რას შევძლებთ და რას ვერა — შეზღუდვები უკვე ამოქმედდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დაწესებული შეზღუდვები ძალაში დღეს შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს ცხრა საათიდან ვეღარ შევძლებთ სახლიდან გასვლას, დღის განმავლობაში რესტორნებსა და კვების ობიექტებში მისვლას, ფიტნეს დარბაზში ან საცურაო აუზზე მისვლას, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით რეგიონში დაბრუნებას და სხვა აქტივობებს, რომლითაც ყოველდღიურად ვიყავით დაკავებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი უფრო მკაცრია 8 დიდ ქალაქსა და ზამთრის კურორტებზე.
იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რას შევძლებთ და რას ვერა, უნდა ვიცოდეთ რა შეზღუდვები ამოქმედდა ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე:
- გადადგილების აკრძალვის დრო გაიზარდა და არა 22:00, არამედ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა აკრძალულია. ეს შეზღუდვა მხოლოდ 31 დეკემბრისა და 6 იანვრის, მართლმადიდებლური შობის ღამეს, მოიხსნება. მთავრობას სხვა რელიგიურ კონფესიებს გამონაკლისი არ დაუწესა;
- აკრძალულია მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის — რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება;
- დაიხურა რესტორნები და კვების ობიექტები და ისინი გატანის სერვისზე გადავიდნენ. (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, დელივერი, დრაივი);
- დაიხურა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები;
- აკრძალულია ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება — დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით;
- აკრძალულია სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე — ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით შეზღუდვები ამოქმედდა. კერძოდ:
- აღნიშნულ ადგილებში აიკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
- სავაჭრო ობიექტები და ცენტრები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
- დაიხურა ღია და დახურული ბაზრობები. ფუნქციონირებას აგრძელებენ მხოლოდ აგრარული ბაზრები;
- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე;
- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებმა შეაჩერეს მუშაობა.
- სათხილამურო კურორტეზე კი აიკრძალა სასტუმროების მუშაობა. ისინი მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად გამოიყენება. ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების ფუნქციონირება.
რაც შეეხება ე.წ. შემსუბუქების პერიოდს, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარიდან 15 იანვრამდე გამოცხადდება უქმე დღეები და ქვეყნის მასშტაბით აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში. ამ დროს არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
შეზღუდვებზე ცვლილებები 16 იანვრიდან დაიწყება და 31 იანვრამდე ამ პირობებით გაგრძელდება. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით:
- აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
- შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
- სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
- დელივერსა და გატანის სერვისებს;
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
- აგრარული ბაზრობის მუშაობას
- და სხვ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები