ახალშობილს სხეულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა. ახალშობილის დედა ორსულობის დროს, მარტში ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ბავშვი ამ თვეში კორონავირუსის გარეშე დაიბადა, თუმცა მას ორგანიზმში ანტისხეულები ჰქონდა. როგორც ახალშობილის დედა აცხადებს, სავარაუდოდ, მან ბავშვს ანტისხეულები მუცლად ყოფნისას გადასცა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ჯერ ისევ არაა ცნობილი, შეუძლია თუ არა კოვიდინფიცირებულ ორსულს გადასცეს ვირუსი მუცლად მყოფ ბავშვს.