კონსტიტუციის მოთხოვნაა, შრომისა და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ — საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ შრომისა და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ.
"ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია საიას 2 საქმე[2], რომელიც ზემოთხსენებული უფლებების მთავრობის მიერ შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხს ეხება. საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება. ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლების რეგულირება ხდება ორგანული კანონით. როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს იღებს საქართველოს პარლამენტი", — აცხადებს საია.
საიას თქმით, საკონსტიტუციო სასამამართლოს წარმოებაში ამჟამად მათი 2 საქმეა, რომელიც აღნიშნული უფლებების მთავრობის მიერ შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხს ეხება. შრომისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია.
"საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ სარჩელთაგან ერთ-ერთი საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიიღო ჯერ კიდევ 2020 წლის 5 ივნისს, სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციიდან მე-11 დღეს. ხოლო მეორე სარჩელი საოქმო ჩანაწერით არსებითად მიღებულ იქნა 2020 წლის 12 ნოემბერს, სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციიდან დაახლოებით ხუთ თვეში. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ განუხილავს არც ერთი სარჩელი," — წერია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დროულად განიხილოს წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც შრომისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას ეხება. მათი თქმით, აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს კიდევ უფრო დააზიანებს, კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას შეარყევს.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები