დედამიწის "მინი-მთვარე" სინამდვილეში NASA-ს ძველი რაკეტის ბუსტერია
სექტემბერში მეცნიერებმა დედამიწასთან მოახლოებული ობიექტი შენიშნეს, რომელმაც ჩვენი პლანეტის გარშემო ორბიტა გაიკეთა. მას 2020 წლის სექტემბრის ობიექტი (2020 SO) შეარქვეს. არავინ არ იცოდა რა იყო ის, თუმცა როგორც იქნა სპეკულაციებს ბოლო მოეღო და გაირკვა, რომ დედამიწის მინი მთვარე სინამდვილეში 1966 წელს გაშვებული Surveyor 2 Centaur-ის რაკეტის ბუსტერია.
1966 წელს გაშვებულმა მთვარის ლენდერმა მისია წარმატებით შეასრულა, თუმცა მთვარის ზედაპირზე დაშვებას ვერ გადაურჩა.
მინი-მთვარეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მას უჟანგავი რკინის შემადგენლობა ჰქონდა, რამაც მეცნიერებს ანიშნა, რომ მფრინავი ობიექტი ადამიანური წარმოშობის იყო. პატარა ბუსტერის მოახლოება ბევრისთვის საინტერესო იყო, ვირტუალური ტელესკოპის პროექტმა მისი დედამიწასთან დაახლოება პირდაპირ ეთერში გაუშვა.
Centaur-ის ბუსტერი დედამიწის ორბიტაზე კიდევ რამდენიმე თვე შეყოვნდება, შემდეგ კი მზის გარშემო თავის უწინდელ ორბიტას დაუბრუნდება და კოსმოსში ტივტივს გააგრძელებს.
კომენტარები