13 თვალბედითი ცრურწმენა, რომელიც მთელი ცხოვრება უკან მოგვჩხავის
"ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო" — უთქვამთ ძველებს და თუკი ამ დროს ცხვირი მოექავებოდათ, ჩვევის ან რჯულის გამო სასწრაფოდ იწყებდნენ სამზადისს სტუმრის დასახვედრად. ჩვენ კი, შეგვიძლია, მესამე კატეგორიად ცრურწმენები გამოვყოთ, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში უარსო დებულებების დაჯერება ნებისმიერ ჩვეულებაზე უფრო მტკიცეა და მისგან გათავისუფლება არც ისეთი ადვილია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ცრურწმენები მეტწილად ძველ თაობაშია გავრცელებული, ეს უცნაური ამოჩემებები ყველა ქვეყნის კულტურის ნაწილს წარმოადგენს და განსხვავდება კიდეც ცივილიზაციების მიხედვით. ყველა ცრურწმენას საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც გარკვეულწილად ასახავს ან თავად ხალხის ისტორიას, ან მათ რწმენა-წარმოდგენებს, რადგან ისინი ზებუნებრივი სამყაროსა და გარე სისტემაში მისი გავლენის შედეგად გარკვეული კანონზომიერების არსებობას აღიარებენ.
ადამიანის გონებაში ამგვარად შთაბეჭდილი აზრები განხილვის საგანი არ გახდებოდა, რომ მათით გამოწვეული უამრავი უსიამოვნება. ისინი არჩევანს არ გიტოვებენ — შავი კატის დანახვისას ავსულებივით ჩაგძახიან, რომ მხრის ზემოდან გადააპურჭყო. იმ სახლის კარის თავზე, სადაც ვიზრდებოდი, მგლის კბილები იყო მიჭედებული და ეს ფაქტი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს — რატომ არ დამჭირდა სტატიისთვის დამატებითი ინფორმაციის მოკვლევა და რატომ მოვითავე ყველა საქმე — ნაგვის გადაყრა, სამზარეულოს დანებისა და ონკანის შემოწმება — წერის დაწყებამდე. მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცრურწმენების სამყაროში.
1. სიზმრები და მათით მარჩიელობა
ცრურწმენა, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და რომელსაც ხშირად ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, სიზმრების მნიშვნელობას უკავშირდება. ზოგიერთი სწავლებით, სიზმრების უჩვეულო ფენომენი მართლაც სცდება მეცნიერების სფეროს, თუმცა არაფერი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ სიზმარი მომავალში მოსახდენ კარგ თუ ცუდ მოვლენას მოასწავებს. ლიტერატურაში არაერთი ცნობილი სიზმარი არსებობს და მათი უმეტესობა კომიკურ სიუჟეტს უკავშირდება (პლატონის სიზმარი, ლუარსაბის სიზმარი). კომიკურია სიტუაციები, როცა რეალურ ცხოვრებაში ცდილობენ სიზმრებით ორიენტირებასაც.
ინტერნეტის ხანამდე თითქმის ყველა სახლში ინახებოდა ძველისძველი გაზეთის გამოცემა, სადაც თვის რიცხვების მიხედვით იყო ჩამოწერილი სიზმრების ახსნა. თავის დროზე კი მეც გულისფანცქალით ვნახულობდი ახალგაღვიძებული ამ გაზეთს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად რუტინად ქცეული სიზმრების ახსნის ძიება, კოშმარების მოყოლა წყლისთვის და ამინდის პროგნოზის შემოწმება ყოველდღიურობიდან თანდათანობით გაქრა.
2. ნაგვის გადაყრა მზის ჩასვლის შემდეგ
მზის ჩასვლა და ამოსვლა ანტიკურ პერიოდში საკრალურ მნიშვნელობასაც ატარებდა, ამიტომ ჩვეულებების ნაწილმა სახეცვლილი სახით თანამედროვე პერიოდამდე მოაღწია. მათ შორის, ქრისტიანულ საზოგადოებებში — მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ოჯახები მზის ჩასვლამდე დგამენ ცეცხლზე კორკოტისთვის მოსახარშ ხორბალს, ასევე მზის ჩასვლამდე იწყებენ კვერცხების შეღებვას წითელ პარასკევს. ზოგიერთ ადამიანს მტკიცედ სწამს, რომ ნაგვის მზის ჩასვლის შემდეგ გადაყრას "ოჯახის ბარაქაც", ანუ მატერიალური ხვავი მიჰყვება, თუმცა ეს ჩვეულება ბევრმა დაივიწყა გაზაფხულზე, როცა სახლიდან ნაგვის გადასაყრელად გასვლა ზეიმად იქცა.
3. საღეჭი რეზინის ღეჭვა ღამით
ძველზე ძველი, ანუ ბებია-ბაბუების, თაობისგან ალბათ ერთხელ მაინც მოგისმენიათ, რომ ღამით "კევის" ღეჭვა არ შეიძლება — ამბობენ, მიცვალებულები წუხდებიანო. მიუხედავად იმისა, გწამთ თუ არა სულიერი სამყაროს არსებობის, დიდად საეჭვოა, თუნდაც საიქიო სამყაროში გადასულებს ამ ქვეყნად მყოფებისთვის საღეჭი რეზინის გამოყენების საათები ჰქონდეთ განსაზღვრული.
4. მარილის გადაყრა წვიმისას
ამ სტატიის ავტორს ეს მეთოდი ურიცხვ შემთხვევაში აქვს გამოყენებული და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არც მთელი შეკვრა მარილის გადაყრა და არც "ახ, ლაზარე, ლაზარეს" ცისთვის მღერა თავსხმა წვიმისას არ ამართლებს. სჯობს, ისევ საწვიმრების კოლექცია დაათვალიეროთ, რომელიც მარილთან ერთად გადასაყრელ ფულსაც დაგაზოგვინებთ.
5. მარილის დაყრა სუფრაზე
დიდად საეჭვოა, ამ პრობლემამ წვიმების პერიოდში შეგაწუხოთ, თუმცა თუ მაინც მოგრჩათ დასაპნევი მარილი, პირდაპირ ჩხუბის დაწყებამდე ჯერ მაგიდის გადმოწმენდა სცადეთ. ჩემი არაერთგზის დაკვირვების შედეგად, ის დასკვნა გამოვიტანე, რომ მარილის დაყრა ჩხუბის მომასწავებელი ნიშანი კი არა, უშუალოდ ჩხუბის მიზეზია.
— რატომ დააპნიე მარილი, ახლა ჩხუბი იქნება!!!
6. ხეზე კაკუნი
ძველი თქმულებების მიხედვით, ხეებში კეთილი სულები — ან ტყის სულები — ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ნარატივი მხოლოდ რამდენიმე მითოსში გვხვდება, ხეზე კაკუნი ბედ-იღბლისა და წარმატების მოსაზიდად მეტად გავრცელებული ჩვეულებაა არაერთ ქვეყანაში.
7. სახლში სტვენით ბოროტი სულების მოხმობა
თუკი ხეზე ზედმეტი კაკუნი მოგივიდათ და თქვენს სახლში მეტისმეტი კეთილი სული გამოჩნდა, ამის დაბალანსება მარტივად შეგიძლიათ სტვენით. რეალურად, თუკი თქვენს სახლში უკვე ცხოვრობენ ბოროტი სულები, მათ მოსახმობად ბეღურად ქცევა საჭირო ნამდვილად არაა. სწორედ ცრურწმენების სამყაროშია მიჩნეული, რომ ბოროტი სულები, როგორც წესი, წარსულში სახლში მცხოვრები და სამყაროების გზაგასაყარზე გზააბნეული სულები არიან. ზოგს სჯერა, რომ სახლში სტვენით ცუდი იღბლის მოზიდვაც შეიძლება, თუმცა რატომ უნდა ივარჯიშო ტუჩებისთვის საგანგებო მოხაზულობის მიცემაში — სარკე რისთვის არსებობს?
8. სარკე და მისი დრამა
ეს მისტიკური რეპუტაციის მქონე ნივთი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და, შესაძლოა, ყველაფერი ფიფქიას დედინაცვლის ბრალია, თუმცა მას სხვადასხვა ცივილიზაციაში მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა რიტუალების აღსრულებისას.
სარკესთან დაკავშირებული ცრურწმენების აღრიცხვა ერთ სტატიაში ალბათ შეუძლებელია, თუმცა ყველაზე გავრცელებული მითები ამ უსულო ნივთის სულიერ მახასიათებლებს უკავშირდება. ადამიანების ნაწილი სარკის მდებარეობას საგანგებოდ არჩევს — მათი რწმენით, იგი არ უნდა ეკიდოს სახლის შემოსასვლელში. ისინი ერიდებიან სარკის გაჩუქებასაც, მის სისუფთავეს სანთლის ალით ამოწმებენ და "დაბინძურებულაურიან" ნივთს გამდინარე წყლით რეცხავენ. ამასთან, თუკი დაღამებამდე ნაგვის გატანა მოასწარით და არც საღეჭ რეზინს ღეჭავთ, საფრთხე მაინც არსებობს — ამბობენ, სარკეში ღამით ჩახედვა გაბერებსო.
თუმცა სარკის როლი ყველაზე თვალსაჩინო მაინც ჭირისუფალთა ოჯახში ხდება. როცა ადამიანი იღუპება, ახლობელთა ნაწილი სახლში არსებულ ყველა სარკისებურ ზედაპირს თეთრი ზეწრით ფარავს. მათ მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილის სულს ამრეკლი სხეული კარი ჰგონია და მასში შესვლის შემთხვევაში საგნის ტყვე ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვეულება ქრისტიანულ საზოგადოებებში გავრცელებულია, ურიგო არ იქნება, აღვნიშნოთ, რომ ამ რელიგიის სწავლებით ასეთი რამ შეუძლებელია.
მტრისას თუ სარკე გატყდა — როდის გავა 7 წელი?!
9. გაჩერებული საათი
კიდევ ერთი ნივთი, რომელიც სახლში გასაჩერებელი არაა — გაჩერებული საათია. გატეხილი სარკისგან განსხვავებით, ამ პრობლემის მოგვარება მარტივადაა შესაძლებელი, უბრალო, ელემენტის ყიდვით. ბევრს მიაჩნია, რომ საათები ოჯახის ეგრეთ წოდებული ენერგეტიკით იმუხტებიან და სწორედ ცუდი ენერგეტიკა იწვევს მის გაჩერებას — გაჩერებული საათი კი, თავის მხრივ, უბედურების მომასწავებელ ნიშნებს შორისაა.
რეალურად, გარდა დროის ვერგაგებით შექმნილი დისკომფორტისა, გაყინული მექანიზმი გულჩვილ ადამიანებში სევდისმომგვრელიცაა.
10. ძაღლის ყმუილი/ყვავის ჩხავილი
საქართველოში ბანში არ გვყავს, ამიტომ ვინმემ ხომ უნდა გვამცნოს აღსასრულის მოახლოება? ეს მისიაც, რა თქმა უნდა, ძაღლებს გადავულოცეთ. ძველ თაობაში ძაღლის მიერ მომავლის განჭვრეტის ორი გზის არსებობის სწამთ — ერთის თანახმად, ოთხფეხა მეგობარი ადამიანს უჩვეულო ფერში ხედავს, მეორეს მიხედვით კი სახლთან მოსეირნე სიკვდილს ამჩნევს. სიკვდილის მომასწავებელ ნიშნად აღიქვამენ სახლის მახლობლად ყვავის ჩხავილსაც. ყველაზე საინტერესო და, ამავდროულად, კურიოზულიც, ისაა, ვისაც ამგვარი ნიშნების სწამს, მონდომებით ცდილობს ყვავის მოშორებასა და ძაღლის გაჩუმებას, რაც, მეთილისმეთა რწმენით, ვერცნ გარდაუვალ სიკვდილს გადადებს და მით უმეტეს — ვერც განდევნის.
11. მაგიდის კუთხეში ჯდომა
ძველებური ჩვეულების მიხედვით, ადამიანები თავს არიდებდნენ სუფრაზე მაგიდის კუთხეში ჯდომას. მსგავსად არაერთი სხვა ნიშნისა, ამბობდნენ, რომ ამგვარად ადამიანისკენ უბედობა მიემართებოდა, რაც განსაკუთრებით, დაოჯახებაში შეუშლიდა ხელს.
არაა გამორიცხული, ეს ცრურწმენა იმ დურგლის გავრცელებული იყოს, ვინც მრგვალ მაგიდებს ამზადებდა.
12. რიცხვი 13
სენსაციის თავიდან ასაცილებლად თავიდანვე განვმარტავ — მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატია თვის 13 რიცხვში, პარასკევ დღესაა გამოქვეყნებული, იგი არანაირ კავშირში არაა ან შემთხვევასთან, ან დამთხვევასთან.
13, შეიძლება ითქვას, ყველაზე სახელგატეხილი რიცხვია. აბა, რომელი მოგების მსურველი ირჩევს თამაშში 13 ნომერს? ან ვინ იწყებს საქმეს, თუნდაც სტატიის წერას, 13 რიცხვში, თან პარასკევს. 13 ხომ უიღბლობის და ავისმომასწავლობის სიმბოლოა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, 13-ის შიშისთვის სახელი დაერქმიათ — ტრისკაიდეკეფობია.
მიუხედავად იმისა, რომ 13-თან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრი არაერთმა მოარულმა ხმამ, მათ შორის ქრისტიანულმა გადმოცემამ, განსაზღვრა, დიდი ალბათობით, მისი ბრალი მხოლოდ ისაა, რომ წმიდათაწმიდა 12-ის შემდგომი რიცხვია და ყოველთვის მეცამეტე გოჭის როლში უწევს ყოფნა.
13. ურწმუნოება
ამბობენ, შემთხვევისა და დამთხვევის შემდეგ, კანონზომიერება მოდისო. შესაბამისად, არასდროსაა ურიგო, მხოლოდ კითხვის ნიშნის დასმით არ შემოვიფარგლოთ და მეტად დავაკვირდეთ ჩვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები