დიდ ბრიტანეთში Netflix-ის მხედვარის (The Witcher) გადასაღებ მოედანზე ჰენრი კავილმა ფეხი დაიზიანა. წყაროების ცნობით, ეს ფეხის კუნთის უმნიშვნელო დაზიანებაა და მსახიობი სერიალზე მუშაობას ხანმოკლე დროით ჩამოშორდება.

ზოგიერთი ცნობის მიუხედავად, ფენტეზი სერიალის გადაღებები ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის გარეშეც გრძელდება, თუმცა მალე დასვენების დღეების დროს გადაღებებს დროებით შეაჩერებენ, როგორც აქამდე იგეგმებოდა.

ეს ამბავი პირველად ბრიტანულმა გაზეთმა The Sun-მა გაავრცელა, რომლის თქმითაც კავილმა ფეხი შტურმის სავარჯიშო კურსის დროს დაიზიანა. იმ მომენტისთვის ის მიწიდან 6 მეტრის სიმაღლეზე იყო და უსაფრთხოების ღვედი ეკეთა (მიუხედავად ამისა, ეს დეტალები დადასტურებული არ არის). წყაროს ცნობით, ინციდენტს სასწრაფო არ დასჭირვებია, თუმცა მის გამო კავილი დროებით ვეღარ ჩაიცვამს მძიმე აბჯარს, რომელიც მხედვარის როლისთვის სჭირდება.

ფოტო: Netflix

რვაეპიზოდიანი მეორე სეზონი, რომელშიც კავილი, ანია ჩალოტრა და ფეია ალენი მონაწილეობენ, 2021 წელს გამოვა. მსახიობთა გუნდს რამდენიმე ახალი მსახიობი შეუერთდა, მათ შორის კრისტოფერ ჰივიუ (რომელმაც სამეფო კარის თამაშებში ტორმუნდის როლი შეასრულა) ნიველენის როლში.

2019 წელს მხედვარის პირველი სეზონის საყოველთაო პოპულარობის შემდეგ Netflix-მა ასევე ექვსნაწილიანი პრიქველ-სერიალი Blood Origin — რომელიც პირველი მხედვარის ამბავს მოგვიყვება — და ანიმაციური ფილმი დააანონსა.

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…