შაია ლაბაფს მომღერალი FKA Twigs ფიზიკური და ემოციური ძალადობის ბრალდებით უჩივის
ინგლისელი მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი FKA Twigs, რომლის ნამდვილი სახელიცაა ტალია დებრეტ ბარნეტი, ცნობილ ამერიკელ მსახიობ შაია ლაბაფს რომანტიკული ურთიერთობისას გამოვლენილ ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველად New York Times-ში გამოქვეყნდა: გამოცემასთან ინტერვიუში 32 წლის მომღერალი თავის გამოცდილებას ლაბაფთან შემდეგნაირად აფასებს — "ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ცხოვრებაში გამომივლია". მისივე თქმით, ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ იმიტომ საუბრობს, რომ სხვებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს, "თუ რა ტაქტიკას მიმართავენ მოძალადეები შენზე კონტროლის დასამყარებლად".
შაია ლაბაფმა და FKA Twigs-მა ერთმანეთი ფილმის Honey Boy (ტკბილი ბიჭი) გადაღებებზე 2018 წელს გაიცნეს და ურთიერთობა ერთი წლის განმავლობაში, 2019 წლამდე ჰქონდათ. მომღერლის მიერ ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეტანილი სარჩელში ვკითხულობთ: "შაია ლაბაფი ქალებს ტკივილს აყენებს. ის მათ იყენებს. ქალებზე ძალადობს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ის საშიშია".
FKA Twigs-ის სარჩელში 34 წლის შაია ლაბაფის ზოგად დახასიათებასთან ერთად კონკრეტული შემთხვევების აღწერაცაა, როცა მომღერლის თქმით, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იყო და მის სიცოცხლესაც ემუქრებოდა საფრთხე.
The Guardian-ის ცნობით, სარჩელში აღწერილია შემთხვევა, როცა ღამით ლაბაფმა გაიღვიძა და მოულოდნელად თავისი პარტნიორის, FKA Twigs-ის დახრჩობა სცადა. როგორც მომღერალი აღწერს, ამ დროს მსახიობი მას ყურში შემდეგ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა: "თუ არ გაჩერდები, დამკარგავ". კიდევ ერთი შემთხვევის აღწერის მიხედვით, როცა წყვილი მანქანით მგზავრობდა და საჭეს ლაბაფი მართავდა, მსახიობმა ღვედი მოიხსნა, სიჩქარეს მოუმატა და მომღერალს დაემუქრა, რომ თუ სიყვარულს არ დაუმტკიცებდა, რამეს შეეჯახებოდა.
FKA Twigs სასამართლოში შეტანილ სარჩელში ასევე ყვება, რომ მას ყოფილი პარტნიორი უკონტროლებდა, თუ რამდენჯერ უნდა შეხებოდა ან ეკოცნა მისთვის. ასევე კაცი მიმტანებისთვის შეხედვას უკძალავდა. მომღერალი იხსენებს, რომ ლაბაფი საწოლთან ახლოს შენახული გადატენილი იარაღით იძინებდა და თავად მას კი აიძულებდა, შიშველს დაეძინა. მომღერალი ამბობს, რომ ამის გამო ღამით სააბაზანოში გასვლისაც ეშინოდა, რათა შემთხვევით ლაბაფს მისთვის არ ესროლა.
სარჩელში აღნიშნულია ისიც, რომ შაიამ FKA Twigs-ს განზრახ გადასდო სექსუალური გზით გადამდები დაავადება და სავარაუდოდ, ის პირველი ქალი არ იყო, რომელსაც ასე მოექცა: "თავისი პარტნიორების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართ გამოჩენილი დაუდევრობისა და გულგრილობის გამო ის ყველა ქალისთვის საშიშია", — წერია სარჩელში.
აღნიშნული ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, ტვიტერზე განცხადება კიდევ ერთმა ცნობილმა მომღერალმა, Sia-მ გაავრცელა და ლაბაფი არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა.
"შაიამ, პათოლოგიურმა მატყუარამ, მეც მომაყენა ემოციური ზიანი, როცა სასიყვარულო ურთიერთობაში ისე ჩამითრია, რომ მატყუებდა, თითქოს იმ დროს სხვასთან არ ჰქონდა რომანი. მჯერა, რომ ის ძალიან ავადაა და თანავუგრძნობ მასა და მის მსხვერპლებს", — დაწერა Sia-მ ტვიტერის პირად ანგარიზე.
ყოფილი პარტნიორის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შემდეგ შაია ლაბაფმა კვლავ New York Times-თან გააკეთა კომენტარი და ბრალდებების ნაწილი უარყო, თუმცა ამავდროულად თავისი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს გაუსვა ხაზი:
"ჩემს ალკოჰოლიზმსა და აგრესიას გამართლება არ აქვს, მხოლოდ რაციონალიზაცია. წლების განმავლობაში არაჰუმანურად ვექცეოდი როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს ჩემ გარშემო. არაერთ უახლოეს ადამიანს მივაყენე ზიანი და ამ აბების გამო მრცხვენია და ძალიან ვწუხვარ. სხვა არაფრის თქმა შემიძლია".
FKA Twigs-ის სარჩელში აღნიშნულია, რომ მომღერალი შაია ლაბაფს ფინანსური სარგებლის გამო არ უჩივის: თუ დავის დასრულების შემდეგ სასამართლო ლაბაფს ზიანის ასანაზღაურებლად გარკვეული თანხის გადახდას დააკისრებს, მომღერალი მის დიდ ნაწილს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაურიცხავს, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლების დასახმარებლად მუშაობენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები