ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები თბილისი ენერჯის მიერ გაზის გაძვირებას უარყოფითად აფასებენ
ფოტო: Redvanplumbers
საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციაციის წარმომადგენლებისთვის თბილისი ენერჯის მიერ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირება გაუგებარია. თბილისი ენერჯის ამ გადაწყვეტილებას 7 ბიზნეს ასოციაცია უარყოფითად აფასებს.
"განსაკუთრებით გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დიდი მასშტაბით ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ახლა, როცა თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერებულია და დაზარალებული დარგები მუდმივად მიმართავენ მთავრობას სხვადასხვა სახის დახმარებებისა და შეღავათების გაწევის მოთხოვნით, თბილისი ენერჯი იღებს მოულოდნელ და შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას და ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს და უზრდის ისადაც მაღალ კომუნალურ გადასახადს", — აცხადებენ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები.
მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კომერციული სექტორისთვის ტარიფების დაწესება არ ეროვნული მარეგულირებლის მიერ არ რეგულირდება, რაც ბიზნეს ასოციაციაში, ასევე, უცნაურად მიაჩნიათ.
"მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — განსხვავებით ჩვეულებრივი სტანდარტული ეკონომიკური საქმიანობისგან, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბუნებრივ მონოპოლიასთან, რომლის ესა თუ ის გადაწყვეტილება მკვეთრ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მთელს ეკონომიკაზე და მასში ჩართულ ყველა სუბიექტზე", — აცხადებენ ისინი.
ბიზნეს ასოციაციაში ფიქრობენ, რომ გაზის ტარიფის გაძვირება პროდუქციის თვითღირებულების და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასების ზრდას გამოიწვევს, რასაც საყოფაცხვრებო მომხმარებელი საკუთარ ჯიბეზე მყისიერად იგრძნობს. მათივე თქმით, ამ ე.წ. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სწორედ იმ კომპანიებში, რომლებსაც ახლა დამატებითი უზრმაზარი ხარჯი უჩნდებათ.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომპანიები იძულებულნი იქნებიან კიდევ უფრო შეამცირონ ან დასაქმებულების რაოდენობა ან მათი ხელფასები, რაც ნიშნავს, რომ არაპირდაპირ, მაგრამ ეს პროცესი მთელს მოსახლეობას შეეხება და მნიშვნელოვნადაც დააზარალებს.
ისინი თბილისი ენერჯის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრასა და მათგან განმარტებას მოითხოვენ შემდეგ 2 საკითხზე:
- რატომ ხდება კონკრეტულად ამ ოდენობით — 0,24 ლარით ტარიფის გაძვირება და
- წარმოდგენილ იქნას ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ესა თუ ის ტარიფი და როგორია ხარჯების სტრუქტურა კომპანიაში.
ბიზნეს ასოაციაციის წარმომადგენლები, ასევე, მიმართავენ მავრობას, დროულად ჩაერიოს ამ საკითხის მოგვარებაში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი პროცესის დასარეგულირებლად.
განცხადებას ხელ აწერენ:
- ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო გადასახადის;
- გადამხდელთა კავშირი;
- საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია;
- დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია;
- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია;
- საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია;
- რესტორატორთა ასოციაცია.
შპს თბილისი ენერჯი 2021 წლის 3 იანვრიდან კომერციული მომხმარებლებისთვის, პურის საწარმოების გარდა, გაზის ტარიფს აძვირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1 ლარითა და 10 თეთრით განისაზღვრება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
კომპანიაში, აღნიშნავენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის არ ძვირდება, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ.
თბილისი ენერჯის მიერ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირებაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ამაზე კომპანიას დაელაპარაკებიან. თურნავას თქმით, მოსახლეობის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირებას არ ელოდებიან, თუმცა ამბობს, რომ გასარკვევია, რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს თბილისი ენერჯის გადაწყვეტილება.
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები