The Umbrella Academy-ის მესამე სეზონი დამტკიცდა
Netflix-მა სტრიმინგ სერვისზე პოპულარული სერიალის, The Umbrella Academy-ის, მესამე სეზონი დაამტკიცა. 10-სერიანი სეზონის გადაღებები 2021 წლის თებერვალში, ტორონტოში დაიწყება.
სერიალის მთავარი პერსონაჟების შემსრულებელ მსახიობებს — ელენ პეიჯს, ტომ ჰოპერს, დევიდ კასტანიედას, ემი რეივერ-ლემპმენს, რობერტ შიენს, ეიდენ გალაგერს, ჯასტინ ჰ. მინს, რიტუ არიასა და კოლმ ფიორს — კვლავ ვიხილავთ მესამე სეზონში. ამასთან, ბრუნდება აღმასრულებელი პროდიუსერი, სტივ ბლექმენი.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს სერიალის პრემიერა შედგა ნეტფლიქსზე, იგი პლატფორმაზე მესამე ყველაზე ყურებადი სატელევიზიო შოუ გახდა.
Universal Content Productions-ის წარმოებული The Umbrella Academy ჯერარდ უეის და გაბრიელ ბას შექმნილ Dark Horse-ის კომიქსებზეა დაფუძნებული. შესაბამისად, სანამ ეკრანზე გაცოცხლებულ ისტორიას ვნახავთ, სიუჟეტს უკვე შეგიძლიათ, გაეცნოთ კომიქსების მესამე ტომში — სასტუმრო დავიწყება.
ბლექმენის გარდა, მესამე სეზონზე მომუშავე აღმასრულებელ პროდიუსერებს შორის ჯეფ ფ. კინგია — რომელიც, ამავდროულად, რეჟისორიცაა — ასევე მაიკ რიჩარდსონი, კით გოლდბერგი და ჯესი მაკიუნი. თანაპროდიუსერებად მოგვევლინებიან კომიქსების შემქმნელი უეი და ბაც.
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, უცნობია, როდის შეძლებენ გულშემატკივრები საყვარელი სერიალის ახალი სერიების ნახვას, თუმცა ნეტფლიქსის გეგმებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ პრემიერის თარიღი მომავალი წლის ზაფხულში იქნება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები