზრუნვა. ასეთი მასშტაბის სამუშაოს გაძღოლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, იმის გათვალისწინებითაც, რომ მერის ფუნქციების განხორციელებას საკმაოდ დიდი ადმინისტრაციული რესურსი ემსახურება. ეს სირთულე განსაკუთრებით გამძაფრდა პანდემიის პირობებში. ამ მდგომარეობის შემსუბუქების ან მისგან თავის დაღწევის გზაა ონლაინ საკომუნიკაციო არხების შექმნა - მოქალაქეს მერთან ჩაწერის, მის კაბინეტთან ლოდინის გარეშე უნდა შეეძლოს მისთვის კითხვის დასმა, განცხადებით მიმართვა და უმოკლეს დროში პასუხის მიღება ადგილობრივი მნიშვნელობის ნებისმიერ საკითხზე. ადვილად ხელმისაწვდომი და მოქალაქეებთან ანგარიშვალდებული მერი/ საკრებულოს წევრი არის სანდო პარტნიორი მოქალაქისთვის, რათა მას გაუჩნდეს პოლიტიკისა და ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობის სურვილი. "მეგობრობას" მხოლოდ სანდო პარტნიორები იმსახურებენ.
მოქალაქეთა პასუხისმგებლობა - მოქალაქეთა მონაწილეობა არის მხოლოდ პროცესი, მთავარი შედეგი, რისთვისაც გვჭირდება მონაწილეობა - კონსოლი- დირებული და თვითორგანიზებული საზოგადოება, პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელსაც შესწევს ძალა, იტვირთოს სამეზობლოში, უბანში, სოფელში, ქალაქსა თუ დაბაში არსებული პრობლემების მოგვარება და არ ელოდოს ხსნას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან, თბილისიდან, თუნდაც ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან ან მოსკოვიდან. მუნიციპალიტეტი, ცენტრალური ხელისუფლება და საერთაშორისო პარტნიორები მხოლოდ პასუხისმგებლია- ნი მოქალაქისა და თვითორგანიზებული საზოგადოებისთვის წარმოადგე- ნენ დამხმარე ძალას. მოქალაქეებზე უკეთ არავინ უწყის, რა პრობლემებია გადასაჭრელი ადგილობრივად, და ვინც იცის, რა არის პრობლემის არსი, ის უფრო ეფექტიანად წყვეტს მას. მოვლენების განვითარებამ დაგვანახვა, რომ გამოსავალი ამჯერადაც ისეთი ელექტრონული პლატფორმების შექმნაა, როგორიცაა:
- ელექტრონული პეტიცია;
- კომპიუტერული პროგრამების დანერგვა, მისი მორგება სმარტფონების ოპერაციულ სისტემებზე, სადაც ინტეგრირებული იქნება გამოკითხვები საბიუჯეტო პრიორიტეტებზე, პროგრამებზე, ქვეპროგრამებსა და ღონისძიებების დაგეგმვაზე;
- დასახლების საერთო კრების ციფრული პლატფორმა.
დასკვნები და რეკომენდაციები
სახელმწიფო უნდა იყოს მთავარი გარანტი იმისა, რომ პანდემიამ არ გაწყვი- ტოს ისედაც სუსტი კავშირები მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ადგილობრივი თვით- მმართველობა არის
ხელისუფლების ისეთი დონე, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოქალაქეებ- თან. პანდემიის პირობებში კი გაჩნდა საფრთხე: თვითმმართველობამ შესა- ძლოა, დაკარგოს ის ელემენტი, რომელიც თვისებრივად განასხვავებს მას მმართველობისგან - ეს არის საზოგადოების მონაწილეობის ელემენტი. ადგილობრივი დემოკრატიის დაცვისა და განვითარებისთვის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებმა:
- მუნიციპალიტეტებს უნდა გაუწიონ სამართლებრივი, ფინანსური, ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერა, რათა ადგილობრივ დონეზე დაინერგოს მოქალაქეებთან კომუნიკაციის მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ციფრული კომუნიკაციის საშუალებები. თანამედროვე კომუნიკაციის ეს ფორმები მოიცავს როგორც სერვისების მიწოდების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობებს;
- უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლებისა და გადამზადების დეცენტრალიზებული სისტემა, რომე- ლიც უპასუხებს როგორც პანდემიით გამოწვეულ საფრთხეებს, ისე თანამედროვე საჯარო მმართველობის საჭიროებებს;
- დააჩქარონ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა;
- ხელი შეუწყონ დეცენტრალიზაციის პროცესის შემდგომ განვითარე- ბას, რომელიც მოიცავს ახალი უფლებამოსილებების გადაცემას, მუნიციპალიტეტებისთვის მყარი საფინანსო-ეკონომიკური ბაზისის შექმნას და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას ადგი- ლობრივ დონეზე. მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლების შეუცვლელი პარტნიორია გლობალურ საფრთხეებზე საპასუხოდ.
- შექმნან მუნიციპალიტეტების წახალისებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული მექანიზმი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, აგრეთვე მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსების მოპოვების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციურ მექანიზმებს.
პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა:
- მათი საქმიანობა უნდა გახადონ უფრო მეტად გამჭვირვალე, რაც ნიშნავს ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტის (პრიორიტეტების დოკუმენტი, ბიუჯეტი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დარგობრივი განვითარების გეგმები და სხვ.) გასაჯაროებას პროექტირების ეტაპზე და ამ დოკუმენტების მომხმარებელს მორგებული ვერსიების შემუშავებას;
- უნდა შექმნან მოქალაქეებთან კომუნიკაციის დისტანციური არხები, იმ საჭიროებების, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მოქალაქეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სატელეფონო ცხელ ხაზს, მობილურ აპლიკაციას, ინტერაქტიულ ვებგვერდებს, სოციალურ ქსელებს, ელექტრონულ პეტიციას, ელექტრონული გამოკითხვის მოდულებს და სხვ;
- განავითარონ კანონით დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები და პარალელურად დანერგონ მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი, ინოვაციური მეთოდები, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით;
როგორც შესავალში აღინიშნა, საქართველოში მმართველობით პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობა ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე იყო, თუმცა ეს გამოწვევები კიდევ უფრო გაამძაფრა პანდემიის პროცესმა, რომელიც არავინ იცის, როდის დასრულდება. პანდემიის გარდა მონაწილეობის პროცესს ხელს უშლის:
- მსხვილი მუნიციპალური ერთეულების არსებობა;
- არახელსაყრელი გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობები;
- მოუწესრიგებელი სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურა;
- ინტერნეტმომსახურებით ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი.
მონაწილეობის ელექტრონული მექანიზმების დანერგვა უპასუხებს როგორც პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებს, ისე განხილული გარემოებების გამო წარმოქმნილ პრობლემებს.
ელექტრონული გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობაზე მიმართული მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული ფორმები მნიშვნელოვნად შეარბილებს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს და იდეალურად ეხმიანება ერთ ცნობილ ქართულ ანდაზას - ზოგი ჭირი მარგებელიაო.
პუბლიკაცია მომზადდა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის პროექტის - „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ - ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. იგი მიზნად ისახავს ამომრჩეველთა ცოდნის, უნარებისა და ორგანიზების შესაძლებ- ლობების გაძლიერებას, რათა მიაღწიონ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამების განხორციელებას, რომლებიც უკეთ უპასუხებენ მათ რეალურ საჭიროებებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში.
პუბლიკაციის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია ტექსტის ავტორი და არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პოზიცია ან თვალსაზრისი.
-
გადახედვაადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება
-
გადახედვაგიორგი ჩოგოვაძე: დღეს ჭიჭინაძის ქუჩაზე ნიღბიანებმა, შავებში ჩაცმულმა პირებმა მკითხეს, რატომ არ ვჩერდებოდი. მოხდა შელაპარაკება, ფიზიკური ანგარიშსწორება გიორგი ჩოგოვაძე: დღეს ჭიჭინაძის ქუჩაზე ნიღბიანებმა, შავებში ჩაცმულმა პირებმა მკითხეს, რატომ არ ვჩერდებოდი. მოხდა შელაპარაკება, ფიზიკური ანგარიშსწორება
-
გადახედვავატო წერეთელი: 25 000$ ვინც მაკა ჩიხლაძეზე და შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მომაწვდის!! ვატო წერეთელი: 25 000$ ვინც მაკა ჩიხლაძეზე და შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მომაწვდის!!
-
გადახედვამთავარი არხი: საჭიროა ქმედება ქართული საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მთავარი არხი: საჭიროა ქმედება ქართული საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დასაცავად
-
გადახედვამოქალაქე: ე.წ. ტიტუშკებმა, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის პარალელურად, დეიდაჩემს და დედაჩემს სცემეს და თმით ითრიეს მოქალაქე: ე.წ. ტიტუშკებმა, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის პარალელურად, დეიდაჩემს და დედაჩემს სცემეს და თმით ითრიეს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა პარიზში შედგა სალომე ზურაბიშვილსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა პარიზში შედგა
-
გადახედვამსახიობ გიორგი მახარაძეს უცხო პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს უცხო პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვა"ტვ პირველის" თავდასხმის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო "ტვ პირველის" თავდასხმის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული მამუკა მდინარაძე: მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ გამოვარდებიან ხოლმე ამ დღეებში და ვგმობ ძალადობასო, ცალმხრივი ძალადობის დაგმობა რა უბედურებაა, ორმხრივად უნდა დავგმოთ მამუკა მდინარაძე: რომ გამოვარდებიან ხოლმე ამ დღეებში და ვგმობ ძალადობასო, ცალმხრივი ძალადობის დაგმობა რა უბედურებაა, ორმხრივად უნდა დავგმოთ
-
გადახედვალევან იოსელიანი: ქვეყანა ასე მივა სამოქალაქო ომამდე, თუ ეს სადღაც არ შეჩერდა ლევან იოსელიანი: ქვეყანა ასე მივა სამოქალაქო ომამდე, თუ ეს სადღაც არ შეჩერდა
-
გადახედვა"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში, უცნობი, ნიღბიანი მამაკაცები თავს დაესხნენ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში, უცნობი, ნიღბიანი მამაკაცები თავს დაესხნენ
-
გადახედვაUNICEF: თითოეულ ბავშვს აქვს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება UNICEF: თითოეულ ბავშვს აქვს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება
-
გადახედვამალხაზ სონღულაშვილი: ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც სცემეს, აწამეს ჩვენს ქალაქში და ეს ყველას სირცხვილია მალხაზ სონღულაშვილი: ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც სცემეს, აწამეს ჩვენს ქალაქში და ეს ყველას სირცხვილია
-
გადახედვადონალდ ტრამპი: (სირიაზე) ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, აცადეთ, [მოვლენები] თავისით განვითარდეს, არ ჩაერიოთ! დონალდ ტრამპი: (სირიაზე) ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, აცადეთ, [მოვლენები] თავისით განვითარდეს, არ ჩაერიოთ!
-
გადახედვასასამართლომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
-
გადახედვასაქართველოს პრეზიდენტი, პარიზში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი, პარიზში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
-
გადახედვამოსამართლე თამარ ხაჟომია აქვეყნებს ამონარიდებს აქციის დაშლის შესახებ სასამართლო პრაქტიკიდან მოსამართლე თამარ ხაჟომია აქვეყნებს ამონარიდებს აქციის დაშლის შესახებ სასამართლო პრაქტიკიდან
-
გადახედვათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება
-
გადახედვაარქიმანდრიტი ჯინჯოლავა: რეპრესიები ეკლესიაში — დაიწყეს იმ მღვდლების დაბარებები, რომელთაც საჯაროდ დაგმეს ძალადობა არქიმანდრიტი ჯინჯოლავა: რეპრესიები ეკლესიაში — დაიწყეს იმ მღვდლების დაბარებები, რომელთაც საჯაროდ დაგმეს ძალადობა
-
გადახედვაუკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა — ნოტრ-დამის გახსნის ცერემონია დღეს შედგება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა — ნოტრ-დამის გახსნის ცერემონია დღეს შედგება
კომენტარები