ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღეს, 15 იანვარს, გორში წერეთლის ქუჩაზე, ბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილი ოფისის ეზოშ მოკლეს. მათივე ცნობით, მოკლულის ძმა გორში გავლენიანი პირი, ბორია გოგიჩაიშვილია.

აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.