კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს მსოფლიო მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვის. მოქალაქეებს, ხელისუფლებას თუ ბიზნესს ცხოვრების სრულიად ახალ წესზე მორგება გვიწევს. გამონაკლისი არც მიჰაუსია, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია.

რას გთავაზობთ მიჰაუსი

პანდემიის პირობებში უცხო ადამიანებთან კონტაქტს, ბუნებრივია, ერიდებით. ეს სერიოზული პრობლემაა იმ ადამიანებისთვის, ვინც სახლის რემონტს გეგმავს, ვინაიდან ეს პროცესი დიზაინერთან კომუნიკაციით იწყება, არადა სახლიდან გასვლის სურვილი არ გაქვთ. მიჰაუსი ზრუნავს რა მომხმარებელთა ჯანმრთელობასა და ინტერესებზე, ინოვაციურ მიდგომას სთავაზობს მათ: ჰიპერმარკეტის ინტერიერის დიზაინერები ონლაინ კონსულტაციებს გაუწევენ მომხმარებლებს, სრულად დაგეგმავენ ინტერიერს, მოამზადებენ ნახაზებს, შეურჩევენ მასალებს და რემონტის შედეგს წინასწარ – 3D გამოსახულებაში მოამზადებენ.

რას მოიცავს მიჰაუსის მომსახურება:

და მეტიც — მიჰაუსის უფასო სერვისი

მიჰაუსის ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებული იქნება მიჰაუსის 60 000-მდე პროდუქტით, ინტერიერის დიზაინერებისგან სრულიად უფასოდ მიიღებს ამ მასალების 3D ვიზუალიზაციას სტანდარტულ ოთახში. შეგახსენებთ – ეს სერვისი უფასოა მიჰაუსის მომხმარებლებისთვის!

ბლოგები Mihouse.ge-ზე:

მიჰაუსის ვებგვერდზე უამრავი პროდუქციის გარდა არაერთი საინტერესო რუბრიკაა განთავსებული. მათ შორის საყურადღებოა ბლოგები, მიჰაუსი გთავაზობთ ბლოგებსა და რჩევებს რემონტის, DIY და ინტერიერის დიზაინზე.

როგორ შევიძინოთ

რაც შეეხება მასალების შეძენას, მიჰაუსი ისევ და ისევ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, აბსოლუტურად შეუფერხებლად და კომფორტულად მოგემსახურება ონლაინ. ჰიპერმარკეტის ონლაინ მაღაზიაში კონსულტანტები საუკეთესო რჩევებს მოგცემენ და დაგეხმარებიან საუკეთესო მასალების შერჩევაში. შენაძენის გაკეთების შემდეგ ჯერი უკვე მიჰაუსის კურიერებზე დგება, რომლებიც გონივრულად მოკლე ვადებში სახლში მოგაწვდიან პროდუქტებს.