საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ 22 ივლისს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის აღმოჩენისას, მისი ძრავი იყო გამოთულ მდგომარეობაში იყო, ავტომანქანის ოთხივე კარი კი — ელექტორნული გასაღის გამოყენებით შიგნიდან ჩაკეტილი, რომელთა მინები სრულად იყო აწეული. პროკურატურის მტკიცებით, ავტომანქანის აღმოჩენის შემდგომ, მისი გახსნა შესაძლებელი თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ წარმოდგენილი ავტომანქანის სათადარიგო გასაღებით გახდა.

"თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი განთავსებული იყო სალონის უკანა სავარძელზე. ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის გადაადგილება მომხდარია მძღოლის მიერ მისი ექპლუატაციის პირობებში. საექსპერტო კვლევით გამოირიცხა ავტომანქანის გარეშე ძალით, ბუქსირებით ან გათრევით გადაადგილება. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა", — აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის ინორმაციით, 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის გადაადგილების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზით და ანტროპოეტრიული შედარებითი კვლევით დადგინდა, რომ ავტომანქანის საჭესთან თამარ ბაჩალიაშვილი იჯდა და მის გარდა ავტომანქანაში არავინ მჯდარა.

უწყების მტკიცებით, გამოძიების მიერ გამოკითხული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთის მაცხოვრებელთა ჩვენებებითაც ავტომანქანაში მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის ყოფნა დასტურდება.

"აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის მიერ ხსენებულ ლოკაციაზე მისვლიდან შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის აღმოჩენამდე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდა ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა", — განმარტავენ პროკურატურაში.

მათივე განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. უწყებაში ამბობენ, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. გამოძიება თავისუფლების უკანონო არკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით Facebook-დან და Instagram-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია;

"ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები", — აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.

გაიგეთ მეტი: