ცნობილი გეი პინგვინები უკვე მეორედ გახდნენ მამები — ვიდეო
2018 წელს საქვეყნო ცნობადობის მოპოვების შემდეგ ავსტრალიის ზოოპარკის გეი პინგვინების წყვილს ახლა მეორე წიწილა შეეძინა.
სპენისა და მეჯიქის სურვილი, მშობლები გამხდარიყვნენ, სიდნეის ზოოპარკის მომვლელებმა პირველად მაშინ შეამჩნიეს, როცა შეჯვარების სეზონის დროს მათ ბუდის მოწყობა დაიწყეს.
სამწუხაროდ, ბიოლოგია არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მათ შვილი ჰყოლოდათ, ამიტომაც თანამშრომლებმა წყვილს სათამაშო კვერცხი მისცა, რომ შეემოწმებინათ, რამდენად სურდათ გეი პინგვინებს შვილზე ზრუნვა. როდესაც პინგვინებმა დაამტკიცეს, რომ კარგი მშობლები იქნებოდნენ, აკვარიუმის თანამშრომლებმა სათამაშო კვერცხი ნამდვილი, უპატრონოდ დატოვებული კვერცხით შეუცვალეს.
სპენი და მეჯიქი ძალიან ზრუნავდნენ თავიანთ კვერცხზე და 2018 წლის ოქტომბერში პირველი წიწილა, ლარა, შეეძინათ. მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ამ ბედნიერ ოჯახს კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატა. შეჯვარების ბოლო სეზონის დროს წყვილი კიდევ ერთ მიტოვებულ კვერცხზე ზრუნავდა და მათი წიწილა წინა თვეში აკვარიუმის სუბანტარქტიკულ ზონაში გამოჩეკილი ჯენტუს პინგვინების ნაშიერებიდან ერთ-ერთია.
Sea Life-ის წარმომადგენელმა სიდნეის Star Observer-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პინგვინები ზოგჯერ ზედმეტად ბევრ კვერცხს დებენ ან საკმარისად დიდ ყურადღებას ვერ უთმობენ თითოეულ მათგანს.
როცა ასე ხდება, თანამშრომლები ზოგჯერ "ამ კვერცხებს აღსაზრდელად სხვა, მაგალითად, სპენისა და მეჯიქისნაირ, წყვილებს აძლევენ". წარმომადგენელმა განმარტა, რომ, როგორც წარსულის გამოცდილებიდან ჩანს, ერთნაირსქესიანი წყვილები კარგი მშობლები არიან ხოლმე, ამიტომაც აკვარიუმის თანამშრომლებმა გადაწყვიტე, მათთვის კიდევ ერთი კვერცხი მიენდოთ.
სიდნეის აკვარიუმის პინგვინების ზედამხედველმა კერი დიქსონმა ზოოპარკის ახალწვეულებზე ისაუბრა და განაცხადა:
"ძალიან გვიხარია, რომ შეგვიძლია, ჩვენს კოლონიაში ახალშობილ პინგვინებს მივესალმოთ. ისინი ძალიან კარგად გრძნობენ თავს და წონაში იმატებენ. თავიდან დაახლოებით 95 გრამი იყვნენ, ახლა კი ყველაზე უფროსი თითქმის 2 კგ-ია, ყველაზე პატარა კი — 399 გრამი".
მან განმარტა, რომ პინგვინების იმ მრავალი სახეობიდან ერთ-ერთი არიან, რომლებშიც ერთნაირსქესიანი ურთიერთობები არსებობს:
"გაგვიმართლა, რომ [სიდნეის აკვარიუმში] საკუთარი მამრების წყვილი გვყავს. ჯენტუს პინგვინების სხვა მშობლების მსგავსად, სპენი და მეჯიქიც ძალიან ყურადღებიანები და მზრუნველები არიან და გვაქვს იმის პატივი, რომ ეს გასაოცარი წყვილი ჩვენს კოლონიაში იყოს".
სპენისა და მეჯიქის ორი წლის ლანა მშობლებთან ძალიან კარგად გრძნობს თავს და ის თანამშრომლებს "ყოველდღიურად აკვირვებს იმით, თუ რამდენად დამოუკიდებელია". წლევანდელ შეჯვარების სეზონზე მან მეწყვილესთან ერთად ბუდის მოწყობაში მონაწილეობა სცადა, თუმცა, სამწუხაროდ, წყვილმა კვერცხის გამოჩეკა წარმატებით ვერ მოახერხა.
დიდი ალბათობით, ლანა ამას მომავალ წელსაც ცდის და ზოოპარკის თანამშრომლები მოუთმენლად ელიან, თავად იხილონ, შეეძინებათ თუ არა სპენსა და მეჯიქს "პატარა შვილიშვილი წიწილა".
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები